პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები დაასახელა.
ცაგერში მერობის კანდიდატი ლეგენდარული ქართული ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე იქნება, ვინაც ბოლოს თბილისის "დინამოს" წვრთნიდა, შემდეგ კი კლუბის სტრუქტურაში მუშაობდა.
აქვე გეტყვით, რომ პოლიტიკაში წავიდა კიდევ ერთი სპორტსმენი ლადო ხინჩეგაშვილიც, რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან გორის მერობისთვის იბრძოლებს.