"პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას ამ პოსტზე არ განიხილავენ, ეროვნული გუნდის დამრიგებლობა კი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თავკაც თემურ ქეცბაიას შესთავაზეს.
"ჩემ შესახებ გადაწყვეტილება (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში) ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. რომ გადავხედოთ, ქართულ კლუბებსა და ნაკრებებში ყველაზე კარგი შედეგები ქართველ მწვრთნელებს აქვთ – ნოდარ ახალკაცს; ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით
"დინამო" უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა".
ცხადაძემ კომენტარი ეროვნულ ჩემპიონატზეც გააკეთა:
"საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთში სისტემა იყო. ეს საკითხი ჩვენთან ახლა დასალაგებელია. ჩემი აზრით, სამი მიმართულებაა, რომლებსაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. პირველია ბავშვთა ფეხბურთი, სადაც ბოლო წლებში ნიჭიერი მწვრთნელები გამოჩნდნენ. მეორე ინფრასტრუქტურაა, მესამე კი – საკლუბო ჩემპიონატი“, – განაცხადა საქართველოს "პირველი არხის" გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.
მან საკლუბო დონის განვითარებაზე ილაპარაკა: „საკლუბო დონე არ გაძლიერდება, თუ შემოსავალი არ იქნება, რადგან ფულის გარეშე კლუბები ვერ განვითარდებიან. კვიპროსში გუნდებში 1-2 ადგილობრივი ჰყავთ, ყველა დანარჩენი ლეგიონერია. საბედნიეროდ, ჩვენ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ განვითარება და სტიმული სჭირდებათ, გუნდებს კი - ლეგიონერები. მაგრამ მათ ჩამოსაყვანად ფინანსებია საჭირო. თორემ ხომ ვხედავთ, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან, ფაქტობრივად, ფეხბურთელს არ ათამაშებენ", - აღნიშნა კახი ცხადაძემ.
მან საკლუბო დონის განვითარებაზე ილაპარაკა: „საკლუბო დონე არ გაძლიერდება, თუ შემოსავალი არ იქნება, რადგან ფულის გარეშე კლუბები ვერ განვითარდებიან. კვიპროსში გუნდებში 1-2 ადგილობრივი ჰყავთ, ყველა დანარჩენი ლეგიონერია. საბედნიეროდ, ჩვენ ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ მათ განვითარება და სტიმული სჭირდებათ, გუნდებს კი - ლეგიონერები. მაგრამ მათ ჩამოსაყვანად ფინანსებია საჭირო. თორემ ხომ ვხედავთ, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ეროვნული ჩემპიონატიდან, ფაქტობრივად, ფეხბურთელს არ ათამაშებენ", - აღნიშნა კახი ცხადაძემ.
წყარო: პირველი არხი
პირველმა კანდიდატმა - არველაძემ უარი თქვა კარიერის გაწირვაზე, რადგან ბრწყინვალედ ახსოვს ქეცბაიას ისტორიაა და არა მხოლოდ...
იდეალური ვარიანტია ცხადაძე, რომელიც პირველ შემთხვევაშიც ზუსტად ასეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში დაინიშნა ნაკრების დროებით მწვრთნელად და თავი არ შეურცხვენია. მერე გაუფორმეს გრძელვადიანი კონტრაქტი და კობიაშვილის გუნდი რომ მოვიდა ფედერაციაში მადლობის ნაცვლად გააპანღურეს ნაკრებიდან.
კობიაშვილმა უნდა ილოცოს, რომ ცხადაძეს დავიწყებული ჰქონდეს ლევანის უმადურობა და მთელმა ფედერაციამ ერთ ადგილას უნდა აკოცოს, თუ ქვეყნის გამო გვერდზე გადადებს სიამაყეს, დაივიწყებს კობიაშვილის ჩასვრილს და დათანხმდება ამ გაუბედურებული ნაკრების ისევ თავიდან აშენების მცდელობას!
შექმნილ სიტუაციაში უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს! ამიტომ,
1. ჯერ კობიაშვილს უნდა შევაგნებინოთ ხალხმა რომ კაცურად მოიქცეს და საკუთარ ჩასვრილზე ბოდიში მოუხადოს კახას და შესთავაზოს ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება და ნაკრებში დაბრუნება. შეცდომის აღიარება და საერთო საქმისთვის პირადი ინტერესებისა და შეახედულებების გვერდზე გადადება იქნება ნამდვილი პროფესიონალიზმის გამოვლინება, რაშიც დღეს უკვე თითქმის ყველას ეჭვი გვეპარება კობიაშვილთან მიმართებაში.
2. ამის შემდეგ ქართველმა გულშემატკივრებმა უნდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ კახა ცხადაძეს ასევე პროფესიონალური ნაბიჯის გადადგმისკენ, რაშიც მე პირადად ეჭვი ჯერ-ჯერობით არ მეპარება. დანარაჩენს დრო გამოაჩენს... თუმცა ცხადაძის მხრიდან უარის გაგებაც შეიძლება, რადგან არველაძის მსგავსად, მასაც კარგად ემახსოვრება როგორ ლანძღავდნენ გულშემატკივრები ნაკრების ქათველ მწვრათნელებს - ჩივაძეს და ყიფიანს, ქეცბაიაზე ისტორია ხომ ჯერ ისევ "ცხელია"...
თამაშობდა ინდივიდუალურად ჩაკვეტაძე და კვარაცხელია. ქეცბაიას რომ ჰყოლოდა ეს ფეხბურთელები, მასთანაც ითამაშებდნენ.
გადახედეთ იმ მთავრობას ვინც კობიაშვილი დასვა, რამე სფეროში აქვთ წარმატება? და რატომ გგონიათ რომ ფეხბურთში ექნებათ გარღვევა.
ესენი მთლიანად დაანგრევენ ქვეყანასაც და ფეხბურთსაც
ქარᲗველი ცხადაᲫე ხომ გვყავდა,Თავის ბიᲭს რომ ტენიდა ნაკრებᲨი ᲫალიᲗ,Თან ისე,რომ იმასაც არ უნდოდა ფეხბურᲗის ᲗამაᲨი....