ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფეხბურთელი ბათუმის "დინამოს" მეტოქე გუნდში ჩაირიცხა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" სან-მარინოს "ტრე პენეს" დაუპირისპირდება. რამდენიმე დღის წინ მეტოქის გუნდში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მცველი დუგლას მაიკონი ჩაირიცხა.

ბრაზილიელი 39 წლისაა. ბოლოს ის სამშობლოში, ქვედა ლიგაში ასპარეზობდა. მცველს ბრაზილიის ნაკრებში 76 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2010 წელს, მილანის "ინტერის" რიგებში გახდა.


Sportall.Ge

"სასიამოვნოა, რომ ევროტურნირებზე ვბრუნდები. იმედი მაქვს, წარმატებით ვიასპარეზებთ" - განაცხადა ფეხბურთელმა წარდგენისას.

"ტრე პენე" სან-მარინოს 4-გზის ჩემპიონია, გასული სეზონი კი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

წყარო: "ტრე პენეს" "ინსტაგრამგვერდი"

altკონფერენს ლიგაზე

ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა


მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ვიცი, მაიკონს რა გაუჭირდა ასეთი. ისე სან მარინომაც თუ გამოგვაგდო - რაღაა ამის იქით?
ზურა
16 ივნისი 2021 11:08
0
მაგის იქითაა მეცხვარეები.
ვხედავ მეცხვარეეეს, ჯოხით მხარზედააა....
a
16 ივნისი 2021 15:44
0
ალბათ ქართული ფეხბურთის აღსასრული
Hunting
17 ივნისი 2021 03:03
0
სანმარინოსაც კი აქვს იმის საშუალება მაიკონის დონის მოთამაშეს კონტრაქტი შესთავაზოს.... ჩვენ რა გვჭირს რამდენიმე ასეული კაცი მოაჯდა ქვეყანას და წოვენ მთელი ძალით წურბელებივით!!!!! თქვენს გარდა მილიონი ხალხია კიდევ არ გაძეხით თუ უჯიშოებო????? მიეცით ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალება
რომა
16 ივნისი 2021 10:41
8
მაიკონის მოყვანა კლუბში, ამ ასაკში, დიდი არაფერი საქმეა!ეს უფრო პიარია ვიდრე საქმე! ნუ ფარერების შემდეგ რამ უნდა გამაკვირვოს.იმედია ბათუმი ფავორიტის სტატუს გაამართლებს! რაც შეეხება გაგრას კი გაუმართლა წილისყრაში, მაგრამ მერჩივნა გაგრას ადგილზე ლოკომოტივი იყოს ან საბურთალო! ესენი უფრო ღირსეულად ითამაშებდნენ! ჟილინა კი რთული მეტოქეა !
kaxa
16 ივნისი 2021 13:36
2
Politika AR gvinda, aq mainc.
Mwyeri
16 ივნისი 2021 16:22
0
ბათუმმა კაფუ მოიყვანის ან კარლოსი.D
hhh
16 ივნისი 2021 11:06
1
ეს დუგლას მაიკონია? საღოლ ბათუმი!
16 ივნისი 2021 11:10
11
რა ბატუმი მეტოქე გუნდში
irakli
16 ივნისი 2021 18:06
0

სიახლეები პოპულარული