იაშვილი: მარადიშვილის მამას ვესაუბრეთ, წიტაიშვილისა კი ფედერაციაში იყო მოსული; მიქაუტაძე...

AutoSharing Option
სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან და მას სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.

- საინტერესოა, რა ეტაპზეა ეროვნული გუნდისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის მოძიების საკითხი?
- ბოლო სანაკრებო მატჩების შემდეგ ჯერ ცოტა დროა გასული. ასე რომ, შეიძლება ითქვას, საწყის ეტაპზე ვართ. მესმის დიდი ინტერესი ამ თემის მიმართ, მაგრამ ახლა სხვას ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. რაიმე კონკრეტულზე ახლა საუბარი ნაადრევია.

- ქართველ "მამლუქებზეც" უნდა გკითხოთ. დავიწყოთ გიორგი მიქაუტაძით...
- ამ თემაზე ვესაუბრეთ ვლადიმირ ვაისს და
ჩვენი პოზიცია იყო, რომ მიქაუტაძე ჩამოსულიყო ნოემბრის შეკრებაზე. გვქონდა სისტემატური კომუნიკაცია ფეხბურთელის მხარესთან. მათ ითხოვეს დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მიქაუტაძე ახლა იკიდებს ფეხს ევროპულ ფეხბურთში და უნდა, რომ ჯერ იქ განსაზღვროს თავისი მომავალი და მერე იფიქროს სანაკრებო საკითხზე. რა თქმა უნდა, ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს, ის ითამაშებს საქართველოს ნაკრებში.

- კონსტანტინე მარადიშვილზე რას იტყვით?
- ველაპარაკეთ ფეხბურთელის მამას. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი გვაქვს, რომ მარადიშვილმაც ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ ბევრი რამაა დამოკიდებული თავად ფეხბურთელის სურვილზე. აქაც გრძელდება მუშაობა...

- გვერდს ვერ ავუვლით გიორგი წიტაიშვილსაც. ის თავის ასაკში ერთ-ერთი გამორჩეულია მთელ ევროპაში...
- წიტაიშვილის მამა ფეხბურთის ფედერაციაშიც იყო მოსული. სექტემბრამდე არსებული რეგულაციები სხვა ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელის გადასვლას სხვა ეროვნულ გუნდში გამორიცხავდა, მაგრამ ახლა შეცვლილია ვითარება. წიტაიშვილის საკითხზეც მიდის აქტიური მუშაობა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 35 /
ხალხო,16,17,18 წლის ბავშვები თამაშობენ ტოპ ჩემპიონატებში.მიქაუტაძეს ვინ გააჩერებდა ბელგიის ლიგაში?
გელა
29 ნოემბერი 2020 12:22
0
დომენტი სიჭინავა მაგათ სამივეს ჩამოიყვანდა.
ესენი რისი ჩამომყვანები არიან :დდ
₾ადო
25 ნოემბერი 2020 16:31
16
სახეზე აწერია როგორი საქმის გამკეთებელიც არის ... არამარტო ამას მთელ კობის საძმაკაცოს რო შეკრიბო 2 წიგნი არ ექნებათ წაკითხული , ფედერაციას გამართავენ ?სასაცილოა სატირალი რო არ იყოს ...
სიმართლე
25 ნოემბერი 2020 14:52
16
მიქაუტაძე არი გოგია 2 არუნდა ჩვენთან თამაში და რას ეხვერწებით ტიპს იმედი აქ რო ითამაშებს საფრანგეთის ნაკრებში უთხრა ჩვენებს დელიკატურად უარი წიტაიშვილი ნაკრებს არცუნდა გააკარო იმის მერე რაც უკრაინა აირჩია მარადიშვილი კიდე რუსეთის ნაკრების კაპიტანია ახალგაზრდულის.რა საქართველოს ნაკრები შენ რო ვერ ზზრდი ეგ მიკვირს ამდენი აკადემიებია და მაყუთის შოვაზე არიან გადასული.
Zaza
25 ნოემბერი 2020 14:02
7
ოხ დიდი ამბავი ძველმა ნაცნობმა კლიმენტამ თუ შემოიარა ))) ეს ერთი და მეორე იაშკას პირადად არაფერს ვერჩი მაგრამ თავში ტვინი ააქვს იმას ვინც იაშკა მთავარ მომლაპარაკებლად გაუშვა ფედერაციიდან?! იაშკას ენა ალბათ მარტო დედას თუ ესმის... გარდა ამისა მომლაპარაკებელს ორატორულ ნიჭთან ერთად დიდი ავტორიტეტი უნდა წონდეს. აი მაგალითად ვოვა გუცაევი, გიო ქინქლაძე, შოთიკო, კახა კალაძე, საშა ჩივაძე. ისეთი ხალხი უნდა ხართო ვისთვისაც უარის თქმა სირცხვილია! რა იაშკა კაი რა!
ზაზა
25 ნოემბერი 2020 13:53
4
ეგ სამი თუ დაითანხმეთ მაგარი იქნება. ახაი კარგი გუნდი აშენდება, კვარაზე და ჩაკვეზე და მიქაუტაძეზე აეწყობა.ასევე ამათზეც ვინც ჩამოთვალეთ. აუცილებლად უნდა გადმოიბიროთ-ბოლოსდაბოლოს ქართველები არიან და აბა სად უნდა ითამაშონ.. იქ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩახსნან
გუუდ
25 ნოემბერი 2020 13:28
3
უნდა და არ უნდას ძახებას, სჯობს იმაზე დაფიქრდეთ და იმსჯელოთ, რატომ არ უნდა? რაშია მიზეზი? არველაძემ თქვა უარი ნაკრების მწყვრთნელიბაზე. დაუფასებლობის ბრალი ხომ არ არის? ერთი ფეხის გადატრიალება და ძველ კარგს ვივიწყებთ, ლანძღვა გინებაზე გადავდივართ.
Tengo
25 ნოემბერი 2020 12:30
1
კლიმენტიჩმა ბევრჯერ თქვა უკრაინამ ბევრი მომცა და აქ უნდა ვითამაშოო.. ახლა უნდა ქართული მაისურის მორგება?? დაეტიე მანდა.... ასეთი ხალხის ადგილი საქართველოში არ არის..
რიგითი
25 ნოემბერი 2020 12:13
5
ჩემი აზრით ნაკრებში პრემიებიც უნდა იყოს, რა მნიშვნელობის თამაშია იმის მიხედვით. ეხლა იაშვილი კი მგონია რაღაც რეკლამისთვის ამბობს ამას თორემ, ამათი გაკეთებული საქმე კაციშვილს არ უნახავს ჯერ
გოგა
25 ნოემბერი 2020 12:11
5
სამწუხაროდ მილიონზე მეტი ქართველს უწევს ემიგრაციაში ცხოვრება, ფედერაციამაც და მთავრობამაც ბევრი უნდა იმუშაონ რო ეს ბავშვები ჩადგნენ საქართველოს სამსახურში,საჭიროების შემთხვევაში ჩარიონ ფსიქოლოგები,ჩამომსვლელი ჩამოვა დანარჩენები კი კარგად იყვნენ,მთავარია ყველამ თავისი საკეთებელი აკეთოს პირნათლად
gio gio
25 ნოემბერი 2020 12:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული