თბილისის "დინამო" ბოდიშს იხდის და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის
განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 57 /
თქვენც ფიფიასნსირი სამარცხვინოები ხართ და რაც ჩაგძახეს, იგივე ამოსძახეთ.განა რას გაჭმევთ ასეთს, ყველაფერზე კვერს რომ უკრავთ? თქვენ რომ დინამოს სახელს არცხვენთ თქვენი თამაშით ეს გასაგებია, მაგრამ ვინც თქვენი იმედით აპირებს და გვაბოლებს (უფრო სწორად საკუთარ თავს აბოლებს), რომ ყველაფერი გააკეთა ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად, იმას თაღლითის გარდა სხვა სიტყვა არ ეკუთვნის!!!
: )))))))
28 სექტემბერი 2020 22:33
0
ბოდიშს ვაჟკაცები იხდიან და არა ქათმები დადეთ ჩემი კომენტარი
გიორგი
28 სექტემბერი 2020 22:25
0
რა ხემძღვანელობაც ყავს დინამოს იმ ფეხბურთს თამაშობენ და მაგიტომაც, ახოხა ფარერების გუნდმა. აბა ამის დამწერს ეხლა ჭკუა აქვს თავში?
გოგა
28 სექტემბერი 2020 22:15
0
სწორედ "ჯანსაღი და ობიექტური" შეფასებაა, რომ მთლიანად კლუბის საქმიანობა სამარცხვინოა
aleksandre
28 სექტემბერი 2020 22:02
0
სხვა რამე ხელობა სცადეთ, ფეხბურთი თქვენი საქმე არ არის, არც კლუბის "მენეჯერების" და არც "ფეხბურთელების". ყველაფერს ბიუჯეტს ნუ აბრალებთ, ფარერებთან და ალბანეთთან მოგებას ვითხოვთ და არა რეალთან და ბარსელონასთან.
მალაქია
28 სექტემბერი 2020 22:01
0
ბაზარია არაა ძმაო. ას პროცენტიანი ხარ.
ირაკლი
29 სექტემბერი 2020 01:53
0
აქ სად წერია ცხვრები ვართო?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
28 სექტემბერი 2020 21:53
0
დაიშალეთ წადით სახლში
sar
28 სექტემბერი 2020 21:50
0
მაღალკვალიფიციური მენეჯერების ნამართი და გამართულად მომუშავე გუნდი ფარერებზე 1:6 არ უნდა მარცხდებოდეს და თუ მარცხდება ე.ი. ვერც მენეჯერები არიან მაღალკვალიფიციური და ვერც გუნდი მუშაობს გამართულად. ასე, რომ რამდენიც უნდა იძახოთ მაღალი დონის პროფესიონალები ვართო, რეალურად, მთელ საკვალიფიკაციოზე დინამოს გამოსვლა იყო ძალიან დაბალი კვალიფიკაციის მქონე ფეხბურთელების და ძალიან დაბალი დონის გუნდის გამოსვლა!
პროფესიონალიზმი სულ სხვა ხილია
28 სექტემბერი 2020 21:46
0
ეს მართლა ცუდია მაღალ დონით რომ მოიხსენიებენ გამოდის,რომ არ გაყრიან სამსახურიდან და გაგრძელდება ეს ბარდაგი კვლავაც...
საქმე100
29 სექტემბერი 2020 09:58
0
ეს განცხადება ფარერებთან 6:1 წაგებაზე მეტად სამარცხვინოა!!!
ნკ
28 სექტემბერი 2020 21:45
0
კლუბი თურმე არაფერ შუაშია და ქართველი მაყურებელია დამნაშავე !? ვაი თქვენ პატრონს.
Zizu
28 სექტემბერი 2020 21:43
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული