თბილისის "დინამოს" 44 წლის ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი 44 წლის ავსტრიელი სპეციალისტი ფერდინანდ ფელდჰოფერი იქნება და მასთან უახლოეს დღეებში 1,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

ის აღნიშნულ პოსტზე ანდრეს კარასკოს შეცვლის, რომელმაც თავის მხრივ, უკრაინას მიაშურა და ადგილობრივი პრემიერლიგის გუნდის,  "ჩერკასის" დამრიგებლად დაინიშნა.

რაც შეეხება ფელდჰოფერს, ახალგაზრდა მენეჯერი 2020-2021 წლების სეზონში ავსტრიულ "ვოლფსბერგს" წვრთნიდა, სადაც 2 ქართველი, ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე, თამაშობდ.  იმ სეზონში "ვოლფსბერგი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა, ჯგუფიდანაც გავიდა და პლეი-ოფშიც ითამაშა.

2021 წელს ფელდჰოფერმა ვენის "რაპიდი" ჩაიბარა, 2022
წლამდე იმუშავა, შემდეგ გაათავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარი იყო.
მკითხველის კომენტარები / 18 /
1. მადლობა ფიფიას აკადემიისათვის.
2. დინამოს ძირითადი გუნდის ამ მდგომარეობაში ყოფნა კი მისი დანაშაულია. კლუბის შენებაზე წარმოდგენა არ აქვს და არც იმას აკეთებს, ვინმე დაიქირავოს ისეთი ,ვისაც ამაზე წარმოდგენა აქვს. მწვრთნელს სამი წელიწადი ჭირდება საშუალოდ რომ გუნდი გააკეთოს, კიდევ თანხა ტრანსფერებისათვის და მის საქმეში არ ჩარევა. ხოდა ამ ავსტრიელს აცადოს 3 წელიწადი მაინც ისე, რომ ვინც ძირითადისათვის მოიაზრება, არ გაუყიდოს და ორი-სამი მეტნაკლებად ხარისხიანი ლეგიონერი, ისევ მისი შერჩეული შეუძინოს. მაშინ შედეგიც იქნება. მერე შეიძლება უკვე ვიღაცეები გაყიდოს და შევსება ისევ აკადემიიდან მოიყვანოს.
არტ
15:09 14-06-2024
1
ფიფია, გაგვაკვირვე სრულიად საქართველო და მიეცი ამ პატიოსან კაცს ნორმალური სამუშაო პირობები. მოიყვანე რამოდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი, რომ მერე არ თქვა, მწვრთნელმა ვერ ივარგა და ვერაფერი გააკეთაო. თორემ მასეთი უცხოელი მწვრთლელები უამრავი გვყავდა ესპანეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან.
grisha
01:25 14-06-2024
1

სიახლეები პოპულარული