"დღევანდელი თაობა მენტალურად ჩვენზე ძლიერია" - ალექსანდრე იაშვილი sportbild-ს ესაუბრა

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა sportbild-მა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ის გერმანიის ბუნდესლიგაში დიდი ხნის განმავლობაში ასპარეზობდა. საუბარი, ძირითადად, იაშვილის ახლანდელ საქმიანობას შეეხო, თუმცა მისი კარიერის პერიპეტიებიც გაიხსენეს.

სანიოლს "ბაიერნის" მენტალიტეტი შემოაქვს

"ვილი სანიოლთან პირველივე საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ იგი ჩვენი ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელი იყო. ვილის როგორც ფეხბურთელობისას, ახლაც სურს, ყველა შეხვედრაში გაიმარჯვოს, მას არცერთი მეტოქე არ აშინებს. სანიოლის თავდაჯერება და სიმშვიდე გუნდს წარუმატებლობის შემთხვევაშიც თვითრწმენას არ უკარგავს და აძლიერებს.

ფრანგ მწვრთნელს "ბაიერნის" მენტალიტეტი შემოაქვს. გუნდში ბევრი ახალგაზრ
დაა და მათ უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ!

რა განასხვავებს კვარაცხელიას სხვა შემტევებისგან?!

კვარაცხელიას ნებისმიერი ტოპ-კლუბის გაძლიერება შეუძლია. რთული სათქმელია, რამდენად უნდა გადავიდეს ის პირდაპირ "ბაიერნში" თუ გამოცდილების მისაღებად შუალედური გუნდი მოიძებნოს. ფაქტი ერთია, მას ყველაფერი აქვს, რათა ვარსკვლავი გახდეს! ხვიჩას ვარჯიშს როცა ვუყურებ, მისი ნიჭით აღფრთოვანებული ვარ.

კვარაცხელია ძალიან ძლიერი დრიბლიორია, მეტოქეებს გვერდს იოლად უვლის. შემტევი ყოველთვის ცდილობს, გააუმჯობესოს საკუთარი თამაში. ხვიჩა ძალიან სწრაფია, ამავდროულად - ცივსისხლიანიც. მან გოლი ესპანეთის ნაკრებსაც გაუტანა.  რა განასხვავებს კვარაცხელიას, როგორც შემტევს? ბევრს მუშაობს გუნდისთვის და დაცვას ეხმარება.

ქართველები ბუნდესლიგაში - ადრე და ახლა

ვწუხვარ, რომ ქართველები ბუნდესლიგაში ახლა არ თამაშობენ. თუკი კვარაცხელიას ტრანსფერი გერმანიაში განხორციელდება, ეს კარს სხვებსაც გაუღებს.

ქართველი ფეხბურთელების პრობლემა მენტალიტეტი იყო, ყველაფერს ზედმეტად მარტივად ვუყურებდით. დღევანდელი თაობა მოწესრიგებული და მენტალურად უფრო ძლიერია!

მე შეთავაზებები ტოპ-კლუბებისგანაც მქონდა, მაგრამ "ფრაიბურგის" მთავარი მწვრთნელი ფოლკერ ფინკე მუდამ ახერხებდა ჩემ შენარჩუნებას. ახლა ვფიქრობ, ტრანსფერი კარგი იქნებოდა, რადგან სხვა გუნდში მეტის მიღწევა შემეძლო. 

მომზადებულია sportbild-ის მიხედვით

alt"მაშინაც ვთქვი, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა" - ლევან კობიაშვილი გერმანულ მედიაში

altიაშვილი შეხვედრების ბათუმში გამართვის მიზეზებზე...

alt"საზაფხულო შეკრებაზე ეს პრობლემა აღარ დადგება..." - ალექსანდრე იაშვილი




მკითხველის კომენტარები / 7 /
ბრავო ფოლკერ ფინკე, შეუძლებელი მოუხერხებია ალექსანდრე იაშვილის შენარჩუნება. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, ტოპ კლუბებს შეთავაზებები ჰქონდათ.
ლევანი
14:57 24-05-2021
20
სანიოლი და იაშვილი მენტალობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. შესაბამისად შედეგიც მაღალი ექნებათ.
მენტალური მომზადების ცენტრი
15:33 24-05-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული