ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფეხბურთელი ბათუმის "დინამოს" მეტოქე გუნდში ჩაირიცხა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამო" სან-მარინოს "ტრე პენეს" დაუპირისპირდება. რამდენიმე დღის წინ მეტოქის გუნდში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მცველი დუგლას მაიკონი ჩაირიცხა.

ბრაზილიელი 39 წლისაა. ბოლოს ის სამშობლოში, ქვედა ლიგაში ასპარეზობდა. მცველს ბრაზილიის ნაკრებში 76 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 2010 წელს, მილანის "ინტერის" რიგებში გახდა.


Sportall.Ge

"სასიამოვნოა, რომ ევროტურნირებზე ვბრუნდები. იმედი მაქვს, წარმატებით ვიასპარეზებთ" - განაცხადა ფეხბურთელმა წარდგენისას.

"ტრე პენე" სან-მარინოს 4-გზის ჩემპიონია, გასული სეზონი კი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

წყარო: "ტრე პენეს" "ინსტაგრამგვერდი"

altკონფერენს ლიგაზე

ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა


მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ვიცი, მაიკონს რა გაუჭირდა ასეთი. ისე სან მარინომაც თუ გამოგვაგდო - რაღაა ამის იქით?
ზურა
11:08 16-06-2021
0
სანმარინოსაც კი აქვს იმის საშუალება მაიკონის დონის მოთამაშეს კონტრაქტი შესთავაზოს.... ჩვენ რა გვჭირს რამდენიმე ასეული კაცი მოაჯდა ქვეყანას და წოვენ მთელი ძალით წურბელებივით!!!!! თქვენს გარდა მილიონი ხალხია კიდევ არ გაძეხით თუ უჯიშოებო????? მიეცით ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალება
რომა
10:41 16-06-2021
8

სიახლეები პოპულარული