"ნოუ კამპისა" და "სან სიროს" მსგავსი საფარი ბათუმის სტადიონზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება, ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ-კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება.

ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობას ბათუმის სტადიონზე მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული კომპანია SISPITCHES-ი განახორციელებს.

სტადიონის მშენებელი კომპანია "ანაგი" საფარის მოდერნიზებას საკუთარი სახსრებით განახორციელებს.

საერთაშორისო ბრენდ SISPITCHES-ს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოში 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორის, ბარსელონას "კამპ ნოუს" და მილანის "სან სიროს" სტადიონები. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 სტადიონის მინდორი ჰიბრიდული საფარით სწორედ SISPITCHES-მა მოაწყო.

მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია,
რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენჯერმე გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.

სტადიონის მოედნის ჰიბრიდული ზედაპირი არის საკმაოდ ძვირად ღირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა და წარმოდგენილია ისეთი მაღალი დონის სტადიონებზე, როგორებიცაა მილანის "სან სირო", ბარსელონას "კამპ ნოუ", ასევე ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების A კლასის სტადიონები.

გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. 2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 8 /
ფაქტობრივად ჯერ არ გახსნილ სტადიონს,უკვე მესამე საფარი ეგება.ახლა მითხარით,უშუალოდ სტადიონის მშენებლობის ხარისხზე,რისი იმედი უნდა გვქონდეს?ან მასაც მეორედ და მესამედ ააშენებენ?
სოსო
13:10 19-01-2021
14
1986 წელს ლანჩხუთის გურია გადავიდა სსრკ ჩემპიონარტის უმაღლეს ლიგაში და საღაც თვენახევარში აშენდა იმ დროისათვის ჩინებული სტადიონი და დაიგო მოედანზე ბუნებრივი საფაი, რომელმაც 20 წელზე მეტი გაძლო საუკეთესო ფორმაში,თან ყოველგვარი მოვლის გვარეშე 90-იანებში სტადინს ვინ მოუვლიდა ყველა ხვდებით, დავიჯერო მაშინდელი სპეციალისტებიდან აღარავინაა ცოცხალი, რომ მილიონები არ ვყაროთ სადღაც?
4

სიახლეები პოპულარული