გუშინ, 24 სექტემბერს, თბილისის "დინამო" და "ლოკომოტივი" ევროპა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებას დაემშვიდობნენ და ამ ამბავმა რუს გულშემატკივრებს შორის სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია.
championat-ზე დაწერილ სტატიებს საკმაო ოდენობის კომენტარები ჰქონდა. ჩვენ ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო მათგანს შემოგთავაზებთ.
"აჯიკამოტივმა და ჩახოხბილისმა ის მიიღეს, რასაც იმსახურებდნენ. მომიწყეს მთებში ზეიმი."
"კლაკსვიკი" ასე ითარგმნება: 6 გოლი 1 თამაშში."
"რაღაც ქართველების ხმა არ მესმის დღეს."
"ძალიან მტკივნეულია, ასეთი ისტორიის მქონე კლუბი ასე რომ მარცხდება..."
"რასაც ვუყურებ, პოსტსაბჭოთა კლუბები ფსკერზე დაეშვნენ. ჩვენ კი საერთოდ, მარიანის ღრმულში ვართ."
"დღეს ყველა ახალი ამბავი ერთმანეთზე უფრო მტკივნეული იყო."
"არ მინდა იმის წარმოდგენა, "კლაკსვიკი" მოსკოვის "დინამოს" რა დღეში ჩააგდებდა..."
"ეს როგორ, "გრანადას" ალბათ ძალიან გაუმართლა, მრისხანე თბილისის "ლოკომოტივის" დამარცხება რომ შეძლო, მაგრამ, თბილისელო "რკინიგზელებო", არ ინერვიულოთ, ყველა გრანდს აქვს ჩავარდნები. აგერ, "ტოტენჰემიც" ძლივს გავიდა..."
"ეჰ, არადა, "ლოკომოტივს" "დინამოსთან" უნდა წაეგო..."
"რა გეგონათ, მანდაც მოსკოვის "დინამოს" ეთამაშებოდით?!"
"თბილისელებს ესპანეთში ისეთი საბრძოლო განწყობა არ ჰქონიათ, როგორც "დინამოსთან" მატჩში იყო."
ბოლო წლების ქართულ ფეხბურთს.