საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში რუსეთთან 0:4 დამარცხდა.
რუსეთს ძლიერი გუნდი ჰყავს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, თანაც ჩვენს გუნდს ირაკლი თოდუა და სიმი საიოტი ვერ დაეხმარნენ და სტუმრებმა დამაჯერებლად იმარჯვეს.
5 მარტს საქართველოს ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს, რომელსაც რუსეთმა 6:0 მოუგო.
შეგახსენებთ, პირველ ტურში ჩვენი გუნდი საფრანგეთს დაუზავდა (4:4) და ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.