ისევ მარცხი - თბილისის "დინამომ" 1:2 წააგო, თუმცა შანსს ინარჩუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე ჰაიფის "მაკაბისთან" 1:2 დამარცხდა.

„დინამომ“ მოიგერია რა მეტოქის სასტარტო შეტევა, სწრაფი კონტრიერიშით უპასუხა. მარუშიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, სულ მალე მასპინძელთა მცველების შეცდომით აცილმა ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა. ამის შემდეგ მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ნაკლებად სანახაობრივი, მოედანზე საინტერესო არაფერი ხდებოდა. საქართველოს ჩემპიონს უჭირდა ბურთის დაჭერა, ინიციატივის დაუფლება. მას ელემენტარულად არ ჰყავს ლიდერი, რომელიც გუნდს წინ გაუძღვება და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენებაზე „დინამოს“ მწვრთნელმა
ცხადაძემ თამაშის გასამწვავებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - ქარდავასა და გაბედავას ნაცვლად მოედანზე მექვაბიშვილი და ოსეი შეუშვა. ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა რეალურ მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა. ჰაიფური გუნდი კი თავს უნარიანად იცავდა და თამაში მისთვის სასურველი სცენარით ვითარდებოდა. 66-ე წუთზე მეირის პასით შეცვლაზე შესულმა დავიდმა მიგინეიშვილის კარი დალაშქრა და „დინამო“ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა ბოლოს „დინამომ“ დიდი ძალებით შეუტია და პაპავამ ანგარიში შეამცირა.

მოკლედ, "დინამომ" ისევ წააგო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არც მისი მოწინააღმდეგე წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, ორრაუნდიან დაპირისპირებაში მთლად უშანსოდ არ არის.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ჰაიფაში ჩატარდება.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - მაკაბი 1:2
გოლები: 0:1 აცილი (8), 0:2 დავიდი (66), 1:2 პაპავა (89)

დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხვადაგიანი (კობოური 70), პაპავა, ბენიო, სპორკსლედე, ქარდავა (მექვაბიშვილი 46), რადინი (მორჩილაძე 78), ხარაბაძე, კუცია (ქავთარაძე 70), გაბედავა (ოსეი 46), მარუშიჩი

მაკაბი: კოენი, გერშონი, მეირი, პლანიჩი (დაბანი 84), მენაჰემი, აბუ ფანი, როდრიგესი, ჩერი (ლევი 71), აცილი (დავიდი 64), დონიო (საჰარი 63), აზიზა (ასკენაზი 84)

მკითხველის კომენტარები / 29 /
fifia da dinamoa kaifia)))
qomagi
23 ივლისი 2021 02:18
0
სასწრაფოდ აიკრძალოს ძალადობა რას გავს ეს ყველა გუნდი გვიგებს ფიფას და უეფას სადისციპლინო კომიტეტში უნდა გაიგზავნოს წერილი შეიძლება ვინმემ მაინც ფრე გვეთამაშა. აუ სად ვართ.
ზაზა
23 ივლისი 2021 15:17
0
რატომ არ უნდა წავაგოთ? უკეთესი შედეგი თუ გვინდა, უკეთესი ხელფასები უნდა ქონდეთ, უკეთესი ლეგიონერი ფეხბურთელები უნდა გვყავდეს და ქართველ ფეხბურთელებსაც მეტი მოტივაცია ექნება.. აბა სხვა რა მიზეზია? ფორტუნას მივცეთ ქრთამი მაშინ
ბესო
23 ივლისი 2021 21:41
0
,,ფიფანო,, ფხ, ))))
100%
23 ივლისი 2021 14:22
0
ყველაფერს აგებენ და შანსს მაინც ინარჩუნებენ. ამათმა 1-2 თამაშიც რო მოიგონ, ჩემპიონები გახდებიან :D :D
პელე
23 ივლისი 2021 14:09
0
ფეხბურთელები ...მერე დირექტივებით პოლიტიკაში შედით, პოლიტიკაში და სახელმწიფოც ჩამოშალეთ - აბა, სხვა რა შეგიძლიათ(?!)
გლახუნა
23 ივლისი 2021 12:07
0
..."თქვენ რაღა დაგემართათ, რას აკომენტარებთ, ან რას უყურებთ ამ მარაზმს!"- მესმის შენი მეგობარო, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე, ვინ უყურებს? ორასი-სამასი კაცი ტრიბუნაზე (ალბათ მონაწილეთა სანათესაო-სამეგობრო-სამეზობლო), ოდნავ მეტი ტელეეკრანთან... უბრალოდ ვერ ვაცნობიერებთ და დაჯერება გვიჭირს, რომ თბილისში ფეხბურთი დიდი ხანია მკვდარია, მხოლოდ რეგიონებში ესინჯება პულსი, ისიც კუთხურობის პრინციპიდან გამომდინარე, "ცხვარზე თამაშის დონეზე" ესაა და ეს.
გოგა
23 ივლისი 2021 12:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული