გლდანში საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

AutoSharing Option
24 ოქტომბერს გლდანის რაიონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის, საკრებულოს, გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები დაესწრნენ.

სტუმრებმა ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს და ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "დღეს ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რადგან პროექტი, რომელიც წელიწადნახევრის უკან დავიწყეთ უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ეს საფეხბურთო ცენტრი გლდანში არსებულ საფეხბურთო სკოლებს საშუალებას მისცემს მოწესრიგებული და გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ადგილზე გვაქვს სტანდარტული მოედანი, ადმინისტრაციული შენობითა და
გასახდელებით, განათებით, ტრიბუნითა და მინი მოედნით.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რეგიონებსა და დედაქალაქში რამდენიმე მსგავსი პროექტი განახორციელა. ჩვენი მიზანია, რომ თბილისის ყველა რაიონში ასეთი საფეხბურთო ცენტრი მოეწყოს. მსგავსი ცენტრი უკვე ფუნქციონირებს ვარკეთილში, დღეს გავხსენით გლდანში, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვაკის საფეხბურთო ცენტრის გახსნა. პარალელურად კი, ახალი პროექტები იწყება დიდ დიღომში და ნუცუბიძის პლატოზე.

სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ფეხბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში რაც შეიძლება მეტი ბავშვის ჩართვას. პროექტში მონაწილეობისთის მინდა მადლობა გადავუხადო ფიფას და თბილისის მერიას. ბედნიერი ვარ, რომ აღნიშული პროექტი წარმატებით დასრულდა."

კახა კალაძე - თბილისის მერი: “მიხარია, რომ გლდანში მორიგი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა -გაიხსნა ახალი საფეხბურთო ცენტრი. მადლობას ვუხდი ლევან კობიაშვილს, ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. დედაქალაქში ასეთი სპორტული ინფრასტრუქტურის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა, რომელიც ქართველებს თანდაყოლილი გვაქვს, გამოავლინოს და განავითაროს. ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანია მათი ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მართალია, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა აუცილებელია.

ბოლო პერიოდში გლდანში არაერთი პროექტი განხორციელდა, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი და მომდევნო წლებში კიდევ მეტი გაკეთდება. მხედველობაში მაქვს სტადიონები, სკვერები, პარკები, საგზაო ინფრასტრუქტურა. ყველა გლდანელს, ვისაც უხარია თავისი რაიონის და ქალაქის წინსვლა, მადლობას ვუხდი გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის”

გლდანის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ვეტერან ფეხბურთელთა მონაწილეობით ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სფფ-ის ვეტერანს ფეხბურთელთა და გლდანის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპრიდნენ.

პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული და მინი მოედნები განათებით, ტრიბუნითა და ადმინისტრაციული შენობით. გლდანის საფეხბურთო ცენტრის გამოყენებას ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უფასოდ შეძლებენ.

კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას პროგრამა “ფორვარდის” დაფინანსებით აშენდა. გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონია 2019 წლის ნოემბერში გაიმართა.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფედერაცია ინფრასტრუქტურას ჰქმნის,მთელი საქართველოს მასშტაბით.კლუბებმა მინდვრის საფარს მაინც მოუარონ წესიერად,ერთი წლის შემდეგ,ბალახი რომ კაპიკად აღარ ვარგა ხოლმე.ვფიქრობ ზღვისპირეთში უნდა გააკეთონ რამდენიმე ბაზა,რომ მოსამზადებელ პერიოდში ჩვენი გუნდებიც მოემზადონ და უცხოური კლუბებიც ჩამოვიდნენ,აქ მოსამზადებლად.ზამთარში სასტუმროები დაუტვირთავია და შეეძლება მრავალი გუნდის მიღება.მაშინ ფედერაცია შემოსავალსაც მიიღებს, ქართული სპორტიც მოიგებს,სასტუმროებიც და ბიუჯეტიც.თუ ბაზები მრავალფუნქციური აშენდება და აუზებსაც დაუმატებენ,მათ შორის ორი სტანდარტული ზომისა რომ იყოს ორიც სტანდარტული ზომის დარბაზი აშენდეს სათამაშო სახეობებისათვის,მაშინ აჭარა უკვე ძალიან ძლიერი სპორტული ცენტრი გახდება და თვითონვე შეძლებს,ინფრა სტრუქტურის შენახვასაც,განვითარებასაც და სხვა სახეობებისათვის დარბაზების მშენებლობასაც.ამ ყველაფერს დრო უნდა,მაგრამ დაწყების გადადება არ ივარგებს.თუ სასტუმრო ბიზნესს წესიერად დაელაპარაკებიან და აუხსნიან მისგან მოსალოდნელ მოგებას,მშენებლობის ხარჯებში შეშველებაზე,წესით უარი არ უნდა თქვან.ამით ხომ ისინიც დიდ მოგებას ნახავენ.ზოგიერთ სასტუმროს კი,თვითონაც შეეძლება სავარჯიშო ბაზის შექმნა,ან აუზის აშენება,ან კიდევ დარბაზის.ესეც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს.ზღვა ორ ნაბიჯში,სპორტული ბაზა სასტუმროს გვერდით,სამთო ტრასები,ორი საათის სავალზე... ეს ხომ სამოთხე იქნება, სპორტული ტურიზმისათვის
სოსო
02:06 26-10-2020
0
სულ ვაკრიტიკებდი,რომ ინფრატრუქტურაში ჩაიდოს ფული,კარგია ბატონო ახლა რეგიონებსაც მივხედოთ კარგი მოედნები,მთავარია მინდორი,არ არის აუცილებელი ფეშენ დადაჯდომები და რაღაცეები,კარგი მინდორი თუ ფიტნეს სავარჯიშოები იქნება ძალიან კარგი და თურქეთში,რომ დარბიან მოსაზმზადებლად აგერ ბატონო უფრო იაფიც დაუჯდებათ კლუბებს და რაც მთავარია,მომავალი თაობა გაიზრდება,კარგია რაც კარგია კარგია,აბა კი არ გვიხარია კრიტიკა და რაღაცეები გააკეთეთ კარგი და ვიცით დანახვა.
გოჩა
21:44 25-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული