ცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოს" მეტოქე გაირკვა. 
თბილისელები ბაქოს "ნეფთჩის" დაუპირისპირდებიან.

კახა ცხადაძის გუნდი პირველ მატჩს 6 ან 7 ივლისს საკუთარ მოედანზე გამართავს, საპასუხო კი  ბაქოში 13 ან 14 ივლისს შედგება.

წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 
ითამაშებს, დამარცხებული კი კონფერენს ლიგაზე გადაერთვება.

altზივზივაძის "ფეჰერვარი" სავარაუდო მეტოქეებში - დღეს ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის კენჭისყრაა



მკითხველის კომენტარები / 26 /
ბატონო ფიფია, თუ წელსაც გაგვიცრუებთ იმედებს,(და დღევანდელი გადასახედიდან ასეთი პროგნოზები მოჩანს) კეთილი ინებეთ და დატოვეთ გუნდი! უკვე 10 წელია კლუბი ჩაიბარეთ და ჯერ ვერაფრით გაგვახარეთ!
ლადო
15 ივნისი 2021 16:42
2
სწორია!!!!
გასწი ყაზახეთისაკენ
15 ივნისი 2021 20:09
0
კაშიამ არაო ხო? შენგელია იქნებ დაიბრუნოთ და გამოაფხიზლოთ თავი ზვეზდა რო გონია.... დინამოში ხართქო უთხარით რეალში კიარა.. ერთი კარგი გუნდის დაყენება რა გახდა ყველა რო ვარდებით პირველ ეტაპზევე ქართულმა გუნდემა დათმონ საუკეთესო ფეხბურთელები დინამო იქნება ეს თუ ლოკომოტივი ყველა ერთ რომელიმე გუნდში შეკრიბონ და ათამაშონ ევრო თასებზე..იქნებ ასე მაინც მოხვდნენ ლიგაზე და მერე გაიყონ ის ფული რასაც აიღებენ
რომა
15 ივნისი 2021 16:02
3
დინამოს დღევანდელი მდგომარეობით ბაქოელები აშკარა ფავორიტები არიან.თუ გავალთ ერთმნიშვნელოვნად მწვრთნელის დამსახურება იქნება.რა მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი რომ აზერებთან დაპირისპირებას გულის კანკალით ველით,გასვლაზე არაა ლაპარაკი 0-3 რომ არ წავაგოთ ბაქოში.ეჰ...
master
15 ივნისი 2021 15:07
0
დღევანდელი მდგომარეობითო ამბობ, ხვალინდელს რამე უკეთესს ელი?DDDDD
jjj
15 ივნისი 2021 15:36
0
რამდენი კომენტარიც იწერება, იმდენი გულშემატკივარი, რომ დადიოდეს საქართველოს პირველობის თამაშებზე, ბევრად უკეთესი გუნდები გვეყოლებოდა... მეგობრებო!!! მობრძანდით სტადიონზე და იქ ვიკამათოთ!!!
tngh
15 ივნისი 2021 15:56
7
ძმა არ გინდა ძველი მაგნიტოფონი მაქ გაფუჭებული და იყიდო? ფეხბურთი დღეს პროდუქტია რომელიც იყიდება და ასეთი მდარე პროდუქტი არ გვინდა.. უკეთესს ვიყიდით
ქართველი
15 ივნისი 2021 17:03
4
მართალს ამბობ.მიბაძეთ ბათუმს და წყალტუბოს.ნახეთ რამდენი მაყურებელი დაესწრო თამაშს წყალტუბოში გუშინ.
martali xar
15 ივნისი 2021 16:39
5
არ გახვიდეთ თამაშზე და 3-0 მაინც ჩაგეთვლებათ..
ქუთაისელი
15 ივნისი 2021 17:29
14
დინამოს თუ უნდა ამ ბარიერის დაძლევა, 22 ფეხბურთელი უნდა დაიმატოს.
დაT
15 ივნისი 2021 16:10
3
როდესაც კახა ცხადაძეს დინამოში მოსვლა დადასტურდა გამიხარდა , რადგან მწვრთნელის პრობლემა მოიხსნა(ჩემი სუბიექტური აზრი არის). მაგრამ აღნიშნული შემადგენლობით წარმატებაზე ფიქრი არის არა რეალური. დროულად უნდა მოხდეს რამოდენიმე ძლიერი ფეხბურთელის დამატება.

დაიწერა რამოდენიმე სახელი და გვარი, დაიმატეთ გვილია, შენნგელია. უგუნდოდ არიან და დინამოსთვის დიდი ძალა იქნება.

ასევე რამოდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა რგოლში, და ესეც დროულად უნდა მოხდეს თორემ თამაშის წინა დღით აზრს დაკარგავას.
joko
15 ივნისი 2021 15:40
0
გასვლის შანსი მინიმალურია, აზერბაიჯანელებს ბევრად კვალიფიკაციური ლეგიონერები ჰყავთ.
Gio
15 ივნისი 2021 14:59
2
ოღონდ ამათთან ნუ შეირცხვენენ თავს და! ბატონო რომან არ მოგვჭრათ კისერი კიდევ ერთხელ, გააძლიერეთ გუნდი!
ვაჟა
15 ივნისი 2021 14:54
2
ახლა გაძლიერება უკვე გვიანაა, გაძლიერება მინიმუმ 6თვით ადრე მაინც უნდა დაიწყო, რომ შედეგი გქონდეს.
tas
15 ივნისი 2021 15:39
0
გამოვარდებით მომავალი წლის იმედათ:)) უგულშემატკივრო გუნდს რაუნდა ევრო ტურნირზე!!
beqa
15 ივნისი 2021 14:29
0

სიახლეები პოპულარული