"როდემდე მოუთმენენ ამას ფეხბურთელები?!" - სპორტული ჟურნალისტი ქეცბაიას აგრესიაზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიასა და ქართველი ფეხბურთელების "ანორთოსისმა" ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა და ევროტურნირების საგზურის მოპოვება მხოლოდ ქვეყნის თასის მეშვეობით შეუძლია.

კვიპროსული მედია წერს, რომ ქართველი სპეციალისტი სათადარიგოთა სკამთან ყოველთვის ემოციურია. "სიგმალაივი"  "პრაიმტელის" სპორტულ კომენტატორ მილენკო სპოლიარიჩის სიტყვებს გვთავაზობს, რომელიც ამბობს: 

"რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს მართებთ დიდი მოთმინება, რადგანაც მათ ჰყავთ  მწვრთნელი, რომელიც ბევრს ყვირის. მე არ ვამბობ, რომ ქეცბაიამ ეს არ უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელმა უნდა წარმართოს თავისი გუნდის თამაში, მაგრამ  ფეხბურთელებისათვის ეს ადვილი არაა.  ამ ეპიზოდში  მოთამაშემ (გიორგი ქვილითაიამ)  თავი შეიკავა, მაგრამ სადამდე მოითმენენ ამას, რთული სათქმელია".


მკითხველის კომენტარები / 8 /
ქეცბაიასთან საერთოდ რატომ უნდა გაჩერდნენ ფეხბურთელები არ მესმის ?! ადამიანის პატივისცემა არააქვს ,დედის გინება და სხვა შეურაცხყოფა ეს მისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს,ლორიასი ვერ გამიგია რა,კაი ,ქვილითაია და ოქრიაშვილი ზარმაცები და არაპროფესიონალები არიან და სხვაგან არც ათამაშებს არავინ ,მაგრამ ლორიას ხომ შეეძლო ნებისმიერ ნორმალურ გუნდში თამაში ? ეტყობა უკვე ასაკი არ უწყობს ხელს , ერთი რამ ფაქტია,შეურაცხყოფილი და უთავმოყვარეო ხალხი ვერანაირ წარმატებას ვერ აღწევს .
დევკალიონი
07 აპრილი 2021 00:56
2
ქეცბა ხშირად მართალს ამბობს
მაგრამ სიმართლის თქმასაც ტაქტი უნდა რომ გააგებინო ადამიანს.
ემოციური კი არა აგრესიულია და აგრესია კიდე კინდ მართალი იყავი გინდ მტყუანი საპასუხო აგრესიას იწვევს.
lsd
06 აპრილი 2021 23:23
1
მწვრთნელობა მაგის საქმე არ არის და არც ყოფილა არც ყოფილა არადროს.
Stff
06 აპრილი 2021 23:09
1
ამ კაცს რომ ურთიერთობებში ბევრი ეშლება არახალია,ერთხელ ვიღაცა მართლა მოადებს
ქვილითაიას კი გინდ უყვირე გინდ მოეფერე მაინც 0 ია
ჰაიაბუსა
06 აპრილი 2021 16:03
26
მოადენს არა კვახი
გიორგი
06 აპრილი 2021 17:11
6
თემური ემოციური ადამიანია მომთხოვნი უნდა რომ ფეხბურთელებმა მაქსიმუმი დადონ მოედანზე,მაგრამ სამწუხაროდ ქვილითაია რაც არის ეს არის მეტს ვეღარ მოუმატებს ბევრ მომენტს აფუჭებს კლუბშიც ოქრიაშვილის კიდევ აქვს პოტენციალი რომ ანორთოსისზე უკეთეს გუნდში ითამაშოს 2-3 წელი კიდევ შეძლებს კარგ დონეზე თამაშს ,მაგრამ ქვილითაია კვიპროსზე მაღალი დონეს ვერ "გაქაჩავს"
ნაკრებშიც ვუყურებთ რამდენიმე წელია აქვს რაღაც პლიუსები მაგრამ ფორვარდს რაც ევალება გოლების გატანა და სახიფათო მომენტების შექმნა ამას ვერ ახერხებს მაღალი ბურთების მოგება არ არის საკმარისი ჩემი აზრით მომავალ სეზონში თუ მიქაუტეძე გადავა მეცში და ითამაშებს ან სერენი თუ შეძლებს ბელგის უმაღლესში აღზევებას დარწმუნებული ვარ მიქაუტაძე ბელგის უმაღლესშიც და ლიგა1 შიც თუ მეცი დაიბრუნებს და მისცემს შანსს ნადვილად ითამაშებს და იქაც გაიტანს და გახდება ნაკრების ნომერ პირველი ფორვარდი.
ზაზა
06 აპრილი 2021 16:00
4
მომთხოვნი და ემოციური კი არა, უბრალოდ ხეპრე და უზრდელია! მე ძალიან მომწონდა და მიყვარდა ფეხბურთელი ქეცბაია, მაგრამ როგორც ადამიანი - საშინელებაა და კიდევ უფრო უარესია როგორც მწვრთნელი. ნაკრები მაგის ხელში სუფთა ანტიფეხბურთს თამაშობდა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მე არ ვიცი როგორ გაგრძელდება სანიოლის მოღვაწეობა, მაგრამ ეს სამი თამაში მირჩევნია ქეცბაიას დროს ნათამაშევ კი არა, მოგებულ თამაშებს, ყველას ერთად აღებულს!
დავითი
06 აპრილი 2021 17:32
12
ქვილითაია მგონი მართლა შეშინებულია,უამრავ საგოლე მომენტებს ანიავებს!
kaxa
06 აპრილი 2021 11:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული