თბილისის "დინამო" ბოდიშს იხდის და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის
განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 57 /
მენეჯმენტის პრობლემა ის არის, რომ არ არიან კვალიფიციურები, ფიფიას აუხსნან რატომ უნდა დახარჯოს თანხა ფეხბურთელებში, რატომ უნდა გადაუხადოს მაგ. 5000 დოლ. პერსპექტიულ ბიჭს რათა პირველივე შემოთავაზებაზე არ გავარდეს გარეთ, ფიფიას მენეჯმენტმა ის უნდა აუხსნას, რომ შეკრული გუნდი, რომელიც არ ფიქრობს ხელფასზე და ორიენტირებულია შედეგზე, შედეგს მოპიტანს, რაც იგულისხმება საკვალიფიკაციო ეტაპების გავლას და ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას, აი აქიდან კი იწყება ფინანსების შემოდინება გუნდში.
დასკვნა ან ფიფიას არ უხსნის შესაბამისად მენეჯმენტი ან ფიფია ვერ რისკავს (ეს უფრო მგონია) სერიოზული კაპიტალის ჩადებას დიდებში, იმის შიშით, რომ პირველივე წელს რო ვერ გავიდნენ მერე რა მეშველებაო.
პ.ს. ან ჩადოს ფიფიამ ფული გუნდში ან წავიდეს.
6:1 ნებისმიერი დაფინანსების გუნდი წააგებს
stig
29 სექტემბერი 2020 10:08
0
იმედი მქონდა რაღაც სწორ დასკვნებს გამოიტანდნენ ამ სირცხვილისგან და თურმე პირიქით. იძახიან პროფესიონალები ვართო. პროფესიონალები თუ ხართ კი ვნახეთ თქვენი პროფესიონალურად გაკეთებული საქმე და გული აგვერია. პროფესიონალები კი არა იმას უნდა იძახდეთ უცოდინრები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროფები გავხდეთ. მოკლედ დინამოს არაფერი ეშველება სანამ თავი პროფები ეგონებათ
დინამო
29 სექტემბერი 2020 10:06
0
ვითომ ბოდიშია ახლა ეს?
არდილეს
29 სექტემბერი 2020 09:53
0
ამ წერილში გულწრფელი ბოდიში სადმე იგრძნობა?! თუ ქედმაღლობა უფრო იგრძნობა მაღალკვალიფიციურების და ისა კიდევ, ფიფიას თავი დაანებეთოო!!!! თქვენი საქმე უფრო რთულად არის ვიდრე ხალხი ფიქრობს!!!!
!!!!!
29 სექტემბერი 2020 09:50
0
კალაძის კომენტარის მერე მოიხადა ფიფიამ ბოდიში,თორემ ისე არ ეკიდა!!!
buba
29 სექტემბერი 2020 09:28
0
კიდე გონორზე და დიდ გულზე არიან ეს თავხედები და კიდე პრავებს აკაჩავებენ
გენა
29 სექტემბერი 2020 09:26
0
ღირსება რა არის გაგიგიათ!
saqartvelos rigiti moqalaqe
29 სექტემბერი 2020 09:19
0
მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერები კარგია, მაგრამ ერთი-ორი ადექვატურიც რომ გყავდეთ უფრო კარგი იქნებიდა!!!
ისე რა მენეჯერი
29 სექტემბერი 2020 09:05
0
ამ მაღალკვალიფიციურების პრეზიდენტი, ისეა რეალობას აცდენილი საერთოდ ვერ ხვდება რომ არ გამოსდის ეს საქმე და იმის ნაცვლად რომ წავიდეს, კიდევ რაღაც 2 წლიან გეგმებზე საუბრობს. ქვეყნის შეურაცხყოფა არ კმარათ ეხლა დასცინიან ხალხს!!!
გააჩერეთ ჩავდივარ!!!!
29 სექტემბერი 2020 09:03
0
მაღალკვალიფიციურებო!!!!! ფარერების გამო ტირანა აღარავის ახსოვს, წაგების გარდა, რაც გუნდმა თბილისში გააკეთა იმ მარაზმს რა ჰქვია, მარტო ჩხეტიანზე რომ გადატეხეთ ჯოხი იქაც იგრძნობოდა თქვენი კვალიფიკაცია!!!
რომანს თავი დაანებეთ. მაღალკვალიფიციური მენეჯერი.
29 სექტემბერი 2020 08:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული