თბილისის "დინამომ" კარგად დაწყებული მატჩი ცუდად დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" ბულგარეთის ჩემპიონატის ლიდერ "ლუდოგორეცთან" 1:3 დამარცხდა, რომელმაც აქამდე კიევის "დინამოს" მოუგო (2:1), "შახტარს" კი დაუზავდა (2:2).

"დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა და მარუშიჩმა დებიუტში ჩვენი გუნდი დააწინაურა (ეს შეკრებაზე მისი მეორე გოლია). ამის შემდეგ "დინამოს" შეტევები მინავლდა, უპირატესობას მეტოქე დაეუფლა, ორი გოლი გაიტანა (დესპოტოვმა და კესერუმ) და პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.

მეორე ტაიმში "დინამოს" მცველის უხეში შეცდომით შეცვლაზე შესულმა ჩიბოტამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): მიგინეიშვილი, მონხილი, ბენიო,
ხვადაგიანი, პაპავა, ლომინაძე, იაშვილი, მოისწრაფიშვილი, ორშულა, მარუშიჩი, კასტრო

შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, ქარდავა, მექვაბიშვილი, კუცია, ახვლედიანი, აბუაშვილი

"დინამო" შეკრებაზე "რადნიკთან" 0:1 დამარცხდა, "ნაპრედაკს" 1:0 სძლია, "კოლოსს" დაუზავდა 1:1, კიევის "დინამოსთან" 0:1 წააგო, 6 თებერვლს კი "ზორიას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
დინამოს საშველი როგორც ჩანს არაა!
მოქალაქე
20:29 04-02-2021
2
ბენიო და მონხილი დინამოს არ გამოადგებიან, ბენიომ ფარერებზე როგორ ითამაშა აღარ ახსოვთ ალბათ, ასეთი ლეგიონერების ყოლას გუნდში რა აზრი აქვს ვერ ვხვდები.
ziko
23:26 04-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული