ბათუმის "დინამო" "ბატესთან" თანაბარ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "ბატესთან" 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთესად ჩაატარეს, რამდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან, 83-ე წუთზე კი ნეხაიჩიკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ბორისოვოში გაიმართება და ზღვისპირელებს რევანშის აღებისა და ორრაუნდიანი დაპირისპირების თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის საშუალება ექნებათ.

ბათუმი. „ბათუმი არენა“

დინამო (ბთ) – ბატე 0:1
გოლი: ნეხაიჩიკი (83)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 87), მამუჩაშვილი
(ზარია 59), ჯიღაური (ნავალოვსკი 87), ფლამარიონი, (სანოგო 80) ფანცულაია (გაფრინდაშვილი 59)

ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ვოლოდკო (ბორდაჩევი 46), უმაროვი (ბესმერტნი 90), იაბლონსკი, კარასიოვი, ნეხაიჩიკი, სიგნევიჩი, მილიჩი (იუსოვი 73)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბათუმა რატომ უნდა მოუგოს ბატეს? გასიებული ფანცულაიას ფეხბურთელი გონია თავი,ან ვიღაც აზაროვი ნაკრებში როგორ უნდა იყოს?
ტულა
23 ივლისი 2021 00:52
41
იმიტო უნდა მოუგოს რომ ქართველები ვართ,ქართული გუნდია,მაგარი გულშემატკივრები ყავს,მაგარი სტადიონი გვაქვს,ასე თუ ისე შეკრული გუნდია და ყველა ქართველს გვსურს წარმატებას მიაღწიოს...მე თელაველი ვარ და ყველა ქართულ გინდს ვუგულშემატკივრებ,დიდი არაფერი გუნდია ბატე,გამოუცდელი ბიჭები არიან ჩვენები,ყოველწელს ბატესავით 4-6 თამაშს რო თამაშობდეს ბატესავით,უპრობლემოდ მოიგებდნენ,ხო სხვათაშორის ამ ბატეში ბელარუსის ნაკრების 11 ფეხბურთელი ასპარეზობს,იმედი მაინც არის და მჯერა გავა ბათუმი,აი ასე წინ ქართველებო
გულშემატკივარი
23 ივლისი 2021 01:03
3
მერამდენედ უკვე ყველა ქართული გუნდი აგებს საერთოდ რა გვინდა ვიცით??? ჩვენ ჩემპიონატს რა დონეც აქვს აგერ ბატონო. სანამ ჩემპიონატის დონე არ აიწევს სანამ კონკურენცია არ იქნება სანამ მარტო 2 და 3 გუნდი იქნება ფინანსურად სტაბილურად და სხვები სულს ღაფავენ არაფერი არ გვეშველება. სამწუხარო რეალობა ესაა. ბავშვთა ფეხბურთის განვითარება უნდა ავიდეს მაღალ დონეზე რო გაიზარდოს კონკურენცია გუნდებში. ვტრიალეთ ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე და ვართ.
ქართველი
23 ივლისი 2021 09:47
0
ბათუმის დინამომ აუცილებლად უნდა დაამარცხოს თავის მოედანზე ბატეს დონის გუნდები,თუ გვინდა მივაღწიოთ წინსვლას.ასეთი თამაშით არაფერი გამოვა!
....
23 ივლისი 2021 08:10
0
ამ გუნდს აკლია კარგი მწვრთნელი,გაიყვანა ფლამარიონი გაიყვანა ტეიდი და გუნდი გაჩერდა,სამწუხაროდ ჩაბრაძეც ვერ შეხვდა ფორმაში ამ თამაშს,ძალიან სუსტი იყო.მამუჩასგანაც უკეთესს თამაშს ველოდით,სანოგო კიდე ტყულაა გუნდში,მგონი გეგუჩას ბოლო სეზონია დინამოში,არ გამოსდის რაღაც...
Aba hee
23 ივლისი 2021 02:18
0
ანუ ისევ არწასაგები წააგეს? :)))
Lasha
23 ივლისი 2021 10:35
1
კომენტატორებმა,განმეორებით მატჩში,ორივე დინამოს,შანსები ისევ აქვსო!არც ერთს აღარ აქვს,გასვლის შანსი.კი,შეიძლება მოხდეს და გასვლაში,ძირითადი დრო გაიმარჯვონ,მაგრამ ბათუმმა გაშვებული გოლის შემდეგ,იერიშზე გადასვლაც ვეღარ მოახერხა.არაქათი აღარ ჰქონდათ.თბილისელებმა ბოლოს გამოიქნიეს კუდი და ერთი გოლი გაქვითეს,მაგრამ იქაც ცხადად ჩანდა მეტოქის უპირატესობა,ფიზიკურ მომზადებაში.როგორ გგონიათ,დამატებით დროში რა დაგვემართება?თანაც მეტოქეები,თანდათან ფორმაშიც შედიან.ღმერთს მადლი,რომ 5 შეცვლა დაუშვეს და ნახევარ გუნდს ვცვლით, თორემ ჩვენი ფიზიკა ადრე 50 წუთი გვკმაროდა ხოლმე და ახლაც,65-70 წუთსაც ვერ უძლებენ.თანაც გამტანები არ გვყავს და ეს,მთელ გარჯას წყალში გვიყრის.
სოსო
23 ივლისი 2021 09:43
0
ორი საშვალო დონის ნახევარმცველი , ორი მცველი და ერთი თავდამსხმელიც ჭირდება , მაგრამ ამაზე ეხლა გვიანია ფიქრი ცოტა ადრე უნდა ეფიქრათ , ისე სანოგოს მოყვანას ნიქაბაძე ეთამაშებინათ ჯობდა , არაფრით ჩამოუარდება თუ არ ჯობია ...
დათო
23 ივლისი 2021 12:09
0
bate vinmes ubralo gundi ar egonos, belorusis nakrebia, erti checdoma ar dauchviat dacvachi, chekruli gundia, clebia ertad tamachoben, batumma unda daimatosminimum erti umaglesi klasis chemtevi tu unda rames miagcios.gvajobes pizikuri momzadebit, upro meti mondomeba da gambedaobaa sachiro ro batesnairi gundebi dajabno, carmatebebi batums belorusiachi/
KUTAISELI
23 ივლისი 2021 11:10
0
ჩვენ გუნდებს არა ჰყავთ ორგანიზატორები,ანუ მწვავე პასის მიმცემები,არადა გვყავს საქართველოში 2-3 ეგეთი ფეხბურთელი და ორივე გუნდის მწვრთნელს შეეძლო დაემატებინა.როდესაც უპირატესობას ფლობ და გადაცემას დროულად არ აკეთებ 10-დან 9 შემთხვევაში გოლს ვერ გაიტან.შიდა ჩემპიონატშიც ამიტომ კარგავენ ხშირად ქულებს.
Chivadze
23 ივლისი 2021 14:02
0
ესეთ სტადიონს და ესეთ გულშემატკივარს უფრო კარგი გუნდი მოუხდებოდა რათქმაუნდა თუ მაყუთი გაქ სამწუხაროდ ბატემ ყველა ასპექტში დაჩაგრა ბათუმი და დამსახურებულადაც მოიგო.
Zaza
23 ივლისი 2021 12:27
1

სიახლეები პოპულარული