"საბურთალოს" ფიზ-მომზადების ახალმა მწვრთნელმა, სერბმა მილოვან მატიასევიჩმა კლუბის საიტთან ინტერვიუში საქართველოსა და გუნდის შესახებ ისაუბრა:
- მილოვან, როგორ მოხვდით “საბურთალოში”?
- მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით. მეგობრული ურთიერთობა მაქვს ბევრ ქართველთან, მათ შორის კლუბის მთავარ მწვრთნელ ლევან კორღალიძესთან. ჩვენ ადრე ერთად ვმუშაობდით რუსთავის “მეტალურგში” - ლევანი, როგორც ფეხბურთელი, მე როგორც ფიზ-მომზადების მწვრთნელი. კორღალიძემ იცის ჩემი შესაძლებლობები. შემომთავაზა კლუბში მუშაობა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. საქართველოსთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ქართველები წესიერებით გამოირჩევიან.

- იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში რამდენიმე წლიანი მუშაობა გაკავშირებთ, ადაპტაცია არ უნდა
გაგჭირვებოდათ…
- 6 წელი ვმუშაობდი საქართველოში, ადაპტაცია ნამდვილად არ გამჭირვებია. თითქმის ყველა გუნდში ბევრი მეგობარი მყავს, ახლა მათ რომ ვნახულობ, თბილად მოვიკითხავთ ერთმანეთს-ხოლმე. ქართული ფეხბურთი კარგად ვიცი, ახლოს ვიცნობ. მქონდა გარკვეული წარმატებებიც, რითაც მოხარული ვარ.

- შესაძლოა, ქართული ფეხბურთი კარგად იცით, თუმცა “საბურთალოს” მხოლოდ შორიდან იცნობდით. რას იტყვით ახლა, როდესაც ამ კლუბის ერთ-ერთი წევრი ხართ?
- ვიცი, რომ “საბურთალოს” მშვენიერი აკადემია აქვს, ბევრი ფეხბურთელი ჰყავს მიწოდებული პირველი გუნდისთვის, რის შემდეგაც ამ ფეხბურთელებმა ევროპაში შეაბიჯეს. კლუბის ხელმძღვანელები პროფესიონალურად უდგებიან საქმეს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იზრდება, მათ მაღალ დონეზე შეუძლიათ თამაში.

- ახლა, როგორ ფიზიკურ კონდიციებში არიან ფეხბურთელები?
- ჩვენი მოსამზადებელი ეტაპი სამ კომპონენტისგან შედგება. პირველი ეტაპი თბილისში იყო, სადაც სამი კვირა დავყავით. თავდაპირველად, ტესტირება გავიარეთ, შემდეგ კი საწვრთნელ პროცესს შევუდექით. გამძლეობაზე დავიწყეთ ვარჯიში, რომელიც აუცილებელია ფეხბურთელისთვის, ამავდროულად სატრენაჟორო დარბაზსაც სისტემატურად ვიყენებდით. მეორე ეტაპზე აქცენტი სისწრაფეებზე, ძალასა და გამძლეობაზე გვექნება. პარალელურად ვითამაშებთ 4 საკონტროლო შეხვედრას. მესამე და მზადების დამამთავრებელი ეტაპი ამ ყველაფრის განახლება და ჩემპიონატისთვის საბოლოოდ მომზადება იქნება.