"ლაციოს" ინტერესზე დამიმალეს" - არაორდინარული ქართველი ფორვარდი, რომელიც ნაკრებში ავტომანქანით ჩამოვიდა...

AutoSharing Option
ზაზა ჯანაშია ნიჭიერი და არაორდინარული ფორვარდი იყო, გამორჩეული მანერით. მოსკოვის "ლოკომოტივში" წარმატებულმა მოთამაშემ ეროვნულ ნაკრებში თითზე ჩამოსათვლელი შეხვედრები გამართა, რასაც თავის დროზე ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ჯანაშია 1999 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა...

იოჰან ბოსკამპის ფრთიანი ფრაზაც მენტალიტეტის შესახებ სწორედ ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს უკავშირდება...

- ხშირად საუბრობენ თქვენ თაობაზე -  ის, რომ მეტი შეგეძლოთ, თუმცა სულ რაღაც გვაკლდებოდა. მაშინდელი და დღევანდელი სიტუაცია ერთგვარად რომ შევადაროთ...
- დღეს საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა ჩვენი დროის გუნდში გიორგი ქინქლაძე იყო -
ამით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი! ქინქლაძეს ვარჯიშიც არ სჭირდებოდა, ის ასეთი ბუნებრივად იყო. ამბობენ, რომ ვერ ითამაშა მაღალ დონეზე, ამას არ ვეთანხმები! მაგ პერიოდში არ იყო ამდენი გაშუქება, თორემ გიორგი ძალიან დიდ გუნდებსა და ჩემპიონატებში გამოდიოდა... ერთი განსხვავება, რაც მაშინდელ და დღევანდელ გუნდს შორისაა, ისაა, რომ იმ პერიოდში "სიტის", "აიაქსის", "შალკეს", "აინტრახტის" ფეხბურთელები გვყავდნენ. სამწუხაროდ, დღეს ამ დონის ბევრი ლეგიონერით ვერ დავიკვეხნით... კიდევ, უამრავი პრობლემა, ტერიტორიების დაკარგვა გადავიტანეთ და ამანაც შეამცირა კონტინგენტი...

- მოსკოვის "ლოკომოტივში", თქვენ გარდა, არაერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო. მალხაზ ასათიანმა ნაადრევად დაასრულა კარიერა. ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც სიომინმა მას ამპლუა შეუცვალა, ჩვენ ძალიან კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ. "ლოკომოტივში"იყვნენ მიხეილ აშვეთია, საბა კვირკველია...
- მალხაზმა მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო ვეღარ განაგრძო კარიერა. ის შეუდარებელი ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება ამპლუის შეცვლას - სიომინმა მასში დაინახა ალექსანდრე ჩივაძის სტილის მცველი, რომელსაც დაცვიდან შეტევაში ბურთი ძალიან კარგად ამოჰქონდა. ვფიქრობ, შესაბამისი ამპლუაც მოუძებნეს... "ლოკომოტივში" თქვენ მიერ ჩამოთვლილ სხვა ქართველებსაც წარმატებული პერიოდი ჰქონდათ...

- ცალკე საუბრის ღირსია იური სიომინი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს...
- კი, მას ნამდვილად უყვარს ქართველები. სიომინს მშვენივრად ეხერხება გუნდის მართვა, გამოსდის ფეხბურთელებთან პირადი ურთიერთობის დამყარება, მათში საუკეთესო თვისებების აღმოჩენა.

- თქვენ გოლი ძალიან ძლიერ რომის "ლაციოს" გაუტანეთ და იყო შემოთავაზება, რომელიც დაგიმალეს, მათ შორის, სიომინმაც...
- ის "ლაციო" საუკეთესო გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია - მანჩინი, ნედვედი, ნესტა, მიხაილოვიჩი... დამიმალეს "ლაციოს" ინტერესზე და გვიან შევიტყვე. რა თქმა უნდა მაშინ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა როცა გუნდის ფუნქციონერი ვარ, კარგად ვხვდები - ყველა პრეზიდენტი თუ მწვრთნელი ცდილობს, შეინარჩუნოს ძლიერი ფეხბურთელი და ამაში დასაძრახი არაფერია!

- რაც შეეხება თქვენს სანაკრებო ამბებს, არაერთი ამბავი ვრცელდებოდა - რას იტყვით იოჰან ბოსკამპსა და შეკრებაზე პირადი ავტომანქანით ჩამოსვლაზე?
- კი, ჩამოვედი ავტომანქანით, მაგრამ ბოსკამპს ამით რაში შეეშალა ხელი?! დროულად არ გამოვცხადდი თუ რაიმე დავაკელი?! ჩემთან კიდევ ერთი შენიშვნა ჰქონდათ, შეკრებაზე ბევრს ლაპარაკობსო. ნაკრებია, გუნდი ხომ არაა?! იშვიათად ნახულობ მონატრებულ მეგობრებს და ჩუმად რატომ უნდა იყო?!

- რატომ მოხდა ისე, რომ ეროვნულ გუნდში მხოლოდ ცხრა თამაში (ოთხი გოლი) გაქვთ?!
- მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. რა შეხვედრებიც გავმართე, თითქმის ყველა ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობისას, მაგრამ პრინციპულად არ მიწვევდნენ ნაკრებში.  როცა გამომიძახეს,  მაშინაც უმეტესად იმის გამო, ხალხისთვის დაენახებინათ, რომ არ ვიჩაგრებოდი. გულშემატკივრები ითხოვდნენ, მეთამაშა... წარმოიდგინეთ, რუსეთში საუკეთესოდ მასახელებენ, ჩამოდის მეტოქე, ამ ქვეყნის ნაკრები, რომლის მწვრთნელიც იური სიომინია, გარდა ამისა, ჩემი შვიდი თანაგუნდელია მეტოქის გუნდში და მე ძირითად შემადგენლობაში არ მაყენებს. შემდეგ ისე მოხდა, ქეცბაიამ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, ძირითადში მოვხვდი და გოლიც გავიტანე.

- როცა ნაკრებში ვერ ხვდებოდით,  არველაძეებთან თქვენს გარკვეულ დაპირისპირებაზე საუბრობდნენ, ასევე, ჭარბ წონაზე და ა.შ.
- არანაირი დაპირისპირება არ მქონია, ეს ხმები ვიღაცებს სჭირდებოდა. რაც შეეხება წონას, თავს მხნედ და ენერგიულად ვგრძნობდი. წავედი კორეაში, სპეციალური კურსები ჩავიტარე და ცხრა კილო დავიკელი. როცა გუნდში დავბრუნდი, მალე სიომინმაც მითხრა, რომ ძველებურად ენერგიული აღარ ვიყავი და აღარ მეცადა დიეტა.

- თანამედროვე ფეხბურთი შეიცვალა, თითქოს უფრო პრაგმატული და ნაკლებად შემოქმედებითი გახდა...
- მაგაზე ხშირად ვფიქრობ. მაგალითად, რატომ აღარ არიან იტალიაში იმ დონის მცველები?! მარტო ისინი?! სადაა ინძაგი, დელ პიერო, ბატისტუტა... ზოგადად, ხშირად გამიგია ჩვენი მწვრთნელებისგანაც, რომ პასით ითამაშე, არ მოატყუო. მგონია, რომ პატარა ასაკში ეს დამღუპველია! ბავშვს ყოველთვის ასწავლი პასს, მაგრამ მას გადააჩვევ დრიბლინგს. რატომ გვიყვარს მესი? მას შეუძლია ყველა და ყველაფერი მოატყუოს.

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

altკორეელები 1 კვირა ძაღლის ხორცს აჭმევდნენ - ზაზა ჯანაშიას მხიარული ისტორიები რუსებმა გაიხსენეს

მკითხველის კომენტარები / 50 /
რა სისულელეებს წერს ზოგიერთი, არველაძე აიაქსში თამაშობდა და გოლი გოლზე გაჰქონდა, იგივეს აკეთებდა ნაკრებშიც და ამ დროს ჯანაშიას ლოკომოტივიდან ვინ დააყენებდა ძირითადში? და ორივეს ერთად არ აყენებდნენ იმიტომ რომ მეორე თავდამსხმელად ქეცბაია იყო ნიუკასლიდან... ჯანაშიას გარდა კიდევ სკამზე იყვნენ ისეთი ფორვარდები აჩიკო არველაძე კიოლნიდან,იაშვილი ფრაიბურგიდან, დემეტრაძე სოსიედადიდან, აშვეთია რუსეთიდან... ანუ სიმართლე არის ის რომ უდიდესი კონკურენცია იყო იმ პერიოდში და ჯანაშიას არ გაუმართლა მაგ მხრივ.
Givi
03 იანვარი 2024 11:44
2
ჯანო იყო იყო თვით ნაბადი ოქრო მარა დისციპლინამ თავის ქნა ნუ რაც არი არი რაც არველაძეებთან დაპირისპირებას შეეხება თვითფრინავში სლოვენიასთან გასვლით მატჩზე დააყარეს ერტმანეთს იმ თამაშსი კი ჯანომ ულამაზესი გოლი გაიტანა თბილისში კი რუმინეთთან მატჩზე მთელი სტაიონი ჯანოს სკანდირებდა და ძლივს გამოიყვანეს მაშინ ძოძუაშვილი და ყიფიანი იყო ტრენერები
სამტრედია
10 იანვარი 2022 19:17
2
რა დამავიწყებს რუმინეთთან მატჩის წინა 1 საათს. იაშვილი და არველაძეები კოსტუმების რეკლამას აკეთებდნენ სარბენ ბილიკზე... ამ დროს მართლაც გვქონდა შანსი გვებრძოლა ჯგუფიდან გასასვლელად, მაგრამ ასეთი მიდგომით რისთვის უნდა მიგვეღწია?
alexandre
03 იანვარი 2024 12:13
1
ჯანასია იყო საოცრად ძლიერი თავდამსხმელი.
დაპირისპირება იყო რათქმაუნდა არველეძეებთან , მაგრამ ეს ბუნებრივია, ყველა მოთამაშე ცდილობს თავის კონკურენტს აჯობოს.
იყო 2 ჯგუფი თავდასმაში - არველაძეებთან დაკავსირებული
და რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეები.
ნაკრების ბირთვის იმ დროს იყვენენ ყოფილი დინამოელები.
და მათ მიყავდათ ასე ვთქვათ პარადი.
და მათ შორის რომ იყო დაპირისპირება ეს თავად მოთამაშეების ბრალი კი არ იყო არამედ მწვრთნელის, რომელსაც პირველ რიგში ევალება დაპირისპირების გადაზრდა ჯანსაღ კონკურენციაში,
რაც თავის დროზე თავი ვერ გაართვეს ყიფიანის და ძოძუაშვილის ტანდემმა.
მახოსვს ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ძირითადში დააყენეს ჯანაშია აშვეთიას დუეტი, და მაშინდელმა მწვრთნელმა გაოცება ვერ დამალა თუ როგორი შეთამაშებული იყვნენ და რა მარAლი დონის თამაში აჩვენს, მაგრამ რად გინდა შემდეგ ისევ არველაძე დააყენა ძირითადში.
მაგალითად ძოძუაშვილმა გააკეთა განაცხადი, რომ ჯანაშია არის მაღალი დონის თავდამსხმელი მაგრამ მე მაინც არველაძე მირჩევნიაო.
აი ასეთ უპასუხისმგებლო განცახდებას რომ გააკეთებს ნაკრების მწვრთნელი, ფაქტიურად დააკნინებს თავისი გუნდის მოთამაშეს რაღაზეა საუბარი.
ასეთი გამოთქმის შემდეგ ნებისმიერი გუნდი გაათავისუფლებდა ასეთ მწვრთნელს.
ეხლა წარმოგიდგენიათ რომ პოჩეტინომ გააკეთოს განაცხადი ნეიმარი დაბალი კლასის მოთამაშეა მბაპესთან და მესისთან სედარებითო, ხო ეგრევე პანჭურის კვრით გააგდებენ გუნდიდან :)

აი ეს იყო მიზეზი რომ იმ თაობამ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია.
las
10 იანვარი 2022 14:17
4
რუმინეთთან თამაშზე მთელი სტადიონი ჯანოს ყვიროდა მაში ყიფიანი და ძოძუაშვლი იყო და უკვე წაგებულ თამაში შემოიყვანა ჯანო რომელიც უკვე გატეხილი იყო .
zurabi
10 იანვარი 2022 19:22
2
ჯანაშია ტყუის! ის იყო უდისციპლინობის განსახიერება! ხან ა/მანქანით მოვდივარო და 4 დღის დაგვიანებით მოვიდოდა, ხან ტრამვას იმიზეზებდა, ხან 10 კგ-ით მომატებული ღიპით ჩამოდიოდა ...
მერაბ გ. ნუ მბლოკავთ!
10 იანვარი 2022 09:40
8
უძლიერესი თავდამსხმელი იყო ზაზა!ვინ იცის რა წარმატებებს მიაღწევდა, რომ არ დაემალათ მისადმი დაინტერესება ლაციოდან. დარწმუნებული ვარ იტალიურ გრანდში ვერ დაარღვევდა წესრიგს. იქ სხვა სიტუაციაში იქნებოდა. რა თქმა უნდა არველაძეებს ასი თავით სჯობდა!
დავით 67
10 იანვარი 2022 00:53
19
შეიძლება იყო ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ძლიერი ფეხბურთელი მარა ის მცირედი აღნიშვნა, რომ ამდენი წლის მერეც ამართლებს იმას რომ მანქანით ჩამვიდა ნაკრების შეკრებაზე ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში იქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი...აქ ჩანს მისი დისციპლინა და ზოგადად აზროვნების დონე !!!
ვახო
10 იანვარი 2022 00:23
5
100%
გენა
10 იანვარი 2022 08:55
1
“ქინქლაძას ვარჯიშიც არ სჭირდებოდა” - ამ მიდგომით რომ იყავით, იმიტომ… თორემ ზაზა ჯანაშიასაც რომ ევარჯიშა, ისიც ძალიან მაგარი იყო… შენც მაგრად გგულშემატკივრობდი ჩემო ზაზა
ირაკლი
10 იანვარი 2022 00:10
0
ეეჰ ამის მაკრატელა როგორ მახსოვს ლაციოს კარში.
გეგი
09 იანვარი 2022 23:34
1
ძალიან უყვართ ზაზა ლოკომოტივის ფანებს, ქარიზმატული მოთამაშე იყო.
მარგალი
09 იანვარი 2022 20:26
3
აუფ , რა ბედნიერებაა ))) ჯერ მოსკოვის ლოკომოტივი რაა და მერე მისი ფანები! მაგათ თუ უყვარდათ, რაღა გვიჭირს აწი, ისტორიაში შევსულვართ როგორც საფეხბურთო ქვეყანა!
კაი ერთი
04 იანვარი 2024 00:25
1
ზაზა ჯანაშია კაშკაშა ტალანტი იყო,ცარიელი ტვინით.ტალანტის ხარჯზე გაიბრწყინა და უეფას თასზე საუკეთესო ბომბარდირიც გახდა,მაგრამ უტვინობის,უდისციპლინობის გამო,ძალიან სწრაფად ჩაიძირა და დაკარგა ფორმა.მისი ფიზიკური მონაცემების პატრონს,ძალიან დიდხანს შეეძლო ვარსკვლავურ დონეზე ეთამაშა.ინტერვიუში არც თვითონ დაუმალავს,რომ ლოკომოტივის შემდეგ,მაგრად სვამდა და გრიალებდა.სამწუხაროა მისი ისტორია და იმედი მაქვს,თავის შეგირდებს თავის შეცდომების არ გამეორებაშიც დაარწმუნებს.ზაზას დიდ წარმატებებს ვუსურვებ და იმედია, სამეგრელოში ფეხბურთის აღორძინებას დაეხმარება.მის ხელში,ნამდვილად თვითმყოფადი ფეხბურთელები გიზრდებიან.ტალანტები კი,სამეგრელოს არასოდეს აკლდა.
სოსო
09 იანვარი 2022 19:40
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული