რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...

AutoSharing Option
მთავარ ფოტოზე - კვირკველია და სალაჰი. საქართველო - ეგვიპტე

ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. მათ მთავარ მწვრთნელს, დავით კვირკველიას, წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მარცხენაფლანგელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თითქმის ათი წლის განმავლობაში სტაბილურად გამოდიოდა და მის რიგებში დასამახსოვრებელი გამარჯვებების მონაწილეცაა.

კვირკველიას საკლუბო კარიერაშიც მრავალი გამორჩეული მომენტია, მათ შორის, ქართულ გუნდებთან ერთად.

ამ განაპირობა ჯგუფური ეტაპი?!

- თბილისის "დინამოს"  უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის დღემდე სერიოზულ წარმატებად მიიჩნევა. იმ გუნდში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ირიცხებოდა, მშვენიერი სამწვრთნელო შტაბით, მაგრამ  მხოლოდ ეს ფაქტორები 
ვერ გახდებოდა საკმარისი...

მაშინ საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და საერთო დონეც გაცილებით მაღლა იდგა. იმ პერიოდის უამრავი კარგი კლუბის გახსენება შეიძლება, მაგალითად, "თბილისი", რომელიც დღეისთვის აღარ არსებობს.

გარდა ამისა, რეგიონული კლუბები მნიშვნელოვან  ძალას წარმოადგენდნენ, ქუთაისის "ტორპედო" ხომ ყოველთვის ფლაგმანი იყო; ასევე ძლიერი გუნდი ჰყავდა თუნდაც ფოთის "კოლხეთს",  საიდანაც გადავბარგდი "დინამოში"...

საუკეთესო შეხვედრა

- კარიერაში მართლაც ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა მქონია და გამარჯვებებიც მომიპოვებია. "კამპ ნოუზე" მოგება, რაც "რუბინში" მოვახერხეთ, ნებისმიერი გუნდისა და ფეხბურთელისთვის დიდი წარმატება და სიხარულია. არაერთხელ გავხდი ქვეყნის ჩემპიონი (როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში).

მოვიგეთ თანამეგობრობის თასი (თბილისის "დინამოში"), მაგრამ ერთი გამარჯვება ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და სასიამოვნო გასახსენებელია - ესაა მალხაზ ასათიანის გოლით რუსეთის ნაკრების ძლევა. ეს წარმატება ივო შუშაკთან ერთად მოვიპოვეთ, მწვრთნელის, რომელმაც "დინამოშიც" ბევრი  გააკეთა...
Sportall.Ge

გეგუჩაძე, ბერდიევი, ქეცბაია...

- სასიხარულოა, რომ არაერთ ძლიერ სპეციალისტთან მომიწია მუშაობა და ჩემ ჩამოყალიბებაში ყველამ თავისი დადებითი კვალი დატოვა. თითოეული მათგანის მადლიერი ვარ...

ზოგადად, მწვრთნელებთან ურთიერთობა არ მიჭირდა. ფაქტობრივად, არავისთან მიკამათია. თუკი თამაში არ მიწევდა, ეს მოტივაციას მიძლიერებდა, რათა საკუთარ თავზე  მეტად მემუშავა...

გია გეგუჩაძესთან ერთად ევროტურნირზე ვმონაწილეობდით. "რუბინის" წარმატების  შემოქმედი ყურბან ბერდიევი იყო. კარგი პერიოდი გვქონდა თემურ ქეცბაიას ფორმაციის საქართველოს ნაკრებშიც...

შრომისმოყვარეობის ძალით...

- რა თქმა უნდა, სპორტსმენის კარიერაში ნიჭს თავისი ადგილი აქვს, უფლის წყალობასაც  და იღბალს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი წარმატება, მეტწილად, შრომისმოყვარეობამ განაპირობა. რთული პერიოდები გამივლია, ტკივილიც მიმიღია, მაგრამ არასოდეს ვნებდებოდი...

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი

- "რუსთავში", კარიერის ბოლო წლებში, მე და  ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელები ვიყავით. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი გამოცდილება ახალგაზრდებისთვის გამეზიარებინა და მათ შორის ხვიჩაც იყო. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, ევროპულ გრანდში თამაშსაც წარმატებით შეძლებდა!..

alt"რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!" - ნუკრი რევიშვილი

მკითხველის კომენტარები / 14 /
Ნორმალური მცველი იყო კვირკველია,წლების მანძილზე შეუცვლელი მარცხენა მცველი ჩვენი ნაკრების. Ზემოთ ვიღაცამ დაწერა ბარსელონაში ძალიან მაგრად ითამაშაო არადა არც 2009-10 და არც 2010-11 წლების ჯგუფურ ეტაპზე კვირკველიას არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია ბარსელონას წინააღმდეგ. Მაგ დროს სალუქვაძე იყო რუბინის ძირითადის მცველი და ეტყობა მასში აერია კომენტარის ავტორს კვირკველია.სალუქვაძემ მართლაც რომ არ გაატარა მესი კამპ ნოუზე მოგებულ მატჩში.
გიორგი
15 იანვარი 2022 18:46
3
ხო აი ერთი ხვიჩა ჩაძირეს რუსებმა ჭაობში და მეორე ეს რუბინის ქართველები. ობიექტურობა სად დაკარგეთ ხალხო? ჩაკვეტაძეც, ყენია და მჭედლიძეც პუტინმა გააფუჭა. ასათიანს და კვირკველიას რომ დაეზარათ სხვაგან გადასვლა, ეს ლავროვის დამსახურებაა?
ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
23 ივლისი 2023 17:25
4
ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო დათო.რუბინში სასწაული პერიოდი ჰქონდა!ორჯერ გახდნენ ჩემპიონები უმაგრესი გუნდი იყო!ძალიან ტექნიკური შემტევი მარცხენა მცველი იყო….ჯარიმებს ურტყამდა და კუთხურებსაც ეგ აწოდებდა ოროვე ფლანგიდან რაც განაპირა მცველისთვის ხშირი არარის მითუმეტეს როდრეაც გუნდში არგენტინის ნაკრებში მოთამაშე ალეხანდრო დომინგესი გყავს და თურქი კარადენიზი.სალუქვაძე და კვირკველიას რუბინში გატარებული პერიოდი ყოველთვის მემახსოვრება
შახრუდინი
23 ივლისი 2023 20:31
0
რუსეთის ნაკრებთან თამაში სუკეთესო იყო დათოს კარიერაში...
tngh
15 იანვარი 2022 13:54
2
სტაბილური კარიერა ქონდა და კარგი ფეხბურთელიც იყო
baba
15 იანვარი 2022 17:02
0
შენთვის ა კარგო კაცო კირუსეთის დამრცხება ერთერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი, მაგრამ აი იმ გოლის ავტორი სამწუხაროდ მგონი არ ფიქრობს მასე :(
Irakli
09 იანვარი 2024 16:28
30
Რუსებმა ეს ვერ ჩაძირე ჭაობში? Არ გაინტერესებთ რუსულ ჭაობში რაღა მაინც და მაინც ფეხბურთელები იძირებიან? Რატო მორაგბეები არ იძირებიან ან ჯუდოკები ან თოკო რატო არ ჩაიძირა?
ბაბუაწვერა
15 იანვარი 2022 20:46
41
Imitom rom ragbit de judoti rusetze cin vart titi unda chagtxarot tvalshi rom mixvdet ratom midioden rusetshi pexburtelebi ??
Kutaisi
23 ივლისი 2023 14:11
7
სალახი გასალახი ))
გია_544
09 იანვარი 2024 16:54
0
თურქულად სალახი სულელს ნიშნავს
სოსო
09 იანვარი 2024 20:40
0
კარგი კაცი
ზვიადი
09 იანვარი 2024 16:13
0
დაუფასებელი ფეხბურთელი
sul2
09 იანვარი 2024 16:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული