ბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "სივასპორთან" 1:2 დამარცხდა.

თამაში მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, ჯოვინო ფლამარიონი მეტოქის დაცვის მარჯვენა ფლანგზე სივრცეებს პოულობდა და კარის აღებას ცენტრისკენ შესვლით ცდილობდა. ასეთი ეპიზოდი ორჯერ იყო, თუმცა ბათუმელთათვის შედეგის მომტანი არ ყოფილა. ერთხელ საჯარიმოში არეულობის შემდეგ კართან ახლოს მდგომმა გიული მანჯგალაძემ დარტყმა ვერ მოახერხა.

ამის შემდეგ სახიფათო მომენტი "დინამოს" კართან" შეიქმნა - მე-13 წუთზე სეფა ილმაზმა საჯარიმოში ბურთი კარგად ვერ მიიღო და ხიფათი განიმუხტა. დაახლოებით 25-ე წუთისთვის სტუმრებმა ბურთზე კონტროლი
დაამყარეს და რამდენჯერმე მრავალსვლიანი კომბინაციაც შემოგვთავაზეს.

33-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ კარში ალექსანდრ აზაცკი ურტყამდა. ბათუმის "დინამოს" მცველი კუთხურს ითხოვდა, თუმცა ირფან პელიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მე-40 წუთზე ჯაბა ჯიღაურმა საჯარიმოში შესვლა ცრუ მოძრაობით სცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ტაიმის ბოლოს მუსტაფა იატაბარემ უხეიროდ დაარტყა და გუნდები შესვენებაზე არც ისე მცირე შელაპარაკებით გავიდნენ.

შეტევის გასაძლიერებლად შესვენების შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მანჯგალაძის ნაცვლად მოედანზე ფანცულაია შეუშვა. 48-ე წუთზე ფლამარიონი საჯარიმოსთან წააქციეს, მამუჩაშვილის მიერ შესრულებულ სტანდარტს კი მეკარე ვურალი იოლად დაეუფლა. სტუმრებმა უხეშობას უმატეს და ამაზე ტრიბუნები აქტიურად რეაგირებდნენ. 51-ე წუთზე ბათუმელები ირაკლი აზაროვის მშვენიერმა ვარდნამ იხსნა, თორემ იატაბარე სახიფათოდ ურტყამდა. 54-ე წუთზე კი ფლამარიონი საჯარიმოს სიახლოვეს წააქციეს და საჯარიმოდან მამუჩაშვილმა ანგარიში გახსნა.

სტუმრებს ფლამარიონთან გამკლავება უჭირდათ - მის წინააღმდეგ კორაი ალთინაი საკმაოდ ხშირად უხეშობდა და მსაჯმა გააფრთხილა, თუმცა 29 წლის მცველი მაინც არ დამშვიდებულა. "სივასპორის" მოთამაშეებს რეალური ხიფათის შექმნა ისევ უჭირდათ. შეხვედრის 68-ე წუთზე მოედანზე ვითარება სერიოზულად დაიძაბა და შეხვედრის მთავარ არბიტრს სიტუაციის მართვა უჭირდა. 74-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური ზედიზედ ორჯერ ჩააწოდეს, თუმცა ამას ბათუმელთა კართან ხიფათი არ მოჰყოლია. გოლი კი უწყინარ სიტუაციაში გავუშვით. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში თავით შეცვლაზე შესულმა ჯეიმსმა გადაგზავნა - სტუმრებმა კარში პირველივე დარტყმით გოლი გაიტანეს. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თურქები უფრო ლაღად და თამამად ათამაშდნენ. 83-ე წუთი - ახლად შემოსულმა გაფრინდაშვილმა ფლანგიდან სიტუაცია გაამწვავა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, ხოლო კომპენსირებულ დროში კაიოდემ კუპატაძის კარი დალაშქრა და ბათუმის "დინამომ" დასანანი მარცხი განიცადა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 12 აგვისტოს სივაში გაიმართება.

ბათუმი. „ბათუმი-არენა“
დინამო (ბთ) - სივასპორი 1:2
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (54), 1:1 ჯეიმსი (75), 1:2 კაიოდე (90+5)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნიქაბაძე 90+2), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 80), მანჯგალაძე (ფანცულაია 46), ჯიღაური (ნავალოვსკი 90+2), ფლამარიონი (გაფრინდაშვილი 79)

სივასპორი: ვურალი, ოსმანფაშა, გუტასი, ჩიფტჩი, ალთინაი (ენდალი 76), ოკეჩუკვუ, არსლანი, ფაჯრი (იაიგიტერი 90+7), ილმაზი (ფელიქსი 76), იატაბარე (ჯეიმსი 58), კაიოდე

მკითხველის კომენტარები / 30 /
ბათუმი არ გამოიყურებოდა ცუდათ, მინუს მამუჩო! მასზეა ორივე გოლი, მარა კაპიტანია და დგას რა, გეგუჩაძემ ცოტა მიიხედ-მოიხედოს, ბერიაშვილი "როტორში" გაუშვეს, ასათიანი "სამტრედიაში, ქაფიანიძე "ტორპედოშია" და ალექსიძე სკამზე "ლოკოში", ყველა ახალგ.ნაკრების შუა მცველი, 21-22 წ.მოტივირებული, მებრხოლი ბიჭი, სელექცია აშკარად მოიკოჭლებს ეროვნ.ლიგის ფლაგმან კლუბებში, აფრიკელ "no name"-ზე და ნეპოტიზმზე დგება შემადგენლიბები.
ბაჩი
06 აგვისტო 2021 11:52
1
კუპატაძე ბალასტია.2ვე გოლში ბრალი აქვს
მიმინო
06 აგვისტო 2021 11:56
11
ეს დინამო რა ჭ კლასის გუნდიცაა ჯერ კიდევ ბატესთან თამაშისას გამოჩნდა,განსაკუთრებით დაცვა,მეკარე და შეტევის ხაზი,გეგუჩაძე კი ერთი საშუალოზე დაბალი დონის სპეციალისტია,რომელიც კომფერენც ლიგის დონეზეც ვერასოდეს გაქაჩავს.ტვ "იმედის"
სტილის რეპორტაჟით და კომენტატორით უნდათ შექმნან ილუზია რომ ფეხბურთში ჩვენთან ყველაერი მაგრადაა. ბათუმის დინამო წელს ჩემპიონიც ვერ გახდება,რადგანაც თბილისის დინამო გაცილებით მაღალი დონის გუნდია,მიუხედავად იმისა თუ რა მგომარეობაშია დღეს..
asseeeeeee
06 აგვისტო 2021 10:08
26
დასანანი წაგებაა, დაცვაში ახალი მოთამაშეები გვჭირდება, თავდასხმაც გასაძლიერებელია. ჩემპიონატში სამი კონკურენტუნარიანი გუნდი მაინც რომ იყოს, სულ სხვა შედეგი გვექნება ევროთასებზე. რა თქმა უნდა ფინანსების გარეშე არაფერ შედეგს ვერ დავდებთ. იმედი მაქვს, რომ თურქეთში მოვუგებთ.
მერაბი
06 აგვისტო 2021 09:13
2
დასანანი წაგებაა... გუნდს დაღლა დაეტყო... წინ საქართველოს ჩემპიონატი გადამწყვეტი თამაშებია. წარმატებას ვუსურვებ "დინამო" ბატუმს ჩემპიონობისათვის ბრძოლაში!!! იმსახურებს...
tngh
06 აგვისტო 2021 14:43
4
რეალურად უფრო ძლიერი ფეხბურთელები ყავთ გუნდში, თან ყველამ კარგად ვიცით დონით რამხელა სხვაობაა ჩვენსა და მაგათ ჩემპიონატის. მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, თანაც ასეთი . მეორე გოლი რომ არა - საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს ჩვენებმა. გეგუჩაძის დიდი პატივისცემის მიუხედავად , მგონია , რომ ბათუმის დინამოში ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ფაქტია , რომ გაძლიერებასაც საჭიროებს. ერთი საიმედო ცენტრალური მცველი, სწრაფი 9ნი და კიდევ ერთი (თუნდაც ბრაზილიელი) ტექნიკური, ინდივიდუალისტი შემსრულებელი
ხომ ერა
06 აგვისტო 2021 02:20
0
ამ გუნდს, ამ დაცვით და ნახევარდაცვით , რომელი ქართველი მწვრთნელი აათამაშებდა უკეთ, რას ფიქრობ ?
ირაკლი
06 აგვისტო 2021 11:11
1
დაიჯერებთ, რომ გითხრათ - ესენი ჩვენ ყველას გვაბოთავებენ მეთქი? ხალხო კარგად დაუკვირდით, ეჭვის თვალით შეხედეთ მომხდარს და არა ემოციებით! ეს თამაში და ბატესთან ორი მატჩის ჯამში მოგებული ფარსი იყო!
....
06 აგვისტო 2021 10:56
16
:))) წერეთ წერეთ დიზლაიკები.მახსენდება 2 წლის წინ საბურთალომ შერიფს ტირასპოლში 3–0 რომ მოუგო.მაშინაც ვწერდი, რომ ფარსი იყო,როგორც ახლა ჩემი კომენტარი დიზლაიკებით აავსეს.ბოლოს კი მივხდით რაში იყო საქმე,არარატ არმენიასთან საბურთალოს ორი მატჩის ჯამში უნამუსოდ ვითომდა წაგების შემდეგ! ყველაფერი ფულის მოგების გამო ხდება! ფეხბურთის თამაში, როგორც საინტერესო სამართლიანი სპორტული სანახავობა, მეორე პლანზეა გადასული!
....
06 აგვისტო 2021 12:39
9
სანამ მატჩჰი შედგებოდა ვწერდი,რომ ბათუმი გასაძლიერებელია,მთავარია სწორ გზაზე ვდგავართ,კარგი მცველები გვჭირდება,შუა ხაზი ნახევარდაცვა ვერ ყვება სწრავ თამაშს რომ დაცვაშიც ჩავიდნენ და თავდასხმაშიც, თამაში გაექცათ ვერ შეძლეს ბურთის შენახვა,თამაშის დამშვიდება,შეიძლება თურქეთში მოგება, მიუხედავად იმისა თურქეთი ჯოჯოხეთს მოაწყობს,მაგრამ გაიხსენეთ რა ქნა ბათუმმა ბატესთან,ის ყველაზე ძლიერი გუნდია ფსიქოლოგიურად,უბრალოდ ყველა დარტყმა სადაც ერთი ერთზე გადიხარ მიზანმიმართულად უნდა შეასრულო ესაა და ეს
სვანსკი
06 აგვისტო 2021 10:36
2
რა სულელები არიან იაპონელები ამხელა ოლიმპიადას მაყურებლის გარეშე ატარებენ არადა რა ფული გაკეთდებოდა.
დიმა
06 აგვისტო 2021 08:20
4
თამაში გეგუჩაძემ წააგო.ბათუმის კაპიტნის (მცველი)სინდისზეა ორივე გოლი.გეგუჩაძემ უნდა იცოდეს, რომ ქართველები პრესინგს 90 წუთი ვერ თამაშობენ.ბატესთან ეს დადასტურდა და იგივე გაიმეორეთ.შეცვლები პირველი გოლის შემდეგ უნდა მომხდარიყო და არა დამთავრებამდე 5 წუთით ადრე.
გიგა
06 აგვისტო 2021 20:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული