Azerisport "ნეფთჩის" საკადრო დეფიციტზე წერს, თუმცა "დინამოსთან" მაინც საკმარისად მიიჩნევს

AutoSharing Option
"დინამო"-"ნეფთჩის" მოახლოებული მატჩის (7 ივლისი) წინ Azerisport-ი ბაქოელთა თამაშს განიხილავს:

"სამირ აბასოვის გუნდის განაცხადში სულ რაღაც 4 მცველია, რომელთაგანაც ფლანგზე მხოლოდ ერთი თამაშობს. ამიტომ მწვრთნელს ამ პოზიციაზე გარემარბ კავალის ან ახალგაზრდა არამიშის გამოყენება უწევს.

ნახევარდაცვა "ნეფთჩის" ყველაზე ძლიერი რგოლია. აქ არიან მამადუ კეინი, ემინ მახმუდოვი, საბირ ბუგრენი და ცეზარ მესა კოლი. ნამიკ ალეკსეროვმა, რომელსაც თამაში ნახევარდაცვაში შეუძლია და ფორვარდადაც, ბოლო სამივე სპარინგში გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც მოსკოვის "სპარტაკთან" გუნდმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინა, "ნეფთჩის" გაძლიერება ყველა რგოლში სჭირდება. არსებული
რესურსი საკმარისი იქნება თბილისის "დინამოსთვის", მაგრამ შორს წასვლა გაგვიჭირდება."

alt"მთავარია ლამაზად ვითამაშოთ" - ფიფიასთვის "ნეფთჩისთან" მარცხი კატასტროფა არ იქნება

alt"ნეფთჩიმ" მოსკოვის "სპარტაკი" დაამარცხა და თბილისში კარგი განწყობით მოდის

altგაძლიერების ნაცვლად დასუსტება - "დინამო" ძირითადის ფეხბურთელმა დატოვა


მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათ მგონი ჩვენგან ფიფიას ლანძღვა თავში აუვარდათ.გაბედავამ და მარუშიჩმა არ გაგიბაბანონ ფრთხილად იყავით.
ემინ მახმუდოვი არა ზიზილა პიპილოევი.დინამოს შემდეგ ეტაპზე გასვლა მგონია(დინამო კი ბანძია,მაგრამ ამათაც აისხეს)
Levani
14:55 05-07-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული