თბილისში 1:2 წაგების შემდეგ „დინამოს“ მწვრთნელი კახა ცხადაძე მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და პირველი მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას. მე-16 წუთზე ბენიოს შეცდომით ლევიმ ისარგებლა და „მაკაბი“ დააწინაურა, თუმცა მალე „დინამომ“ საპასუხო გოლი გაიტანა - მარუშიჩის პასით ოსეი მეკარესთან პირისპირ გავიდა და 1:1. შემდეგ უკვე მარუშიჩმა გაუშვა შანსი ხელიდან. ამას ჰაიფელთა შეტევები მოჰყვა: ჯერ დონიოს გატანა მიგინეიშვილმა არ დაანება, მერე კი კუთხურისას „დინამოს“ დაცვა ისევ ჩავარდა და სპორკსლედემ ბურთს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი.
მეორე ტაიმში „მაკაბიმ“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თბილისის "დინამომ" კი კვლავ შეგვარცხვინა და ფაქტია - ეს გუნდი დასაშლელი და თავიდან ასაწყობია.
ჰაიფა. „სემი ოფერი“. 25 000 მაყურებელი
მაკაბი - დინამო (თბ) 5:1
გოლები: 1:0 ლევი (16), 1:1 ოსეი (24), 2:1 სპორკსლედე (37, საკ.კარში), 3:1 აცილი (75), 4:1 აშკენაზი (81), 5:1 აშკენაზი (86)
მაკაბი: კოენი, მეირი, პლანიჩი (სტრაინი 84), დაჰანი, მენაჰემი, ლევი (ჯაბერი 80), როდრიგესი, ჩერი (საჰარი 65), აზიზა, დონიო (დავიდი 65), აცილი (აშკენაზი 80)
დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, სპორკსლედე (იაშვილი 78), ქავთარაძე (კუცია 78), მექვაბიშვილი, რადინი (ქარდავა 52), ხარაბაძე (მორჩილაძე 38), მარუშიჩი (გაბედავა 52), ოსეი
იცით ვინმემ როდის იქნება?