"შალკეს" ყოფილ ფეხბურთელს ბუნდესლიგიდან ამ კლუბის დაქვეითების შესახებ ჰკითხეს:
"რურის დერბი რომ აღარ იმართება, ეს ძალიან ცუდია. პასუხისმგებელმა პირებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, ბოლო წლების განმავლობაში არასწორად რა განხორციელდა" - ამბობს კობიაშვილი.
ამის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გახმაურებულ ინციდენტზე ეკითხებიან, რომელიც მას "ჰერტაში" თამაშისას გადახდა.
"არ მსურს, მეტი ვისაუბრო იმ ეპიზოდზე. მაშინ ვთქვი, რომ რაც განაცხადეს, სიმართლეს არ შეესაბამებოდა."
მომზადებულია rbb24-ის მიხედვით
"არა მარტო ჯანო, არამედ ნებისმიერი მოთამაშის ნაკრებში ყოფნა გვინდა.." - ლევან კობიაშვილი