თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
ასეთი შეურაწყოფილი დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ნუთუ მართლა სამხრეთული მენტალიტეტია დამნაშევე 1-6-ში? წაგების მიზეზები გასაგებია: ზოგადად ქვეყნის პრობლემები, ფეხბურთის ზოგადი დონის დაცემა, ფიფია(!), უთავმოყვარეო ფეხბურთელები, რომლებმაც ფეხბურთის თამაში ნამდვილად არ იციან, უაზროდ ოპტიმისტი საზოგადოება. ჟურნალისტები - თუ ჯგუფში ვერ გავალთ, უდიდესი სირცხვილი იქნება. თურმე სად ხარ, სირცხვილი უფრო ადრე გვემართება. ფეხბურთის ვითომ სპეციალისტები - ძალიან გაგვიმართლა კენჭისყრაში, ასეთი შანსი შეიძლება დიდხანს არ გვექნეს. ჩვენ, გულშემატკივრები - ყოველ წელიწადს რაღაცის იმედით რომ ვართ... მაგრამ 1-6... ეს რაღაა? ვერ დავიჯერებ, რომ ტოტალიზატორზე ითამაშეს, თუმცა ბევრი ამას წერს.როგორ, იმდენი რა უნდა აეღოთ, რომ საშვილიშვილოდ შეირცხვინეს თავი. 1 აზრი მომეწონა. გადავაქციოთ დინამო სააქციო საზოგადოებათ, ყველამ ვიყიდოთ აქციები. და ხალხმა მართოს დინამო. შევაგროვოთ ფული და გამოვისყიდოთ ფიფიასგან. გასაგებია, რომ ხალხის შემოსავალი სხვადასხვაა აქ და, ვთქვათ, ესპანეთში. მაგრამ შეიძლება კონსულტაციები, გამოცდილების გაზიარება და ა.შ.. თუმცა, ვითომ ამის შემდეგ გვეშველება რამე?
alexandre
25 სექტემბერი 2020 11:53
1
შემაზიზღეს ფეხბურთი! ასეთ შედეგების მისაღწევად უნდა ვხარჯავდეთ 250 მილიონს? ფედერაცია კიარა დუქანია!!! 100მ ჩავდოთ კალათბურთში და რაგბში ჯამში და მერე შევადაროთ მიღწევები!!! ფეხბურთი რომ მიყვარს ისე არცერთი სპორტის სახეობა არ მიყვარს, მაგრამ ნამდვილად იმსახურებს ამ ქვეყანაში სხვა სპორტს უფრო მეტი ფული მიეხარჯოს ვიდრე ამ სპორტს!!! ფედერაციაა ყველაფერში დამნაშავე ისინი აფრიალებენ ამხელა ფულებს უმიზეზოდ!!!რომ აძლევს გაჭირვებული სახელმწიფო ამხელა სუფსიდირებას ვალდებულებაც უნდა აკიდო რომ რეზულტატი დაიდოს!!!!
ვალერი
25 სექტემბერი 2020 11:51
1
#1 დამნაშავე გუნდის მეპატრონეა... ნუ ცდილობ ფედერაციას გადააბრალო "დინამოს" სამარცხვინო გამოსვლა. არ გაჭრის ეს იაფ ფასიანი დემაგოგია...
tngh
25 სექტემბერი 2020 17:05
2
დინამო რა დონის ფეხბურთსაც აჩვენებს ყველამ ვნახეთ მაგრამ ნუ აკნინებთ ამ კლაკსვიკს, 5 ლეგიონერი ყავთ და ფეხბურთელებიც პროფესიონალები არიან უბრალოდ დამატებითი განათლებააქვთ და ეგა და ეგ. ისე არც ქართველებს აწყენდათ რაიმე ესწავლათ. ყველაფერი სწორი სელექციის და პროფესიული მიდგომის ბრალია. დინამოს კიდე საიდან მოყავს ეს ლეგიონერები ან ვის ყიდულობს ასე მგონია ფულის გათეთრების მეტს არაფერს აკეთებენ, ასეთი უკლასოები სირბილი არ შეუძლიათ და პოზიციურად სწორად თამაში. კლაკსვიკს სამურგალიც კი უშანსოდ უნდა უგებდეს.
semi
25 სექტემბერი 2020 11:50
5
სისხლის სამართლის კოდექსით ადამიანის შეურაცხყოფა ხომ ისჯება?! რაც ამ გაუგებარი წარმომავლობის და შინაარსის გუნდმა (ეს გუნდი არ არის ღირსი დინამო ერქვას) თავის ვაიპრეზიდენტიან, ვაისპორტულ-ტექნიკურ დირექტორიან, ვაიმწვრთნელ, ვაიმასაჟისტიან, ვაიფეხბურთელებიანად მიაყენეს გუშინ ათასობით გულშემატკივარს შეურაცხყოფა არ იყო?! და თან მერამდენჯერ, და თან აღმატებულ ფორმაში ?! ადამიანური და სპორტული თვალსაზრისით არ ესმით და არ უნდათ რეალური პასუხისმგებლობის აღება (ისეთი არა ვიღაც რომ გამოვა ხოლმე და მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობასო რომ იტყვის და მერე არაფერი რომ არ ხდება) და იქნებ სისხლის სამართლის კანონმდებლობით მაინც მოვთხოვოთ პასუხი შეურაცხყოფისთვის ან სამშობლოს შეურაცხყოფის და ღალატისთვის თორემ ფიფიას სხვანაირად არ ესმის ხომ ხედავთ 9ეხლა გაქრება დაიმალება ცოტა ხნით, როგორც სჩვევია და მერე ისევ ვინმე თავისნაირ უვიც პიტალოს მოიყვანს მწვრთნელად) !!! ბატონო ალექსანდრე, ბატონო თენგიზ, ბატონო ვლადიმერ, ბატონო ოთარ, ბატონო მურთაზ, ბატონო რეზო, და ა.შ. რას ეუბნებით თქვენი სიჩუმით იმ დიდი დინამოელების სულებს რას?! როდემდე უნდა გაითელოს და წაიბილწოს დინამოს სახელი, როდემდე?! ალბათ რამდენ ჭეშმარიტ უბრალო გულშემატკივარს არ ეძინა წუხელ მიღებული შეურაცხყოფის გამო ?! თქვენი ავტორიტეტის გათვალისწინებით, ხომ არ აჯობებდა ჩაუდგეთ სათავეში და ვაიძულოთ პიტალო, უვიცი ფიფია რომ გაყიდოს საბანძეთად გადაქცეული კლუბი და ისე როგორც არაერთ დიდ კლუბშია მისი აქციები შეიძინოს ყველა მსურველმა უბრალო ადამიანმა ჩატარდეს პერიოდულად პრეზიდენტის არჩევნები და ასე უსაშველოდ არ გაგრძელდეს ხოლმე უვიცების მმართველობა ასეთ მნიშვნელოვან-ისტორიულ კლუბში რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენს ?! რატომ ხართ გაჩუმებული ?! ამაზე ქვემოთ შეიძლება კიდევ დაცემა და ვარდნა?! რას ველოდებით ?! რამოდენიმე წლის წინანდელი, ქეცბაის ემოციური გამოსვლა გამახსენდა ფედერაციის ყრილობაზე ფეხბურთის ავტორიტეტებს რომ მიმართავდა ყველაფერი რომ გაიყიდა, დაიქცა და გაუბედურდა სად იყავით მაშინო ?! იმის მერე არაფერი შეცვლილა ისევ გათითოკაცებულები ვართ და ისევ საკუთარი ცხვირის იქით არაფერი გვაინტერესებს ?! და მაინც !!!! იმ დიდი დინამოელების: ბორის პაიჭაძის, ბასა ღოღობორიძის, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, ნოდარ ახალკაცის, ვიტალი დარასელიას, დავით ყიფიანის, რამაზ შენგელიას და სხვა მრავალი დიადი დინამოელის სულებს რა პასუხს სცემთ თქვენი უმოქმედობით ?! აიღეთ ინიციატივა და ძალიან ბევრი ადამიანი დაგიდგებათ მხარში დინამოს გადასარჩენად კია არა (დინამო აღარ არსებობს დინამო მოკლეს კარგა ხანია უკვე) ახალი დინამოს შესაქმნელად !!! P.S. ფედერაციის პასუხია საინტერესო ფეხბურთის ესეთი განვითარებისთვის იხარჯება ხალხის (ბიუჯეტის) ფული?! იმედია sportall.ge -ს გაეღვიძა და ამ კომენტარს მაინც გამოაქვეყნებს !!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
25 სექტემბერი 2020 11:48
0
ფიფია არის საგინებებლი და გეტყვით რატომ: კაცს არ აინტერესებს გუნდის წარმატება, მხოლოდ ფულის კეთება უნდა, იმიტომ, რომ ამ კაცს ფეხბურთი არ უყვარს, მისთვის მხოლოდ ბიზნესია დინამო და მორჩა. ამ კაცს არ ესმის დინამო რას ნიშნავს გულშემატკივრებისთვის, ვერ იაზრებს იმიტომ, რომ მისი მოტივაცია სულ სხვა რამ არის და არც დინამო უყვარს დარწმუნებული ვარ. ჩვენ გულშემატკივრები უნდა შევიკრიბოთ დინამოს ბაზასთან მოვუწყოთ ობსტრუქცია. ფეხბურთელებს არ ვაბრალებ არაფერს, იმიტომ რომ მეტი არ შეუძლიათ, საქმე იმაშია, რომ დინამოს არ უნდა ყავდეს ამ დონის შემსრულებლები. სატრანსფერო პოლიტიკას კიდე მენეჯმენტი განსაზღვრავს და ე.ი. ვისი ბრალია? ისევ ფიფიამდე მივდივართ. მივმართავ ქალაქის მმართველობას ან/და ქვეყნის მმართველს, რამე გააკეთეთ რომ ამ კაცისგან დავიხსნათ დინამო და როგორმე მოვახერხოთ ისეთი გუნდის გაკეთება რომელიც რეგულარულად ითამაშებს ჩ.ლ. ჯგუფურ ეტაპზე ან ე.ლ. ჯგუფურ ეტაპზე. სამარცხვინოა! ფარერები გვიგებს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენით მოგიგებს თუნდაც 1:0 მოეგოთ ეგეც სამარცხვინოა. დინამო არის ჩემი და დამეთანხმებით ალბათ ასიათასობით ადამიანისთვის უსაყვარლესი გუნდი და მრცხვენია ასეთ დღეში რომ არის. მოკლედ ბევრი რაღაც მინდა დავწერო, მაგრამ ისე ვარ აღელვებული, რომ აზრებს ვეღარ ვალაგებ. დამიბლოკავენ თორემ ფიფიას მისამართით სერიოზულ გინებებს დავწერდი.
ქართველი
25 სექტემბერი 2020 11:43
1
ევროპის ლიგა დაივიწყეთ. მომავალ სეზონში ქართული გუნდები აღარ იქნებიან საკვალიფიკაციოზე
nika
25 სექტემბერი 2020 13:42
1
სად არიან ის ვეტერანები რომელთა საყვარელ გუნდს ბანდა ასე ექცევა და ანადგურებს სად არიან სად და ფიფიას ფედერაციის ხელიდან კენკავენ ნამცეცებს როცა ისინი თვითონ ჩვენი ფულით გაშლილ სუფრაზე სხედან და ძღებიან.ფეხბურთის განვითარების ფონდმა ხომ საერთოდ თლად დაღუპა ქართული ფეხბურთი და გაამდიდრა თავიანთი ოჯახები ყველას მადლობა ამ ხალხს ჩვენი გახარებისთვის.
ქართველი
25 სექტემბერი 2020 11:35
0
თხოვნაა გაავრცელეთ უნამუსოების სია !



დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა, ფიფია, კობიაშვილი .........
Efusa
25 სექტემბერი 2020 11:31
1
არ ყავს თავის სიმაღლეზე თბილისის დინამოს თავისი გულშემატკივარი... დაწყებული ძველი ლეგენდებით.. ჩივაძედან დაწყებული. გაატრაკეთ და გააა*მევინეთ გუნდიდან ფიფიას..
ზუზუ
25 სექტემბერი 2020 11:25
0
უსირცხვილო პრეზიდენტი უსირცხვილო და უნამუსო ფეხბურთელები
ქართველი
25 სექტემბერი 2020 11:25
0
ფიფია დაგვანებე თავი უარესი რაღა უნდა მოხდეს !
ფსკერსაც გავცდით
ოტელო
25 სექტემბერი 2020 11:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული