საქართველოს ქალთა ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მალტას დაუპირისპირდება, 1 დეკემბერს კი, ბოსნია-ჰერცეგოვინას.

​უახლოესი მატჩებისთვის მოსამზადებელ შეკრებას საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები დავით პეტრიაშვილი არენაზე გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ბაჯელიძემ მალტისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა.

​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)

მცველები:
ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მეგი ეჯიბია (კვარტალი, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი)

ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი) თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ნიკე, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი), ანა კულდონაშვილი (დინამო, სოხუმი), თამარ ეპიტაშვილი (გორი იუნაიტედი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა)

თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

​​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

საქართველო - მალტა
მიხეილ მესხი, თბილისი - 26 ნოემბერი, 15:00

საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა
​მიხეილ მესხი, თბილისი - 1 დეკემბერი, 15:00

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 7 /
3-38 ბურთების სხვაობა, ყველა 8 თამაშის წაგება!! ამის ფონზე გურიამ ლოკომოტივის არ იყო ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე მართლა რომ საოცრად უთამაშიათ. ქალთა ფეხბურთში ძალიან დიდი სხვაობაა ვიდრე კაცთა ფეხბურთში სამწუხაროდ!!! ძლიერები ხშირად ორნიშნა ანგარიშით იგებენ ხოლმე, კაცებში ეს იშვიათობაა ასე თუ ისე
აზრი
23 ნოემბერი 2020 20:05
0
დაგედოთ სატურნირო ცხრილი კარგი იქნებოდა, ვინმეს მოუგეს?? ნაკრების დონე უნდა აიწიოს, საზომი მაინც ნაკრების თამაშია! მალტას უნდა მოუგონ წესით და რიგით აი ბოსნია არ ვიცი!!
ზაზა
23 ნოემბერი 2020 19:04
0
ხაბურძანია რატო არ არი ?
გიორგი ვარშავიდან
23 ნოემბერი 2020 16:49
0
ისე დიდი ბოდიში,მაგრამ ჩემპიონთა გუნდიდან ასე ცოტა ფეხბურთელი რავიცი ეს კვარტალი რაღაა,მაგენი ალბათ ევროპის ჩემპიონები არიან.
გოჩა
23 ნოემბერი 2020 02:30
1
ეგეთი რამ მარტო ჩვენთან ...არა ჩვენთან კი არა თქვენთან თბილისში თუ მოხდება ...ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და იგებს ლანჩხუთი ...ნაკრები კი სავსე არის თბილისის გუნდების ფეხბურთელებით აუუუ სნობლისელებო რაღაც კვარტალი ვერ არის მთლად სვეტური და დერზკული თუ თქვენ როგორ წერთ ძერსკული ....ტფუუუ თქვენი ...მართლაც რომ სომხური ქალაქია და ქარრთველობის არაფერი შემოგრჩათ ...შევარდნაძე შენიიიიი....რომ არ მიუშვი რუცკოი და ამათ გამო აფხაზეთი ჩააბარე !!!!!
არა რააა
23 ნოემბერი 2020 00:32
11
კორპუსი არა პაძიეზდი უნდა დაარქვან.DD
fff
23 ნოემბერი 2020 01:53
2
ძალიან გამიკვირდა რომ ჩემპიონთა ლიგაში გასული ლანჩხუთის გუნდიდან მხოლოდ ერთი მცველი და ერთი ნახევარმცველია ნაკრებში.

აქაც ჩაწყობითაა მოხვედრა?
22 ნოემბერი 2020 19:21
2

სიახლეები პოპულარული