შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი შოთა და აჩი არველაძეები იყვნენ.

შოთიმ საქართველოს ნაკრების შესაძლო ჩაბარებასა და თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი.

"ამ ეტაპზე რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. არის თურქული, ესპანური და პორტუგალიური კლუბების ვარიანტები.

ნიდერლანდებიდან საშუალო დონის გუნდიდან დამირეკეს და მიმიწვიეს. "ტრაბზონსპორი" კონტრაქტს მთავაზობდა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან იქ სულ არეულობაა და არ მინდა რა.

მინდა, რომ "ბარსელონადან" დამირეკონ და მიმიწვიონ, მაგრამ... ვფიქრობ, რომ ტაშკენტში გატარებული 3 წლის შემდეგ, როგორც მწვრთნელი, ძალიან გავიზარდე.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ჩაბარებას... პირდაპირ ვიტყვი, რომ არ
მინდა! ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ", - ამბობს არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 36 /
შოთის ცხადაძის დროსაც კითხეს იგივე და უპასუხა: მე მახსოვს ახალკაცს როგორ აგინებდა გულშემატკივარი დინამოს რომ ფეხი წაუცდებოდაო და მე რას მიზამენო. ეგრეა ეგ...
Felisio
18:40 26-11-2020
1
თავმოყვარეობა და ოჯახი აი რას დებს სასწორზე საქ ნაკრებში მომავალი ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი ისე გაგინებენ და ლაფში ამოგსვრიან ვითომ არაფერი და ზედ ფედერაციაც ხელს შენზე შეიხოცავს რო რამე.
Zaza
17:09 26-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული