საქართველოს ნაკრების მცველი "სივასპორში" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და "ლანჩხუთის" უკვე ყოფილი მცველი ნინო ჩხარტიშვილი კარიერას თურქეთის ჩემპიონატის კლუბ "სივასპორში" განაგრძობს.

Sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა:

"ხელშეკრულება 6-თვიანია. სავარჯიშო პირობები და სათამაშო გარემო მშვენიერია.

ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა. ჩემი ახალი კლუბი მიმდინარე სეზონში აღზევდა და მთავარი მიზანი უფრო ადგილის შენარჩუნებაა, ვიდრე ლიდერობისთვის ბრძოლა.

ძალიან მეხმარება ის ფაქტი, რომ "სივასპორში" ჩემ გარდა, კიდევ 4 ქართველი ფეხბურთელი გამოდის - თეონა სუხაშვილი, მეგი ეჯიბია, მარიამ დანელია, მარიამ ჯანიკაშვილი.

აქვე, მსურს "ლანჩხუთს" მადლობა გადავუხადო - მათთან ძალიან ბევრი კარგი მოგონება
მაკავშირებს - ჩემპიონობა 2-ჯერ მოვიპოვეთ, საქართველოს თასზე გავიმარჯვეთ და ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. კარიერას აუცილებლად ამ კლუბში დავასრულებ."

22 წლის ჩხარტიშვილი ახალი გუნდის მაისურით პირველ მატჩს 20 დეკემბერს ჩაატარებს.

alt"ლანჩხუთი" სამი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი

altუპრეცედენტო შემთხვევა ქართულ ფეხბურთში - "ლანჩხუთის" მეკარით იტალიური კლუბი დაინტერესდა

altქალთა ლიგის ცენტრალური მატჩი ჩაიშალა - მოქმედი ჩემპიონი "ლანჩხუთის" კამერებმა გააბრაზა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული