"ლანჩხუთი" სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი

AutoSharing Option
დასრულდა ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის მესამე ტურის მატჩები, რომელშიც „ლანჩხუთმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე საქრთველოს ჩემპიონობა გაინაღდა.

გურულებმა დღეს, ხობში, ადგილობრივი „კოლხეთი“ 0-3 დაამარცხეს. ანგარიში, მე-20 წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა. მეორე გოლი, „ლანჩხუთის“ სასარგებლოდ, ზუსტად 1 წუთში, თეონა ბაქრაძემ გაიტანა და ამით, მასპინძლებს, რომლებიც ქალთა ლიგის 2021 წლის გათამაშებაში სტაბილურად ასპარეზობენ, რეალურად, მატჩის ბედი გადაუწყვიტა. „კოლხეთი“ შეეცადა, თამაშის გადარჩენას, თუმცა, შევხედრის 62-ე წუთზე, ხატია ჭყონიამ დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მიმდინარე სეზონში გადამწვეტი 3 ქულა
მოუპოვა.

სფფ-ის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, დედაქალაქური დერბი გაიმართა, რომელშიც, ქვეყნის 2020 წლის ჩემპიონი „ნიკე“, „კვარტალს“ დაუპირისპირდა და 3-1 დამარცხდა. კვარტალელთაგან, ანგარიში, 11-მეტრიანი დარტყმით, პირველ ტაიმში, ანასტასია ბოლქვაძემ გახსნა. კიდევ ერთი 11-მეტრიანით, ბოლქვაძემ, მასპინძლები 2-1 დააწინაურა. მანამდე, „ნიკესა“ და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მაიკო ბებიამ, შორი მანძილიდან ეფექტური სტანდარტული გაიტანა. თუმცა, შეხვედრის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე, „კვარტალის“ კომბინიაცია, გოლით, ასევე ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშემ, ნათია დანელიამ დააგვირგვინა.

დღესვე გაიმართა, ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფის მატჩებიც. ქუთაისში, საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ბაზაზე, ადგილობრივი „მართვე“, „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდა. ანგარიში, მე-12 წუთზე, ანა ჯანელიძემ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. თუმცა, 28-ე წუთზე, თბილისელთაგან, ლიკა მანუჩარიშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა და გუნდებიც, შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში, მანუჩარიშვილმა დუბლის შესრულება შეძლო, 59-ე წუთზე კი, ანი მინაძემ „ნორჩი დინამოს“ სასარგებლოდ სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა. ქუთაისელები, რომლებიც პლეი-აუტის ზონაში არიან, თამაშის გადარჩენას შეეცადნენ და 70-ე წუთზე, ნატა სამხარაძემ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა, მასპინძლებმა მეტი ვეღარ შესლეს და ანგარიშით - 2-3 დამარცხდნენ.

ამ ჯგუფის ბოლო შეხვედრა, გორში ჩატარდა. ადგილობრივმა „გორი იუნაიტედმა“, გათამაშების აუტსაიდერ „ბათუმს“ უმასპინძლა და ფრედ, 0-0 ითამაშა. ქვედა ჯგუფის შეჯიბრში, 3 ტურით ადრე ნათელია, რომ მომავალი სეზონიდან „ბათუმი“ ქალთა ლიგა 2-ში გააგრძელებს ასპარეზობას. პლეი-აუტში კი, რომელიც ქალთა ლიგა 2-ის მეორეადგილოსანთან, ძლიერთა შორის საგზურს გაითამაშებს, ორიდან ერთი, ან „გორი იუნაიტედი“ ან, „მართვე“ იქნებიან. სამი ტურით ადრე, გორელები, ტიტულოვან ქუთაისელებს, მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.

GFF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული