"ნეფთჩი" "დინამოსთვის" ძლიერდება - ებრალიძის ყოფილი თანაგუნდელი სან ტომე და პრინსიპიდან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ბაქოს "ნეფთჩი" ლეგიონერებით ძლიერდება. იქაური მედია განსაკუთრებულ ყურადღებას ორი ფორვარდის - 30 წლის სუარეს ჰარამიზისა და 29 წლის სესარ მესა ქოლის ტრანსფერებს აქცევს.

სან ტომესა და პრინციპის ფეხბურთელი ჰარამიზი პორტუგალიურ "ეშტორილში" გამოდიოდა და ამ გუნდს პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში პირველი ადგილით გადასასვლელად 4 გოლით დაეხმარა. 30 წლის ფორვარდი მანამდე "ლეიშოესში" ავთო ებრალიძის თანაგუნდელი იყო და მისი მაისურით 8 გოლი გაიტანა.

"ნეფთჩის" ახალწვეულის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ექვსივე შეხვედრაში დამარცხდა. სამხრეთ
აფრიკასთან წაგებულ (2:4) მატჩში ჰარამიზმა სან ტომესა და პრინსიპის მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება პარაგვაელ ფორვარდ სესარ მესა ქოლს, მან აზერბაიჯანული "კეშლას" რიგებში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში 7 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, "დინამო" მეტოქეს 6 ივლისს უმასპინძლებს, განმეორებითი შეხვედრა კი 13 ივლისს, ბაქოში შედგება.

მომზადებულია "ნეფთჩის" ოფიციალური გვერდის მიხედვით


altცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე

alt"ნეფთჩი" თავის ქვეყანაში ისეთივე ბრენდია, როგორც "დინამო" საქართველოში - ცხადაძის პირველი კომენტარი

alt"ჩვენ ყოველთვის აუტსაიდერებად მივიჩნევით, მაგრამ ისევ დავამარცხებთ ქართველებს!" - აზერბაიჯანელი გულშემატკივრების გამოხმაურება