"კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ..." - ლევან სალუქვაძის პასუხი კითხვის ავტორს

AutoSharing Option
ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში მის მიმართ წამოსულ აგრეიულ და უწმაწურ საუბარზე ისაუბრა. 

რამდენიმე დღის წინ, ლევანმა თემურ ქეცბაიას უზრდელი უწოდა, რაზედაც ხალხისგან დიდი აგრესია მიიღო.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ სიტყვებს, ერთ-ერთი მაყურებლისგან დასმულ შეკითხვას მოაყოლა, კითხვა კი ასეთი გახლდათ " თუ რამე გინდოდა ქეცბაია-მინაშვილის ეთერში იქვე იჯექი და გაგეცა პასუხი"

"ერთი-ორჯერ მოვკარი თვალი რაღაც მუქარას, ასევე ოჯახის ხსენებას და მეც ვიცი სათანადო ზომები როგორ უნდა მივიღო სამართლებრივიც და სხვანაირიც. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, თქვენგან განსხვავებით ძველი ბიჭი არა
ვარ, ვარ კანონმორჩილი ადამიანი. ხოდა კანონმორჩილობა არ ნიშნავს სუსტობას, მერე ვისი აჯობებს მაგას ვნახავთ.

რასაც დამიწერთ იმის მიხედვით მეც გაგცემთ პასუხს, კიდევ ერთხელ ვიძახი სამართლებრივ  და ზრდილობის ჩარჩოში. ვინც რაღაც კანონს ან წესებს გადააბიჯებს და ისეთ მუქარას წავიკითხავ სადმე, რომ ან ოჯახის ან ჩემ პირად ცხოვრების რამე მუქარის შემცველი იქნება, მერე სხვანაირად ვილაპარაკებთ.

გაფრთხილებთ სულ ყველას, თუ გინდათ არც გაგაფრთხილებთ, მაინც მასე ვიზამ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არავის არ ეშინია თქვენი, არც ფეხბურთელების, არც მწვრთნელების და არც ვიღაც გულშემატკივრების, რომლებიც აქ რაღაცეებს დგამთ და თავი რემბოებად წარმოგიდგენიათ, არ არის მასე, რემბოებიც გვინახავს და მათი მეგობრებიც, მაგრამ არ შეგვშინებია. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, მე ჩემი პოზიცია მაქვს. შენ გიყვარს ქეცბაია? გინდა ნაკრების მწვრთნელად? კი ბატონო, გენაცვალე სულში, ამიტომ გამოვიდე და გაგინო? არ შემიგინებია არავისთვის, ვიგინო? პოლემიკა გინდა? კი ბატონო, შემოდით იკითხეთ გაგცემთ შესაფერის პასუხს"   

საბოლოოდ, ლევანმა აღნიშნა, რომ" თემური კარგი ფეხბურთელი და გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ რაც იყო იყო, მაგრამ ჟურნალისტებთან უხეშად საუბრობდა".

altლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

altსალუქვაძე ქეცბაიაზე: "ქსენოფობი და უზრდელია - მის დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"






მკითხველის კომენტარები / 60 /
ზოგადად კანონმორჩილების მხოლოდ მომხრე ვარ მაგრამ ბავშვივით კი გამოსდის ამ სალუქვაძეს, დააშავა და არ უნდა პასუხი აგოს, თემურს შეურაწყოფას რომ აყენებდა მაშინ კანონი არ ახსოვდა? როცა ადგილი მიუჩინეს მაშინ გაახსენდა კანონი?
Zizu
02 დეკემბერი 2020 13:30
1
მომჩივანი სალუქვაძე :დდდდ
არადა ძველი ბიჭივით კი ტლიკინებდა
Hfg
02 დეკემბერი 2020 13:08
1
ეს ტიპი "სილქნეტში" მუშაობს და თავი "ზარალა" ან "მამულო" ხომ არ გონია ? რეალურად ლევან ყიფიანის ტიპაჟია. იტყვის მერე ავარია მომივიდაო
ALONZO
22 ნოემბერი 2020 02:54
7
მაგრად გამიტყდა ამ ტიპისგან. მაგრამ დრო დაალაგებს ყველაფერს. მეოცნებეები წავლენ და იქნებ პატრიოტები მოვიდნენ (პატრიოტთა ალიანსს არ ვგულისხმობ ღმერთმა დაგვიფაროს). მაშინ მოუწევთ დამწკრივება უტვინო ქოცბანდას ბოროტი ნაცბანდიანად. მერე რითი გაიმართლებენ თავს მაგრად მაინტერესებს არა და სამსჯავრო მართლა სასტიკი იქნება .ხალხი ბრძენია ღმერთი მაღალი . ან ერთის გეშინოდეთ ან მეორის ასეთი უტიფრობა არსად გაგონილა.
ზურა
22 ნოემბერი 2020 00:22
17
ზურაბ! პატრიოტთა ალიანსზე ალერგია რატომ გაქვთ. მეც მინდა ვიცოდე. რაღაც მაქვს ჩაფიქრებული, ღირს თუ არა, არ მინდა შევცდე. ოღონდ, რუსეთი არ მომიყვანო მიზეზად.
გიორგი
22 ნოემბერი 2020 20:21
1
მოკვდა ეგ სახეობა და ჩაყევით ახლა ერთმანეთის ლანძღვა-გინებით
ნანიკო
22 ნოემბერი 2020 00:06
1
მე ვისურვებდი,რომ სალუქვაძე ბარათაშვილის გადაცემა კვლავ იყოს ეთერში და გახდეს უფრო ღია,მწვავე კითხვებით და ყოველგვარი "ვიღაცას გაუტყდება"-ს გარეშე.
sake
21 ნოემბერი 2020 19:36
9
იმედგაცრუება იყო სალუქვაძის და ბარათაშვილის ინტერვიუ კობიაშვილთან, ეს დავარცხნილი კითხვები რა იყო ვერ გავიგე, ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ ორივე ჟურნალისტი ლამის კობიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრები იყო... ეჰ როგორიც ფეხბურთიც გვაქვს საქართველოში ისეთი სპორტული ჟურნალისტები გვყავს, ძალიან გამიცრუეს იმედები.
ტეტე
21 ნოემბერი 2020 18:51
5
სალუქვაძე პატრიოტი კაცი, რო იყოს და სიმართლის მთქმელი, ამ ფედერაციას და კობიაშვილს უნდა ეძახოს, რო უძრდელები და გაუმაძღრები არიან, მაგრამ არ აქვს მაგის ვაშკაცობა ეს ერთი და მეორე ფედერაცის ლაქიაა და მეტი არავინ... ქეცბა რასას ამბობდა ყველაფერს მართალს ამბობდა და ყველას პირში ეუბნებოდა სათქმელს.
გოგა
21 ნოემბერი 2020 18:23
9
ვაშკაცი არაა სწორი .... ვაჟკაცი ..... ვაჟკაცია სწორი ფორმა
eqsperi
25 ნოემბერი 2020 13:14
1
სალუქვაძეს და ბარათაშვილის ნაცსექტა...ესენი რა პატრიოტები არიან ფულზე გაყიდულები..სალუქვაძე საერთოდ ფარჩაკია ქეცბაზე შორიდან იძახის..რამე რომ უთხრა ეგრევე დაიკავებს გრძელ სიას..
გელა8-ს
22 ნოემბერი 2020 13:30
1
ყველა გამოხმაურება
სალუქვაძე სრულიად მიუღებელია ჩემთვის თავისი მოწუწუნე დიქციის სტილიდან გამომდინარე, მუდმივად, რამეს თუ ამბობს, წუწუნებს, რაზე მგონი ხშირად თვითონაც არ იცის?! საქრთველოა, თორემ რომელ ნორმალურ ქვეყანაში იქნებოდა ეგ კომენტატორი ან თუნდაც ჟურნალისტი. ესაა უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.
21 ნოემბერი 2020 18:06
7
ზოგს რომ აუჩემებია,ნაკრების მწვრთნელად უნდა მოვრუნებაო,სად ნახეთ ერთი სიტყვა ეთქვას ამის შესახებ და კიდევ ერთი,კომენტარებში ეწერა ვიღაცას,თუ ქართველები თა მაშობენ დიდი ამბავი,არც თუ ისე დიდი ხეᲚფასიაქვთო.და ამას რამხელა პასუხისმგებლობა აქვს,იმას არ უყურებს,თუ რამე ეგრევე რომ წამოაყვედრიან და შეიძლება გაუშვან კიდეც.მე არ ვიცი ამათ ხელფასი რამდენი აქვთ,მაგრამ მე რომ კაპიკის გადამხდელი არა ვარ ამათში,მაგი კი ვიცი
კახა ქ.
21 ნოემბერი 2020 17:19
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული