მინისტრმა ქალი ფეხბურთელებისგან გუნდის საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. თეა წულუკიანმა გუნდის წევრებს უახლოეს ერთ თვეში სამუშაო შეხვედრა შესთავაზა, რათა მოხდეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია სამინისტროს ქალი
აღსანიშნავია, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ აქტიურად მონაწილეობს ქალთა ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც 2016 წლიდან ტარდება. 2016 წელს გუნდმა მოცემულ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, 2017 წელს - მესამე ადგილი, 2018 წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 წელს - ჩემპიონი.
მინისტრმა ფეხბურთის აკადემიის ახლად რეაბილიტირებული შენობაც დაათვალიერა და მის საქმიანობას გაეცნო. სპორტული კომპლექსი ფეხბურთში მხოლოდ ვაჟებს ავარჯიშებს მთელი რეგიონიდან. ამასთან, კომპლექსის ინფრასტრუქტურა საცხოვრებლადაც არის მოწყობილი და შესაბამისად, ერთდროულად 46 ახალგაზრდას შეუძლია კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღოს მოცემული სერვისი. ამჟამად ფეხბურთის აკადემიის ბაზაზე 23 ვაჟი ცხოვრობს და ვარჯიშობს.
წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო