თბილისის "დინამომ" ისევ შეგვარცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩში ჰაიფის „მაკაბისთან“ სტუმრად 1:5 განადგურდა და ამ სეზონში ევროტურნირებზე ასპარეზობა დაასრულა.

თბილისში 1:2 წაგების შემდეგ „დინამოს“ მწვრთნელი კახა ცხადაძე მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და პირველი მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას. მე-16 წუთზე ბენიოს შეცდომით ლევიმ ისარგებლა და „მაკაბი“ დააწინაურა, თუმცა მალე „დინამომ“ საპასუხო გოლი გაიტანა - მარუშიჩის პასით ოსეი მეკარესთან პირისპირ გავიდა და 1:1. შემდეგ უკვე მარუშიჩმა გაუშვა შანსი ხელიდან. ამას ჰაიფელთა შეტევები მოჰყვა: ჯერ დონიოს
გატანა მიგინეიშვილმა არ დაანება, მერე კი კუთხურისას „დინამოს“ დაცვა ისევ ჩავარდა და სპორკსლედემ ბურთს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმში „მაკაბიმ“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თბილისის "დინამომ" კი კვლავ შეგვარცხვინა და ფაქტია - ეს გუნდი დასაშლელი და თავიდან ასაწყობია.

ჰაიფა. „სემი ოფერი“. 25 000 მაყურებელი

მაკაბი - დინამო (თბ) 5:1
გოლები: 1:0 ლევი (16), 1:1 ოსეი (24), 2:1 სპორკსლედე (37, საკ.კარში), 3:1 აცილი (75), 4:1 აშკენაზი (81), 5:1 აშკენაზი (86)

მაკაბი: კოენი, მეირი, პლანიჩი (სტრაინი 84), დაჰანი, მენაჰემი, ლევი (ჯაბერი 80), როდრიგესი, ჩერი (საჰარი 65), აზიზა, დონიო (დავიდი 65), აცილი (აშკენაზი 80)

დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, სპორკსლედე (იაშვილი 78), ქავთარაძე (კუცია 78), მექვაბიშვილი, რადინი (ქარდავა 52), ხარაბაძე (მორჩილაძე 38), მარუშიჩი (გაბედავა 52), ოსეი

მკითხველის კომენტარები / 45 /
ყოველივე რაც ხდება, არაკომპეტენტურობის ბრალია. ფულიანი ტიპები, მაგ. ფიფია, იაშვილი, თოფურია და კიდევ ბევრი ყიდულობენ კლუბებს და მხოლოდ ფინანსურ პრიზმაში უყურებენ. რუსები ამას უწოდებენ "нефутбольные люди шарят в футболе", იმის ჭკუა მაინც არ ყოფნით რომ მცოდნე, პროფი მენეჯერი აიყვანონ, ამათ ეგეთი ან მწვრთნელი გონიათ ან ზედმეტი კაპიპის გადახდა არ უნდათ.კი ბატონო ინგლისის ბევრი კლუბი არაბი შეიხების საკუთრებაა, მაგრამ ისინი არანაირად არ ერევიან კლუბის შიდა საქმეებში, მათ აყვანილი ყავთ სამწვრთნელი შტაბს გარდა, სტაფი, რომელიც მართავს კლუბს და მხოლოდ მაღალპროფესიონალწბს ეთქმით იქ სიტყვა. აქ? რომკა-მიშკა-გრიშკა და მიდიიი!!!)))
გიგა
30 ივლისი 2021 12:51
1
შეგვარცხვინა არა კვახი შეეგუთ ესა რეალობა და ნორმა. თავს როუქნევთ ეროვნული ლიგის მოგებაზე და დონეს აწევაზე.ჯერ სადახართ ფსკერს გახვრიტავს
beqa
30 ივლისი 2021 12:11
1
დინამო ფიფიას და ფეხბურთელების გარეშე!
LIVERPOOL
30 ივლისი 2021 12:05
0
თქვენ შეგირცხვათ ცხვიმპირი, ბოთეებო.
ოპტიმუს
30 ივლისი 2021 11:37
0
მართლაც შესაცვლელია საბჭოეთის დროინდელი სახელწოდებები,რომ არაფერი ვთქვათ იმაზე,რომ წინა თაობების ფეხბურთელების დამსახურებით დღემდე ხალხისთვის უსაყვარლეს თბილისის "დინამოს"არ ეკადრება ასეთ მდგომარებაში ყოფნა.
!!!
30 ივლისი 2021 11:28
2
ბატონო ბიძინა
ბერა უშველეთ დინამოს უზომოდ გთხოვთთ
ფიფიამ შემაზიზღა დინამო
30 ივლისი 2021 11:10
4
გრიგალავას მენტალიტეტი.
kaxi
30 ივლისი 2021 12:31
4
ხმას თუ მისცემ არჩევნებზე კი.
ლაშა
30 ივლისი 2021 11:30
2
რა გინდათ, რატომ აგინებთ?! წინა წელთან შედარებით (1-6 - აღარც მახსოვს რა ჰქვიამ იმ ფარერების გუნდს), 1-5 წავაგეთ, თან მეცხვარეებთან და მეთევზეებთან არა!!! პროგრესს ვერ ხედავთ, თქვე დაუნახავებოოოო:):):):)
განსაკუთრებით ის ბენიო ნამდვილად მომავალი მალდინია და მიგინეიშვილი?! :):):) ჰაა რას იტვით?!
andro
30 ივლისი 2021 10:56
1
რატომ ლანძღავთ უშვერი სიტყვებით ფიფიას?
კლუბი მისი კერძო საკუთრებაა და მუდამ წარსულით ცოხვრება არ შეიძლება, 1987 წლის მერე კლუბს არავითარი დიდი მიღწევა არ ჰქონია,რამდენ ხანს უნდა იყოთ წარსულში გაჩხერილები?
გინდათ წარმატებული პროექტი? აიღეთ და თვითონ აკეთეთ,ა ბატონო აგერაა საბურთალო, ლოკომოტივი, ვიტ ჯორჯია, დაუდექით ამ კლუბებს გვერდით. მე არ მჯერავს ვინმე რომ თბილისის დინამოს ქომაგი იყოს, მაშინ სტადიონზე 130--150 კაცი არ ივლიდა. აცალეთ მეპატრონეს, იმას ხალხი მაინც ჰყავს დასაქმებული და ხელფასებს უხდის.
jango
30 ივლისი 2021 10:25
27
დინამო არაა ეს გუნდი! ეს არის ფიფიას სოკოლი! ამას კიდე ვინ დააბრალა კომენტატორობა, არა ფეხბურთის ცოდნა, არა სიტყვის მარაგი არა ნიჭი და უნარი!
ლადო
30 ივლისი 2021 09:48
2
დინბამო რომ ისევ შეგვარცხვენდა ვის ეპარებოდა ეჭვი?გეყოთ ჩვენ ნერვებზე თამაში, მოშორდეს ამ თავისთვისშეუფერებელ ადგილს ფიფია, ან სახელი მაინც გადაარქვით გუნდს
aleksandre
30 ივლისი 2021 09:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული