წარმოუდგენია თუ არა გიორგი ჯანელიძეს კვარაცხელია "ბაიერნში"?! 10 შეკითხვა ჯანელასთან

AutoSharing Option
ფეხბურთის დიდ მოყვარულსა და გადაცემა "კაცების" წამყვან გიორგი ჯანელიძეს sportall-ი დაუკავშირდა და ფეხბურთის შესახებ 10 შეკითხვა დაუსვა:

- ფეხბურთი რატომაც მიყვარს, არის...
- ფეხბურთი ზეიმია, ზეიმი კი ყველას უყვარს...

- სპორტული ჟურნალისტიკა, როცა თქვენ მუშაობდით და ახლა...
- ეს სფერო წინ წავიდა, უკვე 5 ქართული სპორტული არხი გვაქვს. მაშინ, ლიცენზირებულ რეპორტაჟს რომ თავი დავანებოთ, შუქიც კი არ იყო.

- რატომ ვერ ვმონაწილეობთ დიდ სანაკრებო ფორუმებზე?
- მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, კონკურენცია კი - დიდი...  ბოლოს შეგვეძლო "ერთა ლიგის" გავლით გავსულიყავით, მაგრამ ასე
თამაშით ჩრდილომაკედონიელებს ვერ ვაჯობეთ და იღბალი კიდევ ჩვენკენ ამჯერადაც არ აღმოჩნდა.

- როდის აჟღერდება ჩემპიონთა ლიგის (ჯგუფურ ეტაპზე) ჰიმნი ქართულ ქალაქებში?

- იგი მოსმენილი მაქვს ზესტაფონში. ჯგუფური ეტაპის თამაშებს რაც შეეხება, მეც მაინტერესებს.

- საქართველოს ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერისა და ექტორ რაულ კუპერის წარუმატებლობას როგორ ხსნით?
- ისევე, როგორც სხვა ნებისმიერისას.

- ქართველ ფეხბურთელებზე არაერთი ლეგენდა გვსმენია - მაგალითად, გიორგი ქინქლაძეზე, ზაზა ჯანაშიაზე. რომელია თქვენთვის ყველაზე საინტერესო ისტორია?
- ისტორია შეიძლება ლეგენდაც იყოს, მაგრამ მაინც პასუხისმგებელი პირი ჰყავს. ქართულ ფეხბურთს რაც შეეხება - კახა ცხადაძის კომენტარი მახსენდება, პოლონეთთან იმიტომ წავაგეთ, რომ მატჩის ბოლოსკენ დავჯექიო. მესმის, რომ რამდენიმე დღეში ნაკრებს კიდევ ჰქონდა თამაში და მწვრთნელმა ამ ნათქვამით ფეხბურთელებს წაგებულ შეხვედრაში საკუთარი ბრალის განცდის ტვირთი შეუმსუბუქა, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი კომენტარი იყო.

- წარმოშობით ქუთაისიდან ხართ. "ტორპედოს" ფანები გამორჩეულები არიან. რა შეგიძლიათ თქვათ მათზე?
- მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ!

- რომელია საყვარელი კლუბი და წარმოგიდგენიათ თუ არა იქ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში?
- "ბაიერნი". წარმოუდგენელი არაფერია, მით უმეტეს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ გუნდში უთამაშიათ ბრააფჰაიდსა და ბაუმიოჰანს.

-კილიან მბაპესა და ერლინ ჰოლანის ეპოქა დაიწყო?
- მბაპესი - ნამდვილად, აი, ჰოლანმა რაიმე ტიტული მოიგოს და მაშინვე შეგვიძლია მპაბეს გვერდით დავაყენოთ.

- ახლა რომელიმე კლუბის ძირითადი შემადგენლობის საკუთარი სურვილით დაკომპლექტება რომ შეგეძლოთ, როგორ თერთმეტეულს გამოიყვანდით?
- კომპიუტერულ ფეხბურთში ასეთი გუნდი მყავს - ლენო, ვან-ბისაკა, ვარანი, დე ლიხტი, გორეცკა, ფრენკ დე იონგი, პოგბა, ობამეიანგი, პეპე, ლაკაზეტი.




მკითხველის კომენტარები / 5 /
ბაიერნს ქომაგობს და კომპიუტერულ თამაშებს არსენალის ტრიოთი თამაშობს... უცნაურია :)
ნერაძური
11 იანვარი 2022 13:55
5
ეს უკვე მარაზმია.
1.
09 აპრილი 2021 00:17
27
თუ იცით, ეს რაჭველი ვისი ფანია?
kote
08 აპრილი 2021 17:02
18
ცხადაძის კომენტარი არ მახსოვდა
ზაალი სიხარულიძე
08 აპრილი 2021 15:21
1
პოლონეთთან პირველი წრის მატჩი,ქეცბაიას უკანასკნელი მატჩი იყო,ნაკრების მწვრთნელის რანგში.იცოდა,რომ მიდიოდა და გუნდს,შემტევი თამაში მოსთხოვა.პირველ ტაიმში შევჭამეთ,გადავუარეთ,ჩვენ კარში არც ერთხელ არათუ დარტყმა,ჩვენ ნახევარზე მგონი არც გადმოსულან.9 დარტყმა გავაკეთეთ კარისაკენ და ვერც ერთი კარის ჩარჩოში ვერ დაარტყეს.დაიწყო მეორე ტაიმი და პირველი 10 წუთის შემდეგ,გუნდს უკვე სირბილი აღარ შეეძლო.4 უპასუხო გოლი გავუშვით.ამით ქეცბაიამ თვალსაჩინოდ გვიჩვენა,რა ელოდა ჩვენს ნაკრებს,თუ შემტევი ტაქტიკით ვითამაშებდით.მომდევნო თამაში,ისევ პოლონეთთან გვქონდა,ოღონდ პოლონეთში.იქაც გუნდმა, საკმაოდ აქტიურად ითამაშა და თითქმის ბოლომდე გასძლო,0-1 იყო,მაგრამ ბოლო წუთებზე,ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიკი გაგვიკეთა და ისევ 0-4 წავაგეთ.ბოლო წუთებზე გუნდს მოძრაობა აღარ შეეძლო,დაიღალა,"დაჯდა"აკუმულატორივით.ალბათ ამას გულისხმობდა ცხადაძე, მოიარებით.ორი განსხვავებული თამაში და იდენტური შედეგი.იმ ნაკრებს მეტი არ შეეძლო.არ ჰყავდა გოლის გამტანი და არ ჰქონდა ფიზიკა.ამის გარეშე,ვერავითარი ტაქტიკა ვერ გიშველის.ქეცბაია არ ტყუოდა ფეხბურთელების შეფასებაში,მაგრამ მისი ნაკრების თამაში, მარაზმად გადაიქცა და მისი დარჩენა,მართლაც აღარ შეიძლებოდა.თემურს ახლაც ძალიან ვაფასებ და პატივს ვცემ,მაგრამ ასე იყო.
სოსო
08 აპრილი 2021 17:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული