გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა

AutoSharing Option
პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები დაასახელა.

ცაგერში მერობის კანდიდატი ლეგენდარული ქართული ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე იქნება, ვინაც ბოლოს თბილისის "დინამოს" წვრთნიდა, შემდეგ კი კლუბის სტრუქტურაში მუშაობდა.

აქვე გეტყვით, რომ პოლიტიკაში წავიდა კიდევ ერთი სპორტსმენი ლადო ხინჩეგაშვილიც, რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან გორის მერობისთვის იბრძოლებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვის ხელშია ქვეყანა :(
MT
31 ივლისი 2021 20:01
0
ამან ხომ ვერ იპოვა თავისი ადგილი ცხოვრებაში რაც თამაშს თავი დაანება...
zura
31 ივლისი 2021 17:30
0
ერთსელ ხო აირჩიეს? თავის ცხენს რო გამოასწრო! თავმოყვარეობა?!
kaxi
31 ივლისი 2021 09:52
0
ეგენი არ ვიცი მეგობარო, მაგრამ ჩვენ ამომრჩევლებს არ გვაქ თავმოყვარეობა ასეთებს, რომ ვირჩევთ, რა მნიშვნელობა აქ რომელი პარტიიდან იქნება.
hhh
31 ივლისი 2021 16:03
0
ფეხბურთი განავითარეს, ეხლა ქვეყანას ააყვავებენ!
rigiti
31 ივლისი 2021 07:55
0
შენც ბრუტუს? ტფუი
***
31 ივლისი 2021 03:49
0
ნემსაძემ დინამო ხო ააყვავა, ნულოვანი ტაქტიკით და სრულიად უცოდინარი მწვრთნელი, საშუალო დონის ფეხბურთელი თან არაფრით გამორჩეული რეჯანაში იტალიის მეორე ლიგაში კარიერის პიკზე სასტავშიც ვერ ხვდებოდა, ხინჩაგაშვილისგან ტეხავს ორ სიტყვას ვერ აბავენ არადა ოლიმპიურ ჩემპიონებს პატივი უნდა ვცეთ ოღონდ არა მერებად გამგებლად და პარლამენტარებად. იმედია ცაგერიც და გორიც ხმას პოლიტიკოსებს მიცემენ
მამუკა მუსელიანი
31 ივლისი 2021 03:45
1
გაბანძდა ორივე
ეუფ
31 ივლისი 2021 03:13
0
ოეე მორიგი თხა და გიგო მთავრობაში
ნიკო
31 ივლისი 2021 01:49
0
რა უბედურებაა ეს რაარის, კარგი სპორცმენები იყავით და გასაგებია, კარგია და გმადლობთ რომ ქვეყანა ასახელეთ, მაგრამ ქალაქის და ხალხის მართვა გოლის გატანა ხომ არ გგონიათ!!! მართლა სალობიე რომ გახადეთ ქვეყანა, აცადეთ პური მეპურემ გამოაცხოს და სახლი ინჟინერმა ააგოს, თქვენ სპორტს მიხედეთ და სპორტში იბრძოლეთ რომ 100 წლის შემდეგაც ისევ მხოლოდ 81 წლის თასების თასს არ ვიხსენებდეთ. მოღალატე მარტო ის კი არაა ვინც თავის მეორე მახევარს უღალატებს, მოღალატეობაა თქვენი მხრიდან სპორტის მიმართ რადგან იცით მისი გადარჩენის გზები და მიატოვეთ, ასევე მოღალატეობაა ხალხის მიმართ რადგან წარმოდგენა არ გაქვთ მერობაზე, ხალხის მართვაზე და მანდ ეტენებით. მაპატიეთ მაგრამ მოღალატე და ღლიცინა ერი ვართ!!! კარგად იცოდა დავით IV-ემ ეგ და მაგიტომაც ჰყავდა სარზე გასმული ყოველი მეორე!!! (((((( ადმინებო გთხოვთ არ დამიბლოკოთ. ქართველებო მიყვარხართ!
ემიგრანტი
31 ივლისი 2021 00:10
0
ეს მაინც არსად არ ივარგებს, როგორ უჭირთ, ამას რომ დაუძახეს.
ზეზვა
30 ივლისი 2021 23:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული