ჩისკო: ტირილი არ მიყვარს - გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი

AutoSharing Option
ფარერების "კლაკსვიკთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 1:6 განადგურების შემდეგ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა პირველი კომენტარი თავის "ინსტაგრამზე" გააკეთა.

"ბოლო თამაშისთვის გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ მე ტირილი არ მიყვარს. ახალი კვირა და ახალი შანსი, ილუზიებით სავსე. ახლა ისე, როგორც არასდროს, ერთად დგომა გვჭირდება. ეროვნული ლიგა ბრუნდება".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან კი მოდაში შემოვიდა ეს ბოდიშები, მაგრამ უკვე კარგა ხანია ძალაცა და მნიშვნელობაც დაკარგა. ამ ბოდიშების ავტორები კი როგორც ჩანს კარგად ვერ ხვდებიან გულშემატკივრების გულისწყრომის მიზესს. ასეთი ბოდიში მაშინ იქნებოდა მისაღები საქმე მხოლოდ ერთ წაგებას რომ ეხებოდეს, როგორც ერთ უსიამოვნო შემთხვევითობას, მაგრამ როცა უმსგავსობა, თავსლაფის დასხმა და უძრაობა ათწლეულია გრძელდება და საქმეს განვითარების არაფერი უჩანს, ეს ბოდიშებიც უადგილო და უაზროა! ასე შეგიძლიათ, რომ მომავალი სეზონისთვის ან მომავალი სამი სეზონისთვის წინასწარ მოიხადოთ ბოდიში, რადგან, როგორც აცხადებთ თქვენ პროფესიონალები ხართ, გუნდს მაღალკვალიფიციური მენეჯერები მართავენ და ვითარდებით. ამ განვითარებით კი ოცი წელია ყოველი სეზონის ბოლოს საბოდიშოდ გაქვთ საქმე... ასე იქნება გაისად, ორი და სამი წლის მერეც. დიდი, დიდი მეორე ან მესამე საკვალიფიკაციომდე მივიდეთ ყარაულის გავარდნილი თოფივით და მერე საშუალო დონის რომელიმე გუნდთან დამარცხება ამაყად მივიღოთ _ აქამდე ხომ მოვედითო?! ნამდვილი განვითარება კი, აგერ, ფარერებზე შესძლებიათ და იქნებ არც ის ჰქონდეთ ჩვენი დასაცინი, თითოს მეორე პროფესიაც რომ აქვთ შეთავსებული.
მწყემსი
30 სექტემბერი 2020 01:50
2
ყველაზე ნაკლებად შენი ბრალია, სხვისი გაკეთებული „გუნდის„ მართვა გიწრვს. ფიფია და მისი მენეჯმენტია ყველაფრის თავი, ჩემპიონი გუნდი რო დაშალეს და იგივე შეცდომა მეასედ დაუშვეს. არ ჩერდებიან გუნდში კაი ფეხბურთელებიო, ვინ გაჩერდება უტვინო, უაზრო და ბლატნოი ხელმძღვანელობის გუნდში. გარსიას ცოდვას არ ქონდა გავლილი და მეორე იგივე არასწორი საქციელი ჩაიდინეთ! წარმატებები ჩისკოს
გიო
29 სექტემბერი 2020 22:40
4
გუნდში კუციას და მონხილის გარდა აბსოლიტურად ყველა გასაგდებია პირველი ფიფია თავისი სოფლის ძმაკაცებით..
Jeyjey
30 სექტემბერი 2020 02:54
0
ამას რა ენაღვლება, სულ რომ 20 გაუშვას ფულს იღებს იმდენს სხვაგან რომ არ დაესიზმრება, საქართველოს იმიჯი და ფეხბურთი კი სხვა რამეა.
მიხაელ
29 სექტემბერი 2020 22:33
15
მერწმუნე ამას უფრო ენაღვლება, ვიდრე მთელ დინამოს ხლმძღვანელებს. დამწყები ტრენერია, ამათი კაპიკებისთვის თავს არ გაიბანძებდა დინამო რო არ უყვარდეს. პ.ს. ყველასთვის ფული არაა მთავარი ეგეც იცოდე
ლადო
29 სექტემბერი 2020 22:43
5
რა თქმა უნდა, აქ ჩისკოს ბრალი ბევრი არაფერია, მაგრამ ხელმძღვანელობის ბოდიშით საქმის ჩაფარცხვა გაუგებარია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ვერ გაიგეს, დინამოს საუკუნო სირცხვილი, რომ აჰკიდეს, რომელიც ისტორიაში იწერება და ჩვენ, როგორც არ უნდა ვეცადოთ მის დავიწყებას, ფარელელები არასდროს დაივიწყებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
30 სექტემბერი 2020 11:25
0
ვისი უნდა რცხვენოდეს ? დინამოზე სულ ასი კაცი დადის აგერ უკვე წლებია და რისი ეშინია ?აბა ძველ დროში 80 იანებში ფრეს რო გაგაორებდა დინამო ბოდიში კი არა ერთი კვვირა სანამ შემდეგი ტურის თამაშს არ მოიგებდნენ არ ჩნდებოდნენ ხალხში .
ღანირი
30 სექტემბერი 2020 11:01
0
უნდა იტირო აბა, რომელი ვილა შენ ხარ 6-1 გეპატიოს.
ddgfdf
30 სექტემბერი 2020 14:31
1
ეს ბენიო სად იპოვეს! ამან და მეკარემ წააგეს ეს თამაში.საშინლად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა!კატასტროფაა!
gabo
30 სექტემბერი 2020 10:18
2
ტირილი და ბოდიში კიარა საქმეს ისე მიხედეთ როგორც დინამოს ისტორიას სტატუსს და სახელს ეკადრება!!! თუ არა წადით სახლებში და გინდ იტირეთ და გინდ იფხანეთ!!!
ნკ
30 სექტემბერი 2020 10:37
2
ა ძმაო ხალხი(როგორ ვთქვა:ფარერელები?თუ ფარერის კუნძულელები?хз)სახელსაც რომ ვერ გამოვთქვავ,ტრადიციულ საფეხბურთო ქვეყანას(?!) 6:1 მოუგეს და თანაც ძირითად პროფესიად აქვთ:სტილისტობა,მეცხვარეობა,მააღაზიის მენეჯერობა და რავი...ბულდოზერის შოფრობა
და თქვენ,პროფესიონალებს რომ უწოდებთ თავს,დაგადოთ რასაც ქვია 6:!!!!!!!!!!
"ლუბიწელებმა"
ტფუ!!
გურჯი
07 ოქტომბერი 2020 23:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული