თბილისის "დინამომ" გოლი ისევ ბოლოსკენ გაუშვა და კიევის "დინამოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" ამხანაგურ მატჩში კიევის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა.

ამჯერად "დინამოს" გაცილებით უფრო მაღალი დონის მეტოქე შეხვდა; უნდა ითქვას, საკმაოდ ორგანიზებულად ითამაშა, მეორე ტაიმში შედარებით აქტიურად შეუტია კიდეც, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია და სამწუხაროდ, ისევე, როგორც გასულ შეხვედრაში "კოლოსთან", გოლი კომპენსირებულ დროში გაუშვა - კობოურმა საკუთარ საჯარიმოში ბუიალსკი წააქცია, პენალტი კი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, კობოური, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, პაპავა, წოწონავა, ქარდავა, სპორკსლედი, გაბედავა, მარუშიჩი

ეს შეკრებაზე თბილისის "დინამოს" მეოთხე მატჩი იყო - აქამდე
"რადნიკთან" 0:1 წააგო, "ნაპრედაკს" 1:0 მოუგო, "კოლოსს" კი დაუზავდა 1:1. 4 თებერვალს გიორგი ნემსაძის გუნდი ბულგარეთის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნემსაძის გორის დილა ყველაზე მეტად მომწონდა ეროვნულ ლიგაში. ვიდრე ერთ-ორ კარგ ფეხბურთელს გაუყიდიდნენ, ლიდერიც იყო. ამათაც თითქოს დაატყო ხელი. ცდილობენ კომბინაციების გაკეთებას და სწორი ფეხბურთის თამაშს. 3-4 კაცი თუ მოუყვანა ზაფხულში ფიფიამ და პირიქით არ გაუყიდა ისევ როგორც შვრება ხოლმე, კარგი იქნება
ნემსაძის ხელი დაეტყო
00:50 02-02-2021
0
ვნახე თამაში უკეთესად თამაშობს გუნდი იგრძნობა ნემსაძის ხელი. აშკარად მოუმატეს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
09:53 02-02-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული