კანადელი ფეხბურთელები ჩოხატაურში ითამაშებენ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 3-ის ერთ-ერთ აუტსაიდერ ჩოხატაურის "ბახმაროს" შემადგენლობაში ორმა კანადელმა ახალწვეულმა - ცენტრალურმა ნახევარმცველმა დანტე ლაიტმა და ფორვარდმა მარველეს დრამპსმა ითამაშეს.

პაატა მეტრეველის გუნდი მე-12 ტურში "გორთან" 1:3 დამარცხდა. ლაიტს 90 წუთი მიეცა, დრამპსს კი - მხოლოდ ოცი.

როგორც 23 წლის დრამპსის "ინსტაგრამიდან" ვიგებთ, ის ინგლისსა და ესპანეთში, 23-წლამდე გუნდებში გამოდიოდა.

"ბახმარო", რომელიც გათამაშებაში ბოლოსწინა ადგილს იკავებს, უახლოს შეხვედრას 4 ივლისს, საკუთარ "ბორის პაიჭაძეზე" დუშეთის "არაგვის" წინააღმდეგ გამართავს.

 

alt"ათიანი" ტაილანდიდან ლანჩხუთში - "გურია" ფორვარდით გაძლიერდ


მკითხველის კომენტარები / 5 /
მატჩის წინ,თითო ყანწი ადესა მაგათ.მესი და რონალდუ მონაგონი იქნებიან.
ბიკენტი
17:55 27-06-2021
0
ღადაობთ ბიჯო??
ნუ მაცინებთ
18:06 27-06-2021
1

სიახლეები პოპულარული