"ლანჩხუთი" შვედეთში 0:10 დამარცხდა

AutoSharing Option
ქალთა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "ლანჩხუთი" შვედეთის ქალაქ მალმიოში "როსენგარდთან" 0:10 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

თბილისში 0:7 წაგებული შეხვედრის შემდეგ ეს დაპირისპირება ფორმალურ ხასიათსღა ატარებდა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ასევე 5 უპასუხო გოლი გაიტანეს.

შეგახსენებთ, "ლანჩხუთი" ქალთა პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა.

როსენგარდი: მუსოვიჩი, ლევენსტადი, ვიგოსდოტირი, ბიორნი, სვავა (პერსონი 75), სეგერი (კრისტელი 66), ტროელსგაარდი, ჩანკოვიჩი, რუტინგ-კანერუდი (სამუელსონი 63), ანვეგარდი, ბენისონი

ლანჩხუთი: გაბუნია,
ალელიშვილი, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, გუჯაბიძე, თოდაძე, დანელია (ნარსია 82), გასვიანი (დიმოპოულო 46), ჭყონია, ხაბურზანია, წოწერია

ტეგები: