ვლადიმერ ვაისი თბილისის "დინამოს" გამამწარებელი გუნდის მწვრთნელად ინიშნება

AutoSharing Option
sportnet.sme.sk-ს თუ დავუჯერებთ, საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმერ ვაისი მუშაობას სამშობლოში განაგრძობს და "დუნაისკა სტრედას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

წყაროს ცნობით, "ჯვაროსნების" ყოფილმა მენეჯერმა სლოვაკური გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა და მოლაპარაკებამაც წარმატებულად ჩაიარა.

მოგეხსენებათ, ვაისი, 2020 წლის სლოვაკეთის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს და მან დაჯილდოვებაზე განაცხადა, რომ საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება სურს.

"დუნაისკა სტრედა" კი ჩვენთვის უცხო კლუბი ნამდვილი არ არის. სამი წლის წინ სწორედ ამ გუნდმა გამოთიშა თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აი ბატონო კიდევ ერთხელ დამტკიცდა რა "დონის" ტრენერია ვაისი ! DD
ზურა222
08 მაისი 2021 23:57
0
მეგონა ფარერების მწვრთნელი გახდა. კიდევ კარგად გადავრჩენილვართ მეგობრებო.
Chitovichi
02 მაისი 2021 09:29
0
ანუ მხოლოდ დუნაისკა სტრედამ გაამწარა დინამო? გამწარებაზე თუ მიდგა მეგონა კლაკსვიკისში ინიშნებოდა
ზორბეგი
01 მაისი 2021 23:48
0
დღემდე მგონია, რომ ეს კაცი ჭადრაკის ტრენერი უფრო იყო, ვიდრე ფეხბურთის, თან ვფიქრობ, რომ ბევრსა სვამდა....
კ ო მ ბ ლ ე
01 მაისი 2021 21:22
4
ტულის არსენალმა არაო არა? მახსოვს გული წყდებოდა მიწვევდნენ და რა შანსი გავმაზეო. ამ დონის მწვრთნელს რა უნდოდა ნაკრებში? ფანტასტიური შანსი გვაჩუქა უეფამ, საშუალო დონის კი არა უბრალოდ მეტნაკლებად კვალიფიციური მწვრთნელი დიდი ალბათობით გამოიყენებდა.წაგებაშიც არ არის საქმე უბრალოდ მსგავსი უნიჭო თამაში...
არტ
01 მაისი 2021 21:19
1
არავის გქონდეთ ილუზია რომ ოდესმე კიდევ შანსი გვექნება გასვლის ეს იყო ჩვენი შანსი რაც ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს მადლობა ვლადიმერს არაფრისგან გუნდი დააყენა შედეგია მთავარია დღემდე ვერ ისწავლეთ რა გუნდიც ის გულშემატკივარიც
Night
01 მაისი 2021 16:52
20
მათაც ააშენებს!
ILIA
01 მაისი 2021 13:47
2
სანიოლის ბოლო 3 თამაში მირჩევნია ვაისის მთელს ქართულ კარიერას.
გიო
01 მაისი 2021 12:19
4
ბოლო 3 თუ პირველი 3 თამაში? :-))
რა მაფიაა?
01 მაისი 2021 15:15
0
რა ვიცი ჩვენთან , რომ იყო რუსეთის და ყაზახეთის გუნდები მოსვენებას არ აძლევდნენ.D
tas
01 მაისი 2021 11:31
0

სიახლეები პოპულარული