თბილისში აზად რაჰიმოვის თასი შეიქმნა - "საბურთალო" აზერბაიჯანულ გუნდს შეხვდება

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

28 ივლისს, აზად რაჰიმოვის თასზე, "საბურთალო" აზერბაიჯანულ კლუბ "საბაჰს" შეხვდება.

ხსენებული მატჩი აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი აზად რაჰიმოვის ხსოვნას მიეძღვნება.

გამარჯვებულ გუნდს სპეციალურად დამზადებული თასი გადაეცემა და საუკეთესოებიც გამოვლინდებიან.

მატჩი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება. აღნიშნული თასის გათამაშება ყოველწლიურად ჩატარდება.

დაპირისპირება "ზესტაფონის" ბაზაზე, თბილისის ზღვის მახლობლად, 19:00 საათზე დაიწყება.

წყარო: fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაბანგიდას თასზე არ ითამაშებთ
გრიგოლი1408
17:15 27-07-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული