"საარსებო წყარო არ გაგვაჩნია" - "დინამოს" ვეტერანები დახმარებას ითხოვენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები გიორგი ჭილაია და გიორგი თავაძე დახმარებას ითხოვენ.

სოციალურ ქსელში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ მათ საკუთარი საარსებო წყარო არ გააჩნიათ.

"საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები, ჩვენ - გიორგი (გია) თავაძე და გიორგი (გია) ჭილაია ვიყავით თბილისის დინამოს ფეხბურთელები.

ვართ 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის გამარჯვებულები, ვართ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები, გვაქვს სახელმწიფოსგან მინიჭებული სპორტის რაინდის წოდება. დღეისთვის ვართ პენსიონერები, არ გაგვაჩნია საკუთარი საარსებო წყარო, ვართ უმუშევრები ათეული წლებია, არ
მიგვიღია საცხოვრებელი ბინა და დღემდე ვცხოვრობთ ქირით.

ძალიან გაგვიჭირდა. გთხოვთ ბიზნესმენებს, სპორტსმენებს, გულშემატკივრებს და უბრალოდ კეთილ ხალხს გულთან მიიტანოთ ჩვენი გასაჭირი.
თითოეული გადმორიცხული ლარი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.

მადლობას გიხდით თანადგომისა და სოლიდარობისთვის.

მიმღები: გიორგი თავაძე
საქ ბანკი GE63BG0000000498533795
თიბისი GE24TB7845245064300028
მკითხველის კომენტარები / 20 /
ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ სად არიან მათი თანაგუნდელი ვეტერანები, ფიფიას მეხოტბეები? სთხოვონ და ამ ხალხსაც დაეხმაროს, არაფერი უჭირს! ისიც საკმარისია, დინამო ორღობის გუნდს რომ დაამსგავსა
: )))))))
14:31 22-01-2021
3
რატო მსრტო სკორცმენებს? მეცნიერებს არა? ამგვარი მზარდაჭერა ქვეყნისათვის თავდადებულ ყველა პროფესიის ადამიანს ჭირდება. ნახეთ რა დღეშია ქართ.მეცნიერი.
gela
16:41 22-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული