თბილისის "დინამომ" ისევ შეგვარცხვინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩში ჰაიფის „მაკაბისთან“ სტუმრად 1:5 განადგურდა და ამ სეზონში ევროტურნირებზე ასპარეზობა დაასრულა.

თბილისში 1:2 წაგების შემდეგ „დინამოს“ მწვრთნელი კახა ცხადაძე მაინც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და პირველი მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას. მე-16 წუთზე ბენიოს შეცდომით ლევიმ ისარგებლა და „მაკაბი“ დააწინაურა, თუმცა მალე „დინამომ“ საპასუხო გოლი გაიტანა - მარუშიჩის პასით ოსეი მეკარესთან პირისპირ გავიდა და 1:1. შემდეგ უკვე მარუშიჩმა გაუშვა შანსი ხელიდან. ამას ჰაიფელთა შეტევები მოჰყვა: ჯერ დონიოს
გატანა მიგინეიშვილმა არ დაანება, მერე კი კუთხურისას „დინამოს“ დაცვა ისევ ჩავარდა და სპორკსლედემ ბურთს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი.

მეორე ტაიმში „მაკაბიმ“ სამი უპასუხო გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თბილისის "დინამომ" კი კვლავ შეგვარცხვინა და ფაქტია - ეს გუნდი დასაშლელი და თავიდან ასაწყობია.

ჰაიფა. „სემი ოფერი“. 25 000 მაყურებელი

მაკაბი - დინამო (თბ) 5:1
გოლები: 1:0 ლევი (16), 1:1 ოსეი (24), 2:1 სპორკსლედე (37, საკ.კარში), 3:1 აცილი (75), 4:1 აშკენაზი (81), 5:1 აშკენაზი (86)

მაკაბი: კოენი, მეირი, პლანიჩი (სტრაინი 84), დაჰანი, მენაჰემი, ლევი (ჯაბერი 80), როდრიგესი, ჩერი (საჰარი 65), აზიზა, დონიო (დავიდი 65), აცილი (აშკენაზი 80)

დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხვადაგიანი, პაპავა, ბენიო, სპორკსლედე (იაშვილი 78), ქავთარაძე (კუცია 78), მექვაბიშვილი, რადინი (ქარდავა 52), ხარაბაძე (მორჩილაძე 38), მარუშიჩი (გაბედავა 52), ოსეი

მკითხველის კომენტარები / 45 /
დაშალეთ
roma
29 ივლისი 2021 23:39
0
არაუშავს კიდევ ბევრჯერ შეგვარცხვენს
Anti
29 ივლისი 2021 23:39
4
მემგონი ამათი წაგება უფრო საზეიმოა ვიდრე მოგება. მიულოცოთ წაგება დინამოს .ეგ ერთი და სხვა მრავალი. დინამო კიარა ფარჩაკები ხართ პრეზიდენტიდან დაწყებული ბოლო მოთამაშით დამთავრებული. თქვენი ოჯახის წევრებსაც აღარ სჯერა თქვენი მოგების ფუუუუ ტქვენი ვინც თქვენ ფეხბურთელები გიწოდათ.....
ვაი ამატ პატრონს
30 ივლისი 2021 00:52
1
ერთ დროს ლივერპულის გამანადგურებელი, ტრაგიკომედიათ აქციეს, შეიძლება მე ბევრი არ გამეგება ფეხბურთში მარა არც ფიფიას რო არ გაეგება ეგაა უბედურება, ჩავაბაროთ მაშინ დინამო რომელიმე გულშემატკივარს და მიხედოს იმან შეიძლება უკეთესიც კი იყოს! და ბოლოს და ბოლოს შეცვალეთ ეგ დაწყევლილი რუსული გერბი!!! გამოაცხადეთ ტენდერი ახალი გერბის დიზაინზე და გადაწყვიტოს ხალხმა რომელიც იქნება უკეთესი ის გამოსახონ !!!
ეეჰ
30 ივლისი 2021 00:50
6
საერთოდ, "დინამო", "ტორპედო" და "ლოკომოტივი" რომ აღარ იყოს ქართულ ფეხბურთში, რამე დაშავდება? "დინამომ" ხომ აიღო ის თასების თასი. სირცხვილია, რომ ამ თაობას ეწერება იმ ძველების წარმატება. დაიწყონ ამათ ახლიდან
klimenti
30 ივლისი 2021 08:47
4
კი, გერბის ბრალია ნაღდათ.
ლევანი
30 ივლისი 2021 01:43
2
ფიფია წადი რა რამე სხვა გააკეთე გთხოვთ გულით. შენთვის მთავარი ფულია და საიდან დიდად არ გაინტერესებს ჩვენთვის დინამო სხვა რაღაცაა ვერ გაიგებ არ აიხსნება შენთვის. წადი გულით გთხოვთ. კორპუსები აშენე, ტენდერები მოიგე, გზები დააგე, წარხნები დაშალე და გაყიდე, პოლიტიკაში წადი მაყუთის მოსაღუნად, ღვინო გაიტანე რუსეთში, საშაურმე გააკეთე ყველაფერი გააკეთე ოღონდ გაყიდე დინამო ამდენ ნეგატივს როგორ იტევ კაცი არ ხარ? არ გრცხვენია ოჯახის მეგობრების შვილების რა უბედურება გჭირს? მოგზავნილი ხარ და ძალით აკეთებ რა უბედურებაა?
იბერია
30 ივლისი 2021 08:26
0
რა გინდათ, რატომ აგინებთ?! წინა წელთან შედარებით (1-6 - აღარც მახსოვს რა ჰქვიამ იმ ფარერების გუნდს), 1-5 წავაგეთ, თან მეცხვარეებთან და მეთევზეებთან არა!!! პროგრესს ვერ ხედავთ, თქვე დაუნახავებოოოო:):):):)
განსაკუთრებით ის ბენიო ნამდვილად მომავალი მალდინია და მიგინეიშვილი?! :):):) ჰაა რას იტვით?!
andro
30 ივლისი 2021 10:56
1
თბილისის დინამოს ერთი პრობლემა აქვს - ფიფია. ამ კაცის მიზანი აკადემიიდან ფეხბურთელების გაყიდვაა დალშე არაფერი აინტერესებს
მინდია
30 ივლისი 2021 00:02
1
მორიგი სირცხვილი...ფიფია წადიიიიი
rezi
30 ივლისი 2021 08:51
0
თქქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! მაგრები ხართ, წაგებას გიწერთ და არ მიმაზავთ, მარა ბათუმმა გამიტეხა, ეს რა ქნა ტოო? რაფრა მოუგო, თან გასვლაზე, ბათუმს პატრონი არ ყავს? ესე რავა შეიძლება, წააგე და წადი მშვიდად, არ გინდათ? ხოდა ეჭიდავეთ ეხლა სივასსპორს.
აი გუნდი ყოფილა თბილისის დინამო! წააგეს და სულ არ ადარდებთ.., ყოჩაღ დინამოს, მადლობა ფიფიას და ვისაც ოფლი არ გამოსვლია ყველა იმ ფეხბურთელს..
ტაკ დერჟატ!!!!!!! თქვენი იმედი მაქვს, აბა ჰე ბიჭბო, არ იდარდოთ, ხელფასი არ იგვიანებსო, ხოდა რა გაქვთ სანერვიულო, ნერვიულობით ხალხმა უნდა ურტყას თავი კედელს, თქვენ კი მშვიდი ძილი და ტკბილი სიზმარი...
კ ო მ ბ ლ ე
30 ივლისი 2021 02:36
1
დაიჭირეთ ფიფია და ჩასვით დიდი ხნით ციხეში!!!
ანზორი
30 ივლისი 2021 00:12
2
კლასვიკის თამაში უნდა აყურებინო ზედიზედ 1 თვე.
4
30 ივლისი 2021 14:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული