გვიმბალაურში სფფ-ის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

AutoSharing Option
28 სექტემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია გაიხსნა.

ღონისძიებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გენერალურ მდივანთან, დავით მუჯირთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ოფიციალური სტუმრები აკადემიის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღია ვარჯიშს დაესწრნენ და საცხოვრებელი შენობა დაათვალიერეს, მოგვიანებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაესაუბრნენ.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "დღევანდელი დღე არა მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი. აღნიშნული პროექტი დაახლოებით 2 წლის წინ დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა. ჩემთვის ეს პროექტი სამაგალითოა, რადგან ის
ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობით შედგა.

ბავშვები უკვე გუშინ შემოვიდნენ აკადემიაში. მათ ადგილზე ცხოვრებისთვის, სწავლისა და ვარჯიშისთვის ყველანაირი პირობა ექნებათ. ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას და გურიის რეგიონში ფეხბურთის განვითარებას.

ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წელია რეგიონებში აკადემიების მშენებლობა დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ლაგოდეხსა და ზუგდიდში. ამ ჩამონათვალს უკვე შეემატა აკადემია გურიაში. აღნიშნულ პროექტებთან ერთად ჩვენ ვაშენებთ ახალ აკადემიას სოფელ რუხსა და ქუთაისში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში საფეხბურთო აკადემია ფუნქციონირებდეს.

მადლობა მინდა გადავუხადო ფიფას და უეფას, რომლებიც ყოველთვის გვეხმარებიან მსგავსი პროექტების განხორციელებაში. ასევე მადლობას ვუხდი ადგილობრივ ხელისუფლებას წარმატებული თანამშრომლობისთვის".

ალექსანდრე სარიშვილი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი: "ვულოცავ ლანჩხუთს და მთლიანად გურიას ახალი საფეხბურთო აკადემიის გახსნას. გურიის რეგიონში აკადემიის აშენების იდეა დაახლოებით ორი წლის უკან გაჩნდა. აღნიშნული პროექტი მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი მუშაობით განხორციელდა. ჩემი აზრით, საფეხბურთო აკადემია მნიშვნელოვანია როგორც ფეხბურთის, ასევე რეგიონის განვითარებისთვის. გურიაში ფეხბურთი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ აკადემიაში გაზრდილი ფეხბურთელები როგორც ადგილობრივ კლუბებს, ასევე ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან".

გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტია. პროექტის ფარგლებში ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინსტრაციული შენობა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა. საფეხბურთო აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით იფუნქციონირებს.

გვიმბალაურის აკადემიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვა წარმომადგენლები და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა. ასევე, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურა ნარსია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ზუგდიდსა და ლაგოდეხში. უახლოეს მომავალში ასევე გაიხსნება რუხის საფეხბურთო აკადემია. 2021 წლის შემოდგომაზე კი ფეხბურთის ფედერაცია აკადემიის მშენებლობის დასრულებას ქუთაისში გეგმავს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
საკუთარი ქვეყნის სოფლების სწორად დასახელებაც აღარ შეგიძლიათ!?
დ.დ.
30 სექტემბერი 2020 03:52
0
ვაახ გრიგოლეთი გქონდეს და აკადემიას გვიმბალაურში ხსნიდე? არ ვივი არ ვიც რა, თუმცა წარმატებები მომავალ თაობას და ვარსკვავები გაზრდილიყოს მანდ.
hhh
29 სექტემბერი 2020 16:07
0
აი რა ევალება და რა არის კობიაშვილის და ფედერაციის საქმე და არა კერძო კლუბის “დინამო თბილისის” საქმეებში ჩარევა...ისე კიდევ კარგი რომ ბავშვობაში 1978 წლიდან მე თბილისის “ დინამო”-ს ვგულშემავტკივრობდი და არა ამ სამარცხვინო “დინამო თბილისს”...და მთავარი ხალხნო არ გრცხვენიათ არა რა ნუთუ არ გიტყდებათ ქართველებს ერთმანეთის დაყოფა ნაცებად ქოცებად მანამდის ზვიადისტებად და ედიკისტებად რა დღეში ხართ და რას გავხართ იცით ...?! მეც და ბევრ ქართველს შეაძულეთ საქართველოში გაჩერება ეზოში პოლიტიკა ნაცი -ქოცი ტელევიზორში თავისთავად სტუმრად ნაცი-ქოცი სტუმრები მოვლენ ნაცი-ქოცი ...ერთნი ძველებს აგინებს მეორენნი ახლებს ....იცით რააა ძველების ...,,,,წინიდან და ახლების...........უკნიდან და იმ კაცის და მითუმეტეს ვაჟკაცის ..........ვისაც რომელიმე მთავრობის ან ახლა აქვს იმედი ან მერე ექნება ....მთავრობები და პოლიტიკოსები ყველგან და ყოველთვის ერთნაირი .....არიან და იქნება ...უბრალოდ სხვაგან ეგრე არ მიშტერებიან და მანის ფაფას მთავრობისგან არ ელოდებიან წადით რა ხელი გაანძრიეთ და გეშველებათ თან დაღლილზე პოლიტიკაზე კამათის არც დრო და თავი გექნებათ ...
Aueee
29 სექტემბერი 2020 08:03
0

სიახლეები პოპულარული