ესპანურ შეკრებაზე თბილისის "ლოკომოტივი" პირველ საკონტროლო შეხვედრაში "როსტოვთან" 1:4 დამარცხდა.
პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, მეორე ტაიმში კი რუსული გუნდი, რომელიც ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა, უპირატესობას დაეუფლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მეორე ტაიმში "ლოკოში" შეცვლაზე შევიდა საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია. ის "სან ხოსედან" წამოვიდა და ჯერ გაურკვეველია, რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას.
თბილისის "ლოკომოტივი" 14 თებერვალს მოსკოვის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.
"ლოკომოტივი" (სასტარტო): მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, დარცმელია, შონია, კახაბრიშვილი, თ. კირკიტაძე, სიხარულიძე