"ნეფთჩი" თავის ქვეყანაში ისეთივე ბრენდია, როგორც "დინამო" საქართველოში - ცხადაძის პირველი კომენტარი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა:

"ბაქოს "ნეფთჩი" აზერბაიჯანის ჩემპიონია და თავის ქვეყანაში ისეთივე საფეხბურთო ბრენდია, როგორც "დინამო" საქართველოში. სერიოზული მეტოქეა და რა თქმა უნდა, ვაფასებთ მას. ამ ეტაპზე შანსებზე საუბარი მიუღებელია. ჩვენი ამოცანაა, კარგად მოვემზადოთ ამ მატჩებისთვის. ჩვენი გეგმები გვაქვს, მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შედეგიც მაქსიმალური ვაჩვენოთ."

შეგახსენებთ, თბილისის "დინამო" ბაქოს "ნეფთჩისთან" საშინაო შეხვედრას 6 ან 7 ივლისს ჩაატარებს, საპასუხო კი ბაქოში 13 ან 14 ივლისს გაიმართება.


წყარო: თბილისის "დინამოს"
ოფიციალური გვერდი

altცნობილია, ვის შეხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე


მკითხველის კომენტარები / 14 /
იქნებ აცალოთ კაცს დიპლომატიური საუბარი. რა უნდა გადაუვლითო? მაშინ გაუარესდება ქართული ფეხბურთის საქმე მწვრთნელები იმ დონეზე რომ დაეშვებიან როგორც აქ ზოგიერთს სურს
ზურა
10:42 16-06-2021
1
ხალხი ისეა შეპყრობილი კრიტიკით წაკითხულის გააზრებაც უჭირთ, არადა მარტივად გასაგებია ყველაფერი, გარკვევით თქვა, თავის ქვეყანაში ისეთივე ბრენდიაო, თავისო
ზურა
01:43 16-06-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული