თბილისის "დინამო" ისევ დამარცხდა - ამჯერად "სოჭისთან" 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებზე ჩატარებულ მორიგ ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" "სოჭისთან" 0:3 დამარცხდა.

"სოჭი", რომელიც ადრე "ჟემჩუჟინას" სახელით ასპარეზობდა, არასოდეს განეკუთვნებოდა რუსული ფეხბურთის გრანდებს, ამ სეზონში კი პრემიერლიგაზე მე-4 ადგილზეა და საქართველოს ჩემპიონს დამაჯერებლად სძლია.

პირველ ტაიმში გოლები ნობოამ და ჟოაზინიომ გაიტანეს, მეორეში კი - ტერეხოვმა.

"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, მონხილი, კობოური, პაპავა, მექვაბიშვილი, რადინი, იაშვილი, სპორსკლედი, გაბედავა, კასტრო, მარუშიჩი

თბილისის "დინამომ" შეკრებაზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და 11 თებერვალს, უკანასკნელ საკონტროლო შეხვედრაში უკრაინის "ვერესს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 24 /
იმის მაგივრად რომ თამაშიდან თამაშამდე აუმჯობესებდნენ თამაშს, უფრო საზიზღრად თამაშობენ. წინა თამაშებში იყო პერიოდები, ნორმალურად რომ გამოიყურებოდნენ, ამ თამაშში კი თავმოჭრილი ქათმებივით დაბორიალობდნენ. გუნდი 2-0-ს აგებს და ესენი მეკარეს უთამაშებენ ბურთს. პულსიც კი არ ექნებოდათ აჩქარებული, ტექნიკა საერთოდ არ ჩანდა, ფიზიკაზე არაფერს ვამბობ. პასები ნული, შემართება ნული, აგერ ეზოში ბავშვები ბევრად უფრო აზარტულად თამაშობენ. მე ნემსოსგან ბევრად მეტს ველოდი
grisha
08 თებერვალი 2021 23:03
0
ფიფია მგონი შენ გაიჩალიჩებ
Talo
08 თებერვალი 2021 23:02
0
გაგიჭირდებოდათ
ზორბეგი
08 თებერვალი 2021 22:22
0
სამარცხვინოა უბრალოდ
Bavarieli
08 თებერვალი 2021 21:39
1
ბრავო ნემსაძე 3-0 წაგებას მოხერხება ხომ უნდა
ლაფო
08 თებერვალი 2021 21:34
1
ზუსტად შარშანდელი სცენარით მიდიან.
ჟორა გაბრიჭიძე
08 თებერვალი 2021 21:32
0
არანაირი სიამაყე და ენთუზიაზმი, უმოძრაო ფეხბურთი, ფიზიკა ნული, ადრე ტექნიკა მაინც გვქონდა. აქედანვე ეტყობა რა გველოდება,
mamuka
08 თებერვალი 2021 21:10
0
არ შეიძლება რო სუსტი გუნდები აირჩიოთ მოსამზადებლად? იქნებ მოგება ისწავლონ.მარა დინამოზე სუსტი გუნდების მოძებნა აწი გაგიჭირდება ფიფიააა
dato
08 თებერვალი 2021 20:57
0
უკომენტაროდ
შოკირებული გულშემატკივარი
08 თებერვალი 2021 20:54
0
ტფუი
Tfgui
08 თებერვალი 2021 20:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული