"ლოკომოტივი" მეორე ლიგის დონის გუნდია - რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი

AutoSharing Option
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსული კლუბების ("დინამო" და "როსტოვი") გამოვარდნის შესახებ ისაუბრა.

"თბილისის "ლოკომოტივი" რუსეთის მეორე ლიგის ტიპური გუნდია, აი, "მაკაბი" კი ნამდვილად თამაშობს ფეხბურთს. ებრაული გუნდის ფეხბურთელები ბურთს აკონტროლებდნენ, გახსნა იცოდნენ, პრესინგი და დაცვაში კარგად იდგნენ. ჩვენები კი არც გუნდურად და არც ინდივიდუალურად არ ვარგანან", - თქვა კოლოსკოვმა.

ამ "მეორე ლიგის ტიპურმა გუნდმა" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მილიონებით დახუნძლული მოსკოვის "დინამო" გამოთიშა და გასვლაზე ესპანეთში კაცნაკლულმა "გრანადასთან" 0:2 წააგო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ლოკო თუ მეორე ლიგის გუნდია თქვენი გუნდები რა ჩემისებია სლავიკ?!
ბათუმის ფანი
25 სექტემბერი 2020 17:52
5
ქართველებმა, თქვენზე კარგად ვიცით ჩვენი ჩემპიონატის დონე,მაგრამ თქვენ რა გეშველებათ,ამდენი ფულით გაფუყულებს,თავი რაღაცა რომ გგონიათ?ევროპაში მეექვსე ჩემპიონატის გუნდი,წესით ვერც ისრაელის გუნდს უნდა გამოეგდო და მით უფრო,ვერც საქართველოსი.თუმცა გამოგაგდეს.თქვენ თავში ეძებეთ დამნაშავე,ჩვენ კი,უთქვენოდაც კარგად ვიცით,ყველაზე მეტად რა გვიჭირს.
სოსო
25 სექტემბერი 2020 17:37
2
ისე ცივ გონებაზე შევხედოთ ცოტა. ძალიან კარგია რომ კრაიოვა და მოსკოვის დინამო გააგდეს, თუმცა გრანადასთან 1 მაინც უნდა დაერტყათ კარისკენ, ან 1 კუთხური მაინც მოეწოდებინათ. ამხელა უოირატესობა ფეხბურთში წარმოუდგენელია, სამარცხვინოც კი
რომელუ
25 სექტემბერი 2020 23:37
6
მსაჯმა მოგვცა მაგის საშუალება... ასეთ გუნდ რო ეთამაშები გასვლაზე და ისიც 10 კაცით მემგონი ადვილი არ უნდა იყოს...
მართა ლი
26 სექტემბერი 2020 11:55
0
სტატიის ავტორს:
რატომ არ გინდათ კრიტიკის მიღება? მოსკოვის დინამო რომ გამოთიშა, გასაგებია, მაგრამ რეალურად რომ მართლა რუსეთის მეორე ლიგის დონის გუნდია, ეს არ იცით, რომ სიმართლეა? არ გვინდა სიმართლეს თვალებში შევხედოთ? იბრძოლეს და თავიანთი მაქსიმუმი დადეს ამ თამაშებში ფეხბურთელებმა, მაგრამ დონით და კლასით სადაც ვართ, ეს არ უნდა გავიაზროთ????!!!
(არ დამიბლოკოთ!!!)
Modric
25 სექტემბერი 2020 17:11
5
მართალია, საქართველოს ჩემპიონატი რუსეთის მეორე ლიგასთან ახლოსაც ვერ მივა.
ფეხბურთი აღარ არსებობს არაა
გიორგი
25 სექტემბერი 2020 21:27
2
რაგინდათ,რომ სულ ვაგინოთ ამ რუსეთს?სულ არ გვაინტერესებს რას ამბობენ რუსეთში.შეეშვით თქვენაც ასეთი სისულელეების წერას და ხალხის ნერვებზე თამაშს
კარგით რა
25 სექტემბერი 2020 17:36
3
რაც მართალია მათალია გვაქვს ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი,კერძო ბიზნესი უნდა შემოვიდეს კიდევ უფრო მასიურად ფეხბურთში, ამაში სახემწიფო უნდა ჩაერიოს,თურქეთში მაგალითად ვინც ფეხბურთში ფულს დებს ის სახემწიფოსგან შეღავათებით სარგებლობს და რაც მთავარია კლუბებში პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ და არა 2-ჯერ გაგდებულმა მწვრთნელებმა.
ziko
25 სექტემბერი 2020 17:25
1
სახელმწიფო საერთოდ არ უნდა აძლევდეს კაპიკს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სახელმწიფოსკენ ექნება მზერა. კერძო მესაკუთრის ინტერესი უნდა იყოს კლუბის განვითარება და არა სახელმწიფოსი. დარწმუნებული ვარ , ასეთ შემთხევაში კლუბის მესაკუთრე საკუთარ ჯიბეს მოუფრთხილდება და სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხას დახარჯავს. რატომღაც მგონია, რომ ფიფიაა ამის მაგალითი
: )))))))
25 სექტემბერი 2020 20:52
0
ორჯერ გაგდებული მწვრთნელი ლოტოტრონით მესამე სამსახურს რომ შოულობს ამიტო არი ფეხბურთი ასეთ დღეში
შოკირებული გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2020 23:31
0
მერე რა რუსების ბრალია რომ ბიუჯეტი პატარა გვაქვს.ეგ იმათ კითხე ვინც ბიუჯეტის ფულით "მილიონიან" ნაძვის ხეს ყიდულობს იმის მაგივრად ფეხბურთში ჩადოს.
სამარცხვინოები
25 სექტემბერი 2020 19:22
18
მოსკოვის დინამოს ბიუჯეტი ჩვენი ფედერაციის(ყველა გუნდის) ბიუჯეტს აღემატება მგონი, რაღა აქვთ სალაპარაკო!!!!!!!!!
rigiti
25 სექტემბერი 2020 19:05
2
მე მგონი მოსკოვის დინამოს საოასუხო შეხვედრის იმედი ქონდა....ისე მეორე ლიგის დარ გუნდთან თუ აგებ,მით უარესი.კონკრეტულად ის მატჩი,ჩვენებმა პირწმინდად მოიგეს
კახა ქ.
26 სექტემბერი 2020 03:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული