თბილისის "დინამო" ბოდიშს იხდის და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრების გამო ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

"გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და "დინამოს" ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო "დინამოსთვის" და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვაცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის
განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 57 /
თქვენი მაღალი კვალიფიკაცია ფარერებზე მწყემსმა 6.1 ქულით შეაფასა. თბილისში ტირანამ კი 2.0 ქულით. სამშობლოს შემარცხვენლები ხართ თქვენ პრეზიდეტთან ერთად !!!
!!!!
29 სექტემბერი 2020 08:42
0
კი მაგრამ კვალიფიკაციის გამოცდა ფარერებზე მწყემსთან რომ ვერ ჩააბარეთ ?! იმედზე გადაცემაში ფიფიასთან ერთად რომ იყო თუ არ ვცდები დირექტორი ისეთი აცდენილია რეალობას ფიფიამ გააჩერა ისევ თორემ კატასტროფის ასახსნელად ფარერების ეკონომიკის განხილვა დაიწყო.... გასაგებია რომ სამსახურის შენარჩუნება გინდათ მაგრამ სახე რომ დაკარგეთ ვერ ხვდებით ამ უაზრო განცხადებით რომ უარესს აკეთებთ ვერ ხვდებით ახლობელი არავინ გყავთ რომ რამე ჭკვიანური გირჩიოთ?!
?!
29 სექტემბერი 2020 08:36
0
მაღალკვალიფიციური მენეჯერები?! კი მაგრამ კვალიფიკაციის ხარისხი შედეგით არ იზომება?! ვაი თქვენ პატრონს!!! თქვენი საქმე იმაზე უარესად ყოფილა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს!!!
!!!
29 სექტემბერი 2020 08:25
0
თქვენი "კვალიფიციური მენეჯმენტი" აქ ჩანს ბოდიშის მოსახდელად ერთი კვირა, რომ დააგვიანეთ!
მრჩება შთაბეჭდილება, რომ დინამოში ფული კეთდება არალეგალურად.
ქომაგი
29 სექტემბერი 2020 07:38
0
სხვაგანაც დავწერე და აქაც იყოს, პირობა დავდე, ყველაზე საყვარელი გუნდი დინამო იყო, ეხლა სანამ ფიფია იქნება მანდ, არც ერთ თამაშს არც დავესწრები და არც ვუყურებ. ეს განცხადება კიდევ მთლად სამარცხვინოა ნამდვილად
გადასარევი გიორგი
29 სექტემბერი 2020 03:26
2
ყველამ ასე უნდა გააკეთოს.მე პირადად ვგულშემატკივრობ ნებისმიერს, ვინც დინამოს წინააღმდეგ ითამაშებს.
ელდარი
29 სექტემბერი 2020 14:45
0
მე დინამოს გულშემატკივარი ვარ 1965 წლიდან და მას სხვა გუნდით ვერ შევცლი, თუმცა ყველა ქართული გუნდი მიყვარს და მათ ყველას დიდ წარმატებებს ვუსრვებ. აი დინამოს მესაკუთრეზე და მენეჯმენტში დასაქმებულ პერსონალის შეცვლაზე ორივე ხელს ავწევ. ამის ყველაზე კარგი გამოსავალი მხოლოდ კლუბის გადაკეთებაა სააქციო საზოგადოებად და გულშემატკივრების მიერ აქციათა თუნდაც 40%-ის შესყიდვაა თავიდან.
გიზოგ
29 სექტემბერი 2020 11:16
0
ხმას მაინც ნუღა იღებთ. მოსიარულე მკვდრები ხარ მინდორზე და მასეთებად დარჩებით ..
დათო
29 სექტემბერი 2020 01:38
1
დღესდღეობით დინამოს სახეს უთავმოყვარეო ჯოგნარი რომ წარმოადგენს მთელი თქვენი კლუბის ბრალია აბა ჩემი ხომ არა?!
Goga
28 სექტემბერი 2020 23:54
0
რა ვთქვა?! განცხადებაზე ეტყობათ როგორც დარდობენ ამ წაგებაზე და რის გაკეთებასაც გეგმავენ მომავალში. გამოსავალს ვეძებდი და ვიპოვე. დინამო მოკვდა, ისტორია მოკვდა, დავასაფლაოთ. სხვა კლუბი ავირჩიოთ და იმას ვუგულშემატკივროთ. ლოკო ჭია
რეზო
28 სექტემბერი 2020 23:35
1
უტიფრები !
100%
28 სექტემბერი 2020 23:20
0
თვითონ იძახიან მაღალკვალიფიციურები ვართო? რეებს ბოდავთ? რომელ კვალიფიკაციაზეა ლაპარაკი თვეში 8 ვარჯიშის ატარებს მწყემსი და მეთევზე. მოდის და 6 გოლს გიტანს. ხომ არ გგონიათ რომ ლოკომოტივში მუშაობთ?
ირაკლი
28 სექტემბერი 2020 22:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული